მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label დიზაინი. Show all posts
Showing posts with label დიზაინი. Show all posts

Apr 23, 2011

ტანსაცმელი მეორეხარისხოვანია, თეთრეული კი წმინდა და შეუდარებელი!

ქალის გარეგნული იერისა და შინაგანი ფარული სურვილების ურთიერთგადამკვეთი, ღრმა კავშირის გაგება რთულია. ემოციებისა და განცდების სამყაროში გასარკვევად მხოლოდ ძლიერი ცოდნა და ინტუიცია არ კმარა. თითოეული ქალი ინდივიდუალური სტილით, თავისებური უნიკალურობითა და ქალური მგრძნობელობის მრავალფეროვანი ნიუანსებით გამოირჩევა. ამიტომ მის შესაცნობად, ცოდნისა და ინტუიციის პარალელურად, მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო, რომელიც კომპანია "La Perla"-ს ნამდვილად არ აკლია.

"La Perla" ქალის ძვირფასი თეთრეულის მწარმოებელი იტალური კომპანიაა. კომპანიის სახელწოდება ქართულად, როგორც მარგალიტი ითარგმნება. "La Perla"-ს პროდუქცია ყოველთვის მაღალ ხარისხთან, მომხიბვლელობასთან, მგრძნობელობასთან, სინაზესთან და სილამაზესთან ასოცირდება. ამ ნიშნის ქვეშ წარმოებული თეთრეული არამხოლოდ მოდის ტენდენციებს პასუხობს, არამედ თითოეულ ქალბატონზე ინდივიდუალურადაა მორგებული.

Oct 7, 2010

აისბერგი, რომელიც ათბობს


ვინაიდან უკვე ოქტომბერია, გარეთ მუდმივი წვიმებია და სიცივეც ნელ-ნელა გვეპარება, გადავწყვიტე, შესაბამისს ბრენდზე დამეწერა. მართალია, ეს ბრენდი ამინდს ამართლებს, მაგრამ მისი პროდუქცია თავდაპირველად სწორედ სიცივისგან დასაცავად შეიქმნა. მაშ ასე, ეს იტალიური ბრენდი „აისბერგია“.

„აისბერგი” უკვე 40 წელიწადზე მეტია რაც არსებობს. თავდაპირველად, იგი როგორც მცირე საწარმო იყო ჩაფიქრებული და ნაქსოვ ტანსაცმელს უშვებდა. დღეისათვის „აისბერგი“ 2 მილიონ ნივთზე მეტს აწარმოებს. ტრიკოტაჟის ბაზარზე კი ერთ-ერთი ლიდერთაგანია.

ჯულიანა მარჩინის იდეა თბილი ტანისამოსი ფერადი გაეხადა 1974 წელს გაჩნდა. ასე შეიქმნა ბრენდი „აისბერგი”, რომლის შემჩნევა შეუძლებელი იყო. ჯულიანა კოსტუმებს თავად პრეზიდენტსაც კი უკერავდა. ამიტომ ბრენდის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა.

Jul 10, 2010

მსოფლიო თასზე ლიდერი ბრენდი ანუ „ადიდასი“

ხომ გაგიგიათ - ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო? სინამდვილეში, ყოველთვის ასე არ ხდება. ამის ნათელი მაგალითი ძმები დასლერები არიან, რომელთა უთანხმოებამ საერთო საწყისის მქონე კომპანია „ადიდასი“ და „პუმა“ წარმოშო.

თავდაპირველად, ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები ფეხსაცმლის წარმოებას პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეუდგნენ. ყოველწლიურად ორას ათას ფეხსაცმელს ჰყიდნენ და სამომავლოდ გეგმებსაც აწყობდნენ. თუმცა, საბოლოოდ ერთმანეთთან უთანხმოების გამო, ცალ-ცალკე მუშაობა ამჯობინეს. ასე, რუდი დასლერმა 1948 წელს „პუმა” დაარსა, ხოლო ადოლფმა „ადიდასი” დაარეგისტრირა. წარმატების გზა ორივე ძმამ სხვადასხვაგვარად განვლო.

Jul 3, 2010

ალან მიკლის „სათვალელანდია“

ცხოვრებას ნუ უწოდებ ბინძურს მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალის გაწმენდა დაგვიწყებია - ასეთი შეცდომა ერთ მაღალ, გამხმარ და ჩაკეტილ ადამიანს არასოდეს დაუშვია. მეტიც, სათვალეების სიყვარულით შეპყრობილს საკუთარი სამყარო - „სათვალელანდია“ შეუქმნია. აქ ყველაფერს თვალები აქვს. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია. ჩარჩოები ნაირფერია და არც ფორმებს უჩივიან. „სათვალელანდიაში“ ოპტიკური შუშების გაწმენდა არავის ავიწყდება. აქ ერთხელ მოხვედრილს მალე მუდმივი სტუმრის სტატუსი გენიჭებათ იმიტომ, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს ალან მიკლის სათვალის თუნდაც ერთი მოდელი.


სომხური ფესვების მქონე, ლიბანიდან საფრანგეთში ემიგრირებული ალან მიკლიტარიანი 1955 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში მხედველობა გაუუარესდა. შედეგად, სათვალის ყიდვა მოუწია, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ეს შემთხვევა ის შესაძლოა დღემდე ჩრდილში ყოფილიყო, ჩვენ კი არასოდეს გაგვეგო მიკლის „სათვალელანდიის“ შესახებ. ვინაიდან სწორედ ამ ინციდენტმა მისცა ბიძგი მის შემოქმედებას და ასე გაჩნდა პირველი სათვალის შექმნის იდეა.

Jun 20, 2010

ლოგო და ადამიანის სხეული - II ნაწილი

პოსტში მოცემულია სხვადასხვა კომპანიის ლოგო, რომელთაც ერთირამ აერთიანებს - ყოველ ლოგოზე ადამიანის სხეული ან სხეულის რომელიმე ნაწილია ასახული. ეს რიგით მეორე პოსტია, თუმცა მცირედი ცვლილებებით. პირველ ნაწილს მოყვა გამოხმაურება თხოვნით - თითოეული ლოგოსთვის დამერთო სულ მცირე ინფორმაცია მისი წარმოშობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი ამას არ მოიცავდა, გავითვალისწინე რა თქვენი თხოვნა და ვცადე მისი შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. ვიმედოვნებ, რომ ეს პოსტი ახლა უფრო მოგეწონებათ:)

ლოგო №1
მაშ ასე - არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივ და ემოციურ მხარდაჭერას უცხადებს პრობლემების მქონე მამებს. ეს პრობლემები შეიძლება იყოს: ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ცოლთან გაყრა ან უბრალოდ კონფლიკტი და ა.შ. ამ სირთულეების ფონზე, მამები ხშირად მეუღლისგან განცალკევებით არიან, თუმცა კვლავ აგრძელებენ ურთიერთბას საკუთარ შვილებთან და ცდილობენ, რომ დროის დიდი ნაწილი სწორედ მათთან გაატარონ. ამრიგად, აღნიშნული ლოგო გამოხატავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, სადაც ნათლად და პირდაპირ გამოხატულია მამისა და შვილის ურთიერთობა.

Jun 15, 2010

Fendi-ს მოდის სახლი

მესამე თაობის დინასტიის წარმომადგენელი - სილვია ვენტურინი ფენდი სულ ოთხი წლის იყო, როდესაც მემკვიდრეობით „Fendi-ის” მოდის სახლი გადაეცა. მაშინ, 1965 წელს გვერდში კარლ ლაგერფილდი ედგა და მთელს თავის ფანტაზიას „ფენდის” მარკის ტანისამოსში აბანდებდა. ორმოცი წლის შემდგომ ბრენდი ფრანგულ „LVMH” ჯგუფს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, სილვია ამტკიცებს, რომ კომპანიაში არაფერი შეცვლილა.

Jun 9, 2010

ლოგო და ადამიანის სხეული - I ნაწილი

პოსტში მოცემულია სხვადასხვა კომპანიის ლოგო, რომელთაც ერთირამ აერთიანებს - ყოველ ლოგოზე ადამიანის სხეული ან სხეულის რომელიმე ნაწილია ასახული.

ცნობისათვის, ტოპოგრაფიაში სიტყვა „ლოგო“ მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა, ის ტერმინ „ლიგატურას“ სინონიმად ითვლებოდა, რაც თავის მხრივ ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ნიშნის გაერთიანებას გულისხმობდა.

პირველი ლოგო Prudential Insurance-ს ეკუთვნოდა. ის 1896 წელს გაჩნდა და მასზე ჰიბრალტარის სალი კლდეა გამოსახული.


რაც შეეხება ე.წ. დინამიურ ლოგოებს, რომელშიც ადამიანის სხეული ან სხეულის ნაწილია ასახული - ასეთი პირველი ლოგო საბურავების მწარმოებელ კომპანიას „Michelin-ს“ ეკუთვნის. „Michelin-ის“ კაცუნა 1898 წელს გაჩნდა.


May 31, 2010

რთულად კონსტრუირებული მარტივი - ავეჯი „ზანოტასგან“

მის ფანტაზიებში ფორმა, მოხაზულობა, მასალა და ხარისხი პირველ ადგილზეა. შემდგომ ფანტაზიებს რეალობად აქცევს და მსოფლიოში დიზაინის მიმართულებით სიახლეებსაც ნერგავს. ამიტომ არის, რომ 1954 წელს დაარსებული კომპანია „ზანოტა” იტალიური დიზაინის ინდუსტრიაში აღიარებული ლიდერია. მისი დამაარსებელი აურელიო ზანოტა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. პირველი ჯილდო ინოვაციური ხედვისათვის და გამომგონებლობისათვის 1960 წელს მიიღო და საერთაშორისო ყურადღებაც დაიმსახურა.

May 24, 2010

ემანუელ უნგაროს მოდის სახლი

ემანუელ უნგარო – ეს ის მოდელიორია, რომლის ცხოვრების და შემოქმედების საკვანძო სიტყვა – დამოუკიდებლობაა. მას არა აქვს ჩარჩოები არც შემოქმდებაში და არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში.

„ჩემი ტანსაცმელი ქალს თავისუფლებას აგრძნობინებს. მისი ტარება მას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია” – განაცხადა ერთხელ უნგარომ.



დიზაინერი ბავშვობაში კონსტრუქტორებსა და ჯარისკაცებს დედის საკერავ მანქანას ამჯობინებდა. შემდგომში უკვე მოზარდი ემანუელი კარიერის გასაკეთებლად პროვინციიდან საფრანგეთში გაემგზავრა და პატარა ოტელიეში მკერავად მუშაობდა.

May 16, 2010

Armani Hotel Dubai

ფეშენებელური საცხოვრებლები, იახტები, კუნძულები და რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი და მდიდარი დიზაინერებისათვის აღარ კმარა. ახლა საკუთარი სასტუმროს ფლობა მათთვის უკვე აუცილებლობაცაა. სწორედ ასე მოიქცა მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ტირანი - ჯორჯო არმანი. დიზაინერმა მშენებლობაში მილიონები დააბანდა. შედეგად კი დუბაიში მდებარე სასტუმრო - Armani Hotel Dubai-ს მფლობელი გახდა.

Apr 29, 2010

ქეით მოსის ბრენდის იდენტურობა

მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შეჩერებული იყო და ახლა 2010 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად, ქეით მოსის იმიჯზე პიტერ სევილი და მბეჭდავი - პოლ ბერნსი ერთობლივად ზრუნავდნენ.