მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Dec 6, 2009

„Procter&Gamble-ის” საპნის ოპერა

მილიარდოლარიანი ღირებულების კატეგორიაში შემავალი ბრენდები: „არიელი", „ჯილეტი", „პამპერსი", „ველა", „თაიდი", „მაქს ფაქტორი", „დურასელი", „პანტინი", „ბრაუნი" და „ორალ-ბი" მსოფლიოში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქციაა. ამ საქონლის გაყიდვები დღითიდღე მატულობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რა აერთიანებთ მათ. ყოველი მათგანი კომპანია „Procter&Gamble-ის” საკუთრებაა.

კომპანიის სახელწოდება ორი ნაწილისგან შედგება. ვილიამ პროკტერი სანთლებს, ხოლო ჯეიმს გეიმბლი საპონს აწარმოებდნენ. თუმცა, რომ არა დები, რომელზეც მათ იქორწინეს, ისინი შესაძლოა ვერასოდეს შეხვედრილიყვნენ. მეწარეები 1837 წელს გაერთიანდნენ და საკუთარი კომპანია „Procter&Gamble” დაარსეს.

პირველი მილიონ დოლარიანი მოგება „Procter&Gamble-მა” 1859 წელს მიიღო. ამ დროისთვის კომპანიაში 18 ადამიანი მუშაობდა. გაყიდვებმა პირველი მსოფლიო ომის დროს იმატა. ამერიკელი ჯარისკაცები კონტრაქტის თანახმად სწორედ „Procter&Gamble-ის” საპონს მოიხმარდნენ.

1890 წლიდან კომპანია საპნის წარმოებაზე ფოკუსირდება, უშვებს ძვირიან, მაგრამ 30 სახის უცხო სურნელოვან პროდუქციას. სანთლის წარმოებას კი 1920 წელს წყვეტს. ტერმინი „საპნის ოპერა” სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება. ის მას მერე გაჩნდა, რაც „Procter&Gamble-მა” რადიო გადაცემების დაფინანსება დაიწყო.

2007 წლის სარეკლამო კამპანიაზე „Procter&Gamble-მა” 2,62 მილიარდი დოლარი გამოჰყო. აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული კომპანიები რეკლამაზე ასეთ თანხას იშვიათად ხარჯავენ. დღეისათვის კომპანიაში დაახლოებით 138.000 ადამიანია დასქმებული. „Procter&Gamble-ის” შემოსავალმა წელს 79 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა, აქედან სუფთა მოგება კი 13.4 მილიარდია.

8 comments:

Anonymous said...

prokteris produqcias miaqvs msoflios marketebi. rargi magalitia, rogor sheidzleba ubralo sapnis warmoebit aatsko amxela biznesi.

margiela said...

kargi magalitia magram exla naklebadaa shesadzlebeli aseti ram, sachiro dros sachiro adgilas moxvdnen procter&gamble !

Maka Asatiani said...

ხასიათზე მართლა არ ვიყავი :) პოსტი არის პატარა იმიტომ, რომ მომავალში ამ ბრენდებზე ცალკეული ისტორიები იქნება :)

ბროწეული said...

ყველა თუ ერთი კომპანიის საკუთრება იყო არ ვიცოდი :s

Anonymous said...

--ყველა თუ ერთი კომპანიის საკუთრება იყო არ ვიცოდი--

და ბევრად მეტი.
ბევრი ისე ისხამთ P&G პარფიუმს რომ წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ ის P&G-ია :)

fsiqe said...

sainteresoa :)
momwons Seni postebi
proqteris da gembelis qorcinebebma kidev ertxel damarwmunes, rom amqveynad SemTxveviT bevri ram xdeba :d

Maka Asatiani said...

ჰო ფსიქე,
ლოლზ! - ამას რომ ვწერდი ვფიქრობდი როგორი ჟღერადობა ექნებოდა და რომელი უკეთესია მაკა პროკტერი თუ მაკა გეიმბლი :D :D :D :D

fsiqe said...

მგონი მაკა გემბლი უფრო კარგად ჟღერს :)