მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label ავტომობილი. Show all posts
Showing posts with label ავტომობილი. Show all posts

Feb 5, 2011

ჰენრი ფორდის დინასტიური მმართველობა

ჰენრი ფორდი ხშირად ავტომობილის გამოგონებასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის საავტომობილო ბიზნესის ფუძემდებელია. წარმოებაში ეკონომიკური ორგანიზებულობის გაჩენის პარალელურად მენეჯმენტის საჭიროება გაჩნდა. ამისათვის თავად მართვის საფუძვლები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ბიზნესის ინდუსტრიაში ძლიერი მმართველების მოსვლას გულისხმობდა. ჰენრი ფორდი სწორედ ამ მიმართულებით გახლდათ ინოვატორი და მისი საქმიანობის წყალობით, მეოცე საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენად არის აღიარებული.

ჰენრი ფორდმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ინდუსტრიალური წარმოება ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი მოუტანა, რაც დღეისათვის დაახლოებით 36 მილიარდს უდრის. მისმა პრინციპებმა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. მან 15, 5 მილიონი „ფორდ - ტ“ მარკის მანქანა გაყიდა. ჰენრიმ თანამშრომლებს ხელფასი გაუორმაგა და ე.წ. „ცისფერ საყელოიანთა“ კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც „საკუთარი“ ავტომობილის საყიდლად ფულს აგროვებდა. გამოდის, რომ ფორდს არ შეუქმნია მოთხოვნა მანქანებზე, არამედ მან ყველა პირობა შექმნა მოთხოვნისათვის. ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე ჰენრი ფორდის პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.

Feb 7, 2010

კაუჩუკიდან რეზინამდე ანუ ვულკანიზაცია


მანქანა გავძარცვე. „კადილაკის" მოპარუ-ლი საბურავების საფასური 30 ათას დოლარს შეადგენდა. ასე, რომ 16 წლის ასაკში, საბურავების მოპარვის გამო დამაპატიმრეს. ციხეში ყოფნისას რადიოს მოსმენის ბედნიერება მქონდა. მაშინ ძალიან პოპულარული იყო ელვის პრესლის სიმღერა - „ახლა ან არასოდეს". როდესაც გამათავისუფლეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ამ საქმეს არასოდეს დავუბრუნდები! - ასე დაიწყო ბარი ვაითის მუსიკალური კარიერა. თუმცა, დღევანდელი ბრენდის ისტორია ნაკლებად უკავშირდება ამ მომღერალს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ კადილაკის საბურავები კომპანია „გუდიარს" ეკუთვნოდა.


კომპანია „გუდიარის” ისტორია და პროგრესი პირდაპირ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება. ავტომობილის სიმძლავრის მატების პარალელურად, მოთხოვნა ახალი ტიპის საბურავებზე გაჩნდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარზე კომპანიამ პროდუქცია ჯერ კიდევ 1917 წელს შემოიტანა. მისი მთავარი პროდუქტი კი საავტომობილო საბურავებია. კომპანია „გუდიარის” ინჟინრების უმნიშვნელოვანესი მიღწევა ტრანსპორტირებადი საბურავებია, რომელთა ავტომობილიდან მოხსნაა შესაძლებელი. თავის არსებობის მანძილზე „გუდიარმა” 50-მდე კონკურენტი კომპანია შეისყიდა.

Jan 27, 2010

სრულყოფილების დევნაში

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიებს გადის. ზოგი პროგრესიულად დროს უსწრებს, ზოგი მშვიდად დინებას მიჰყვება. ამავდროულად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად მიბაძვის საგანი ხდება. არავინ იცის ვის რა უწერია სამომავლოდ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც მიუხედავად ამისა, გეგმები წინასწარ საგულდაგულოდ გაწერილი აქვთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზნების სათავე ჩვენივე ღრმა ოცნებებიდან გამომდინარეობს. მიზნები სხვადასხვა გეგმის მეშვეობეით რეალიზაციის პროცესამდე აღწევენ. რეალურ ცხოვრებაში კი განხორციელებას ისინი ხანდახან ექვემდებარებიან ან სამწუხაროდ პირიქით, მინის ჭურჭელივით იმსხვრევიან. თუმცა ისიც მართალია - თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება. ეს ისტორია იჯი ტოიოდას ეხება, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა (დაბადების თარიღი - 1913 წელი) ოცნება დღემდე არ შეუწყვიტავს.


ტოიოდას დაზგაზე ავტომატური სამუშაოების საწარმო ტოკიოდან დასავლეთით 200 მილის მანძილზე ქალაქ ნაგოიაში, 1926 წელს დაფუძნდა. მისი მეპატრონე იჯის ბიძა საკიჩი გახლდათ. ოჯახურ ბიზნესში ჩართული იჯის მამა - ჰეიკიჩი საქმისათვის მეტი ყურადღების მისაქცევად საცხოვრებლად თავად ქარხანაში გადავიდა. ასე, რომ იჯის ცხოვრებაში მექანიკური მანქანებისა და დაზგების გარემოცვა ადრეულ ასაკშივე გაჩნდა, რამაც ბუნებრივია უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალზე. იჯი ტყუილად კი არ მოხვედრილა ტოკიოს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე. 1936 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში, ქარხნის თანამშრომლებს ინჟინერიის ტრეინინგებს უტარებდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში ახლად დაარსებული „ტოიოტა მოტორ კომპანის" საქმიანი პარტნიორი ხდება.

Nov 11, 2009

სამეფო მანქანა - „Bentley"

„Bentley” - მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში სამეფო კარის წარმომადგენელთათვის იქმნებოდა. მას ძველი ისტორია აქვს, რომელიც ინგლისში ჯერ კიდევ 1919 წლიდან იწყება. ვოლტერ ბენტლიმ თავისი პირველი ავტომანქანა ააწყო. იქამდე თავის ძმასთან ერთად ფრანგულ მანქანებს ჰყიდდა. აქედან გამომდინარე, საკუთარის შექმნის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.

ვოლტერ ბენტლიმ პირველი მანქანა „Bentley Motors-ის” სახელით დაარეგისტრირა და ამავე წელს ლონდონის გამოფენაზე გაიტანა. პირელი მოდელი ტექნოლოგიურად კიდევ ორი წელი იხვეწებოდა.
ფინანსური სირთულეები კომპანიამ თავისი ისტორიის განმავლობაში მრავლჯერ განიცადა. პირველი დახმარება მას მილიონერმა ვულფ ბარნატომ 1925 წელს აღმოუჩინა, სანაცვლოდ კი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ასე კომპანიამ მხოლოდ 6 წელი დაჰყო. დიდი დეპრესია მას მაინც არ ასცდა.