მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label ჯონ გალიანო. Show all posts
Showing posts with label ჯონ გალიანო. Show all posts

Dec 27, 2009

გაორების ხელოვნება, კლასიკა და ეპატაჟი

არავინ იცის თუ როგორია ის სინამდვილეში. მას ორი სამსახური და ასობით იმიჯი აქვს. ადამიანი, რომელმაც მოდის კანონები შეცვალა, უამრავი ინოვაცია და ემოცია დაბადა - ეს უბრალოდ ჯონ გალიანოა.

ჯონ გალიანო წელიწადში თორმეტამდე კოლექციას ქმნის. მიუხედავად ასეთი რეჟიმისა, ხელოვანს შემოქმედება ყველასათვის თანაბრად ჰყოფნის, ამიტომ ყოველი კოლექცია ინდივიდუალური და განუმეორებელი აქვს. მისმა გასაოცარმა ქმნილებებმა, ისეთი სახელწოდებებით, როგორიც არის: „აბსურდული თამაშები”, „მივიწყებული უმწეობა”, და „დაცემული ანგელოსები” საუკეთესო დიზაინერის პრემია სამჯერ მოუტანეს.

გალიანოსთვის ტანსაცმელი თვითგამოხატვის საშუალებაა. ამიტომაა, რომ ახალი კოლექციების პარალელურად განსხვავებული იმიჯი შემოაქვს, რომელსაც პირველი თავადვე ირგებს. ჯონ გალიანო ხან ტაქსისტია, ხან ბოშა და ხან მოტოდორია. ლამაზი ტანსაცმლის სიყვარული დედამ აჩუქა. მას ძალიან უყვარდა პატარა ბავშვების კარგად ჩაცმა. ხუან კარლოს ანტონიოს იგივე ჯონ გალიანოს დიზაინერობის სურვილი სწორედ ამან განუღვივა. ბავშვობიდან მტკიცედ გადაუწყვიტავს, რომ მოდელიორი გახდებოდა. მოდის სამყაროსთან რამენაირად მიახლოებული, რომ ყოფილიყი, ჯონ გალიანო ლონდონის ნაციონალურ თეატრში კოსტუმერად მუშაობდა.