მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Oct 28, 2009

მექანიკური ელვის ევოლუცია ანუ გზა ორმხრივ ელვამდე

მექანიკურმა ელვამ დიდი გზა განვლო. დღევანდელი სრულყოფილი სახე კი რამოდენიმე გამომგონებლის დაკვირვების შემდეგ მიიღო.

თანამედროვე ელვა ინჟინერ-მექანიკოსმა, გიდეონ სანდბაკმა 1917 წელს დააპატენტა. ეს იყო მოზრდილი ზომის მექანიკა. დროთა განმავლობაში მისი დიზაინი შეიცვალა. დღეს კი უკვე ოთხი სახის ელვა არსებობს.

„YKK” ელვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვეულებრივმა მუშამ ტადაო იოშიდამ კომპანია 1934 წელს ტოკიოში დაარსა. თუ კი კარგად დააკვირდებით თქვენს ტანისსამოსს ამ ფირმის ელვას უდაოდ აღმოაჩენთ. „YKK” მსოფლიო ბაზარზე ლიდერობს და ელვების 68%-ს აწარმოებს. ითვლება, რომ ყოველი მესამე ელვა „YKK” ფირმისაა.

ჩინური კომპანია „Talon International” ელვების ინდუსტრიაში მეორე ადგილს იკავებს. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „Levis” და „Victoria Secret” მისი მომხმარებლები არიან.

Oct 26, 2009

იუბერ დე ჟივენში

„ჟივენში” - მსახიობ, ოდრი ჰეპბერნის განუმეორებელი სტილის ფუძემდებელია. „ჟივენშის” მოდის სახლი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყველაზე დახვეწილი და ელეგანტურია მთელს მსოფლიოში.

იუბერ დე ჟივენში საფრანგეთში 1927 წელს დაიბადა. ათი წლის ასაკში ელეგანტურობის სალონს ეწვია, სახლში დაბრუნებისას კი მშობლებს განუცხადა - „მე მოდელიორი ვიქნები”. მართლაც, იუბერ დე ჟივენშიმ საკუთარი სალონი 1952 წელს გახსნა. მისი პირველივე კოლექცია წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრა იყო. 40 წელიწადის განმავლოვბაში ჟივენში მას აცმევდა, ოდრი კი საქვეყნოდ პოპულარულს ხდიდა.

მამაკაცის ტანსაცმელი მოდელიორმა 1973 წელს შექმნა. ამიერიდან ჟივენში მოდის ინდუსტრიაში კრისტიან დიორთან, ლაკრუასთან და სელინთან ერთად ტრიალებს. დიზაინერი საკუთარ მოდის სახლს 1995 წელს ტოვებს. ეს ნაბიჯი ინვესტორების შესანარჩუნებლად გადადგა. ისინი შედარებით ახლგაზრდა ტალანტს ეძებდნენ. იუბერ დე ჟივენშის მაგიერ ჯონ გალიანო მოვიდა. მაგრამ მხოლოდ ორწლიანი მუშაობის შემდგომ კრისტიან დიორთან გადავიდა. „ჟივენშის” მოდის სახლის წამყვანი დიზაინერი 27 წლის ალექსანდრე მაკ კუინი გახდა. ექსცენტიული ახალგაზრდა, რომელმაც ჟივენშის თავდაპირველი სტილი კინაღამ ჩაძირა. საზოგადოება მას დიდხანს არ სცნობდა, თუმცა როგორ შეიძლებოდა შოტლანდიელი მძღოლის შვილი პარიზის კარიბჭეებში დამკვიდრებულიყო. ალექსანდრეს ყველაფრის თავისებური ხედვა ჰქონდა, გვირილა და სამხედრო კოსტუმი მისთვის მისაღები იყო, თუმცა როგორ დიზაინერი განმარტავდა – ეს აგრესიული სექსუალურობის სიმბოლო ოყო. მაშინ, როდესაც დიდი მოდა მაკ კუინს შეეჩვია, მის მაგიერ 28 წლის ჟულიენ მაკდონალდი მოვიდა. ის მხოლოდ ქალების კოლექციებს ქმნიდა. მამაკაცების კოლექციის მოდელირება ამიერიდან ოსვალდ ბოუტენგს ევალება.

Oct 16, 2009

NOKIA

მსოფლიოში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია - "ნოკია” 1967 წელს არსდება. ფინელი რაბერ ვორკსი რამოდენიმე ბრენდს აერთიანებს. კომპანიას მდინარის - ნოკიას სახელს არქმევს და საკომუნიკაციო სადენების გამოშვებას იწყებს.

თავისი არსებობის მანძილზე რა არ უწარმოებია. ველოსიპედი, პერსონალური კომპიუტერები, ტელევიზორები – პროდუქტი, რომელმაც არ გაამართლა.

ნოკია თავის ნიშას ტელეფონების წარმოებაში პოულობს. მსოფლიოში პირველ ტრანსპორტირებად ტელეფონს 1984 წელს უშვებს. რამოდენიმე წლის მერე პირველი მობილური გამოდის. მისი წონა 800 გრამია, ფასი კი 10 ათას დოლარამდე აქვს.

Oct 9, 2009

SONY

„სონი” ორ სიტყვას აერთიანებს. „სო - ნუს” ლათინურად ხმას ნიშნავს. კორპორაცია “სონის” დღეს მხოლოდ უმაღლესი მიზნები აქვს დასახული, სერიოზულ სამეცნიერო ტექნიკურ ამოცანებს უმიზნებს. თუმცა მანამდე, ფირმის არსებობის დასაწყისში, დღის წესრიგში ხელმძღვანელობის გენიალური ინტუიცია და განვითარების პროგნოზირება იდგა.

თავიდან იყო პატარა სახელოსნო, რომელიც რადიომიმღებებისთვის მოკლეტალღოვან მისადგამებს უშვებდა. ეს სახელოსნო ბატონმა მასარუ იბუკამ გახსნა. 1946 წელს კომპანიონთან ერთად ტოკიოს ტელეკავშირის კომპანია დაარსა. მაშინ იქ მხოლოდ 20 ადამიანი მუშაობდა. საწყისი კაპიტალი კი 500 ამერიკული დოლარი იყო.


ამ კომპანიის მომავალს ცოტა თუ წარმოიდგენდა, რადგან ის ფინანსური რესურსების მწვავე დანაკლისს განიცდიდა,არ ჰქონდა მიმზიდველი საქონელი და ბაზარზე უფრო მსხვილ კონკურენტებთან მუდმივად უთანასწოროდ იბრძოდა.