
საქმიანიანი ადამიანებისთვის ხშირად დრო ფულია.სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელთათვის ყოველი წამია მნიშვნელოვანი. ალბერტ ეინშტეინი ამბობდა - „X + Y + Z = A. X - მუშაობა; Y - თამაში; Z - ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნება; A - წარმატება". წარმატება და კომპანია „Petek Philippe" კი ერთმანეთის თანმდევია. ვინაიდან ჯერ კიდევ საუკუნის წინ მათი მომხმარებელი თვით ინგლისის დედოფალი ვიქტორია გახლდათ.


„Petek Philippe" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საათების მწარმოებელი კომპანიაა. მისი ისტორია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 1839 წლიდან იწყება. ენტონი ნორბეტ პატეკი და მისი მეგობარი, ემიგრანტი პოლონეთიდან – ფრანცისზეკ სზაპეკი მუშაობას ერთად შეუდგნენ. საკუთარი ძალები გააერთიანეს და ჯიბის საათებს ქმნიდნენ. თუმცა 1844 წელს ფრანცისზეკ სზაპეკი ბიზნესს გამოეყო. ენტონის დრო არ დაუკარგავს და ფრანგი მესაათე, ედრიან ფილიპე შემოიერთა. კომპანიამ დღევანდელი სახელწოდება -
„Petek Philippe & Co.", სწორედ ამ შერწყმის შედეგად 1851 წელს მიიღო.