
მიუხედავად იმისა, რომ გაბრილ შანელი 12 წლიდან ჭრა-კერვას ეუფლებოდა, ასეთ ექსტრაორდინალურ კარიერაზე არასოდეს უფიქრია. საღამოობით კაფე „როტონდაში” სიმღერას „ვის უნახავს კოკო” ასრულებდა. სწორედ აქედან მოდის მისი ფსევდონიმი კოკო შანელი. თუმცა კოკოს სიმღერა არცთუ ისე კარგად გამოსდიოდა. მისმა თაყვანისმცემელმა, ეტიენ ბალსანმა ერთ მშვენიერ დღეს პროფესიის შეცვლა ურჩია. ატელიე „მოდა შანელი” ასე 1910 წელს გაჩნდა.
მოდის ინდუსტრიაში შანელი რევოლუციონერი იყო. მიზანმიმართული ახალგაზრდა მკაცრ და შეუდარებელ კოსტუმებს ქმნიდა. ნამუშევრებში დასამუშავებლად ისეთ რთულ ნაჭრებს იყენებდა, როგორიცაა ტვიდი და ჯერსი. ერთმანეთს ყველაფერს უხამებდა. სამკაული სვიტრსაც კი მოარგო და ამით დიზაინერთა მომდევნო თაობას ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალება მისცა. შანელმა ქაბატონებს შვება მოჰგვარა და მოუხერხებელი, მოტკეცილი კორსეტებისგან გაათავისუფლა. მალევე შარვალი ჩააცვა და მოკლე ვარცხნილობა შეურჩია.

ესენციისგან დამზადებული პირველი სუნამო „შანელი N5” კოკოს წყალობით გამოვიდა. გამყოლმა სურნელმა მომხმარებელი მოაჯადოვა და ყველაზე დიდი გაყიდვები დღემდე შეუნარჩუნა.

შანელის მოდის სახლს დღეს დიზაინერი კარლ ლაგერფილდი განაგებს. მას და კოკოს საოცრად მსგავსი წარსული აქვთ. ახალგაზრდობაში ორივე მომღერალი იყო, ორივე მსგავსი, დახვეწილი გემოვნების პატრონი.
8 comments:
საინტერესო პოსტია :)
მადლობა ჩემო კარგო მკითხველო, სულ რომ მსტუმრობ ხოლმე :)
simartle gitxra, velodi am posts =)
Saocari qalia, madmuazel COCO!
Yochag shen :*
kargi posti iyo : ))
ar vicodi koko shaneli rom mgeroda kidevac : ))
სარვალი იქეთ იყოს დამოკლე შავი კაბა ჩააცვა :)
მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაგრად აქვს მიქარული ცხოვრებაში.
http://wp.me/pBTza-bs
makintoSHA shen dzaan nichiero,vamayob shenit chemo makintoSHEBIS QALGMERTO:)):):)
აი ეგეთი ქალები მევასებიან რაააააააა
არა დაშტამპული, გამბედავი, გამორჩეული და რისკიანი
და მევასება ეს ქალი იმისთვის რომ ტანისამოსის სამყაროში რევოლუცია მოახდინა
makush,dzalian saintereso postia,mokle da shinaarsiani.
tviton cocos coxvreba savse iyo didebita da dramatimzit.yvelas vurchev cocoze gadagebul pilms uyuros
Post a Comment