მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Mar 31, 2010

მუსიკა 2500 დოლარად

გლამურის მოყვარული მელომანებისთვის უკვე ცდუნების საგნად ქცეული ყურსასმენი - „რასა მიუზიქია“. ეს ბრილიანტებით მორთული ფუფუნება 2500 დოლარი ღირს. ასეთი ბრწყინავი აქსესუარი შესაძლოა დიჯეების შესაშურიც გახდეს. მისი შერჩევა ფერების მიხედვითაც შესაძლებელია. წარმომიდგენია მისი მეპატრონე, როგორც მოდურ წვეულებაზე წამყვანი პეროსნა.

გლამურული ყურსასმენი ცნობილმა დიჯეიმ - დონა დე კრუზსმა მოიგონა. დიზაინერი სწორედ მას ეკუთვნის. ბრილიანტებით მორთული ყურსასმენი დიზაინერმა დოლჩე და გაბანამ, ჟან პოლ გოტიემ და მსახიობმა დენიზ რიჩარდსმა პირველებმა შეიძინეს.

Mar 30, 2010

ტეკილა - „1800 Select Silver“

ინფორმაცია ალკოჰოლის, კონკრეტულად კი ტეკილას მოყვარულთათვის :)

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში საუკეთესო, ულტრაპრემიუმ კლასის ტეკილა 25 ათასი დოლარი ღირს? ნამდვილად მასეა, არ გადამიჭარბებია!

კოლექცია „1800 Select Silver“ სომელიეების მიერ ელიტურ სასმელად მიიჩნევა. იგი უნიკალური რეცეპტით არის დამზადებული და შეზღუდული რაოდენობით 2008 წელს გამოვიდა.

ზოგი იკითხავს - რა უნდა იყოს 25 ათასიანი ტეკილა? თუმცა, ამ სასმელს კონკურენტებისგან განსხვავებული უპირატესობები აქვს. ის აგავის 100%-ანი წვენისგანაა დამზადებული, ორჯერაა დისტილირებული და დაძველების მქონე სხვა ტეკილა ურევია.

Mar 29, 2010

Chanel J12 Marine Diver

საათი სახელწოდებით J12 Marine Diver კომპანია Chanel-ს ეკუთვნის. პირველად, ახალი პროდუქტი გამოფენა Baselworld 2010-ზე იქნა გატანილი. საათი წყალგაუმტარია. არსებობს ორ ფერში: შავი და თეთრი. J12 Marine Diver-ს მაღალტექნოლოგიური კერამიკული ზედაპირი აქვს, რომელიც საფირის კრისტალებს მოიცავს.


Baselworld საათებისა და იუველირული ნაწარმის გამოფენაა. ის სათავეს 1917 წლიდან იღებს. გამოფენა ათასობით კომპანიას მასპინძლობს და შვეიცარიაში ყოველწლიურად, გაზაფხულობით იმართება.

Mar 24, 2010

„როზენტალის“ მოხატული თეფშები

ბებია (დედის დედა) არასოდეს მინახავს. ის ახალგაზრდა მკერდის კიბოსგან გარდაცვლილა. აი, დიდი ბებია კი კარგად მახსოვს. ძალიან უცნაური იყო ლიდა... კოხტა, კოპწია, მოწესრიგებული, არისტოკარტი და დახვეწილი. ზაფხულობით, როდესაც არდადეგები იწყებოდა, მთელი სამი თვით ბათუმში მაგზავნიდნენ. ხოდა, მეც ზღვიდან დაბრუნებულს სხვა რა საქმე მქონდა? დავძვრებოდი კარადებში, ვათვალიერებდი ყველაფერს. ორივე სართულის ყოველი ოთახი, სარდაფი და სხვენი შესწავლილი მქონდა. ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენდი და მიხაროდა. ჩემი უსასრულო ევრიკის საგანი ლიდა ბებოს ანტიკვარული ნივთები იყო. რას არ იპოვიდი ამ ძველ საგვარეულო სახლში, მაგრამ განსაკუთრებულად ნაირფერი ჭურჭელი მიყვარდა. ვერცხლის დანები, ჩანგლები, კოვზები და აუარებელი, რაოდენობის მოხატული თეფშები. ოჯახში ყოველი ნივთის გაჩენის ისტორიას მიყვებოდა ბებო. ასე, რომ თუ კი მეორედ ვათვალიერებდი რამეს, ბედნიერებისგან მეღიმებოდა, ვინაიდან სწორედ ამ წუთებში იბადებოდა უცნაური, საიდუმლო, ოდნავ მისტიური კავშირი ჩემსა და ლიდა ბებოს ნივთებს შორის. მე ხომ მათი ისტორია ვიცოდი. სამწუხაროდ, ლიდა ბებია ახლა უკვე აღარ არის. მისი ნივთების უმეტესობა მართალია მიმოფანტულია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია. პირადად მე მისგან სახსოვრად ოქროს საათი დამრჩენია, დედაჩემს ვერცხლის ყალიონი და ის ნაირფერი ჭურჭელი, რომელიც ოდესღაც ჩემი ევრიკის საგანი იყო. მიხვდებოდით, თემა ჭურჭლის მწარმოებელ კომპანიას ეხება.

Mar 17, 2010

„ვულფორდი“ - გრძელი წინდა

- ყვითელი მზის ფერია, ნახატებზე მიყვარს, სამოსზე რა გითხრა?
- ყვითელი ჩემი ფერია, მახალისებს, მათბობს.
- შავი კლასიკურია. თეთრი სიწმინდის. წითელი აგრესიულია და ჩემს პირველ ფეტიშს ძალიან უხდება.
- მე იასამნისფერი მიყვარს.
- ჭკვიანი ქალები ჩემი მეორე ფეტიშია.
- მე არ ვიცი როგორი ვარ, ხან ფერადი, ხან კიდევ კუბოკრულჩულქებიანი.


ამ დიალოგის მონაწილეებს საერთო მხოლოდ ქალის თეთრეულისადმი სიყვარული დარჩენიათ. ერთისთვის ეს სექსუალური ფეტიშია. მეორეს ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ ჭრელი, ნახატიანი ან ფერადი ჩულქები მისი თეთრეულის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა ფაქტია, რომ ის ერთი არც პირველი და არც უკანასკნელია, ვინაიდან ქალის თეთრეული მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის სექსუალურ ფეტიშს წარმოადგენს. ან უბრალოდ, როგორც ჩემთვის ყოველთვის სასურველია. შესაბამისად, ამ პოსტში ქალის თეთრეულის, კერძოდ კი წინდებისა და ჩულქების სამყაროში შევიჭყიტებით, სადაც მმართველი „ვულფორდი“ გრძელი წინდაა.

Mar 9, 2010

Kingston VS. SanDisc

USB flash drive-ის (ფლეშკის) წარმოების პირველობას უამრავი კომპანია იბრალებს. სინამდვილეში, პირველი ფლეშკა სინგაპურში დაარსებულმა კომპანია - „ტრეკმა“ 2000 წელს გამოუშვა. ამას მოყვა ებრაული კომპანიის M-Systems-ის (2006 წლიდან ცნობილი, როგორც SanDisc) ანალოგიური პროდუქტის წარმოება, რომლის მარკეტინგს თავად IBM უზრუნველყოფდა. მსოფლიო ბაზარზე გამოსული ფლეშ მეხსიერება უკვე მაშინ 8 მბ-ს შეადგენა, რაც იმ პერიოდისათვის ხმარებაში არსებულ ფლოპი დისკის შესაძლებლობებს ხუთჯერ აღემატებოდა. რაც შეეხება ფლეშის ვიზუალურ მხარეს, დიზაინერები კვლავ ახერხებენ მსოფლიოს გაოცებას - ფორმები, ფერები, შეფუთვის მასალა მრავალფეროვანია. მეტიც, ზოგისთვის ეს ფუფუნების საგანია, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ფლეშკა განსაკუთრებული მეტალისგან მზადდება ან ძვირფასი ქვები აქვს ინკუსტირებული.

Mar 2, 2010

ჯადოსნური ყავა

თითქოს პირველად მივემართები უცხოობისკენ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. კარს მიღებს ნაცნობი მასპინძელი. თითების თითოეული ნერვიული დაბოლოება ხელში მოხერხებულად მოკალათებულ მორიგ საოცრად სურნელოვან ფინჯან ყავას ეხება. სახეზე უბიწოების ექსტაზში დამუნჯებული ღიმილი და ჩათვლემილი თვალების სასიამოვნოდ ირონიული გამოხედვა მაქვს. თავს ვიწყნარებ, მე ხომ ზუსტად ასეთი დილა მიყვარს. ხმაური, შიშინი... რადიო ტალღები ამინდის პროგნოზს გადმოსცემენ. ბრენდის სამზარეულოში ამინდი მზიანია, მოსალოდნელია უნალექო ყავის მიმოხილვა :)


ეს პოსტი ალბათ არც დაიწერებოდა, რომ არა ბრაზილიაში მყოფი მაქს მორგენტალერის 1930 წლის გამოგონება - ახალი, იოლად დასამზადებელი ყავის ფხვნილი, რომელსაც ადუღებულ წყალს ამატებ და ვუალა ცხელი, სურნელოვანონი სასმელი მზადაა. საიდუმლო რეცეპტი შვეიცარიაში მალევე აღმოჩნდა და უკვე 1938 წლის 1 აპრილს კომპანია „ნესტლეს“ ერთ-ერთი ბრენდის სახით გაყიდვაში გამოვიდა. თუმცა, ყავის სახელწოდება „ნესკაფე“ პირველად ორმოცდაათიან წლებში ამერიკის სატელევიზიო რეკლამებში გამოჩნდა. შემდეგ კი შეფუთვებზეც დააწერეს. მოგვიანებით „ნესტლემ“ ამერიკაში ახალი ბრენდის წარმოება დაიწყო და „თესთერს ჩოის“ უწოდა. „ნესკაფეს“ რეორგანიზაცია 2003 წელს მოხდა და პროდუქტს ახალი სახელი „ნესკაფე თესთერ ჩოის“ დაარქვეს. ყავის პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკის მთავრობა არმიაში ყოველწლიურად „ნესკაფეს“ მილიონ კოლოფს გზავნიდა. სწორედ ამერიკის სამხედრო ძალებმა გახადეს ყავა პოპულარული ევროპის ქვეყნებში. ის ხომ ამერიკელი ჯარისკაცების კვების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ამას მოყვა ბრენდის ექსპორტირება საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. ბრენდი თანდათან უფრო დიდი წარმატებით იყიდებოდა. ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან ის თინეიჯერების საყვარელ სასამელადაც იქცა. ყავის სახლებში მოზარდები სასმელის დასალევად და ახალი მუსიკალური მიმდინარეობის როკენ-როლის მოსასმენად მიდიოდნენ.