მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Dec 27, 2009

გაორების ხელოვნება, კლასიკა და ეპატაჟი

არავინ იცის თუ როგორია ის სინამდვილეში. მას ორი სამსახური და ასობით იმიჯი აქვს. ადამიანი, რომელმაც მოდის კანონები შეცვალა, უამრავი ინოვაცია და ემოცია დაბადა - ეს უბრალოდ ჯონ გალიანოა.

ჯონ გალიანო წელიწადში თორმეტამდე კოლექციას ქმნის. მიუხედავად ასეთი რეჟიმისა, ხელოვანს შემოქმედება ყველასათვის თანაბრად ჰყოფნის, ამიტომ ყოველი კოლექცია ინდივიდუალური და განუმეორებელი აქვს. მისმა გასაოცარმა ქმნილებებმა, ისეთი სახელწოდებებით, როგორიც არის: „აბსურდული თამაშები”, „მივიწყებული უმწეობა”, და „დაცემული ანგელოსები” საუკეთესო დიზაინერის პრემია სამჯერ მოუტანეს.

გალიანოსთვის ტანსაცმელი თვითგამოხატვის საშუალებაა. ამიტომაა, რომ ახალი კოლექციების პარალელურად განსხვავებული იმიჯი შემოაქვს, რომელსაც პირველი თავადვე ირგებს. ჯონ გალიანო ხან ტაქსისტია, ხან ბოშა და ხან მოტოდორია. ლამაზი ტანსაცმლის სიყვარული დედამ აჩუქა. მას ძალიან უყვარდა პატარა ბავშვების კარგად ჩაცმა. ხუან კარლოს ანტონიოს იგივე ჯონ გალიანოს დიზაინერობის სურვილი სწორედ ამან განუღვივა. ბავშვობიდან მტკიცედ გადაუწყვიტავს, რომ მოდელიორი გახდებოდა. მოდის სამყაროსთან რამენაირად მიახლოებული, რომ ყოფილიყი, ჯონ გალიანო ლონდონის ნაციონალურ თეატრში კოსტუმერად მუშაობდა.

Dec 20, 2009

დრონი მეფობენ და არა მეფენი

საქმიანიანი ადამიანებისთვის ხშირად დრო ფულია.სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელთათვის ყოველი წამია მნიშვნელოვანი. ალბერტ ეინშტეინი ამბობდა - „X + Y + Z = A. X - მუშაობა; Y - თამაში; Z - ენაზე კბილის დაჭერის ხელოვნება; A - წარმატება". წარმატება და კომპანია „Petek Philippe" კი ერთმანეთის თანმდევია. ვინაიდან ჯერ კიდევ საუკუნის წინ მათი მომხმარებელი თვით ინგლისის დედოფალი ვიქტორია გახლდათ.

„Petek Philippe" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული საათების მწარმოებელი კომპანიაა. მისი ისტორია შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 1839 წლიდან იწყება. ენტონი ნორბეტ პატეკი და მისი მეგობარი, ემიგრანტი პოლონეთიდან – ფრანცისზეკ სზაპეკი მუშაობას ერთად შეუდგნენ. საკუთარი ძალები გააერთიანეს და ჯიბის საათებს ქმნიდნენ. თუმცა 1844 წელს ფრანცისზეკ სზაპეკი ბიზნესს გამოეყო. ენტონის დრო არ დაუკარგავს და ფრანგი მესაათე, ედრიან ფილიპე შემოიერთა. კომპანიამ დღევანდელი სახელწოდება - „Petek Philippe & Co.", სწორედ ამ შერწყმის შედეგად 1851 წელს მიიღო.

Dec 11, 2009

სექსუალური რევოლუციიდან ელეგანტურობამდე ან უბრალოდ - კოკო შანელი

ქალურობა, ელეგანტურობა, მკაცრი სექსუალურობა – შანელთან ასოცირდება. მოდის სამყაროში ეს სახელი თითქმის ასი წლის წინ შევიდა და დღემდე აღტაცებას იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ გაბრილ შანელი 12 წლიდან ჭრა-კერვას ეუფლებოდა, ასეთ ექსტრაორდინალურ კარიერაზე არასოდეს უფიქრია. საღამოობით კაფე „როტონდაში” სიმღერას „ვის უნახავს კოკო” ასრულებდა. სწორედ აქედან მოდის მისი ფსევდონიმი კოკო შანელი. თუმცა კოკოს სიმღერა არცთუ ისე კარგად გამოსდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა, ეტიენ ბალსანმა ერთ მშვენიერ დღეს პროფესიის შეცვლა ურჩია. ატელიე „მოდა შანელი” ასე 1910 წელს გაჩნდა.

მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. ნამუშევრებში დასამუშავებლად ისეთ რთულ ნაჭრებს იყენებდა, როგორიცაა ტვიდი და ჯერსი. ერთმანეთს ყველაფერს უხამებდა. სამკაული სვიტრსაც კი მოარგო და ამით დიზაინერთა მომდევნო თაობას ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა. შანელმა ქაბატონებს შვება მოჰგვარა და მოუხერხებელი, მოტკეცილი კორსეტებისგან გაათავისუფლა. მალევე შარვალი ჩააცვა და მოკლე ვარცხნილობა შეურჩია.

Dec 6, 2009

„Procter&Gamble-ის” საპნის ოპერა

მილიარდოლარიანი ღირებულების კატეგორიაში შემავალი ბრენდები: „არიელი", „ჯილეტი", „პამპერსი", „ველა", „თაიდი", „მაქს ფაქტორი", „დურასელი", „პანტინი", „ბრაუნი" და „ორალ-ბი" მსოფლიოში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქციაა. ამ საქონლის გაყიდვები დღითიდღე მატულობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რა აერთიანებთ მათ. ყოველი მათგანი კომპანია „Procter&Gamble-ის” საკუთრებაა.

კომპანიის სახელწოდება ორი ნაწილისგან შედგება. ვილიამ პროკტერი სანთლებს, ხოლო ჯეიმს გეიმბლი საპონს აწარმოებდნენ. თუმცა, რომ არა დები, რომელზეც მათ იქორწინეს, ისინი შესაძლოა ვერასოდეს შეხვედრილიყვნენ. მეწარეები 1837 წელს გაერთიანდნენ და საკუთარი კომპანია „Procter&Gamble” დაარსეს.

პირველი მილიონ დოლარიანი მოგება „Procter&Gamble-მა” 1859 წელს მიიღო. ამ დროისთვის კომპანიაში 18 ადამიანი მუშაობდა. გაყიდვებმა პირველი მსოფლიო ომის დროს იმატა. ამერიკელი ჯარისკაცები კონტრაქტის თანახმად სწორედ „Procter&Gamble-ის” საპონს მოიხმარდნენ.

Dec 2, 2009

შოკოლადის მარათონი

შოკოლადის ბატონი „სნიკერსი" თურმე ცხენის სახელს ატარებს. თავდაპირველად მას მეორე სახელწოდებაც ჰქონია და ირლანდიაში, როგორც „მარათონი” იყიდებოდა. მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი ტკბილეული ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდის ოდენობით იჭმევა. ეს ყველაფერი კი მას მერე, რაც ბაზარზე 1930 წელს გამოვიდა, დროთა განმავლობაში ტკბილეულის მომხმარებელს თავი შეაყვარა და დღემდე პოპულარობას არ კარგავს. ცნობისათვის, „სნიკერსი" „მარს ინკორპორეიტედის” პროდუქტია.

რძე, არაქისი, შაქარი, კარაქი, ლაკტოზა, მარილი, კვერცხი - ეს ის მცირე კომპონენტებია, რომელსაც „სნიკერსი” შეიცავს. კომპანია „მარს ინკორპორეიტედმა” თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახის „სნიკერსი” გამოუშვა, მათ შორის ისეთი ცნობადი, როგორიცაა: „სნიკერს დუო”, „სნიკერს იქსტრიმი” და „სნიკერს ბლექი”.