მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

May 31, 2010

რთულად კონსტრუირებული მარტივი - ავეჯი „ზანოტასგან“

მის ფანტაზიებში ფორმა, მოხაზულობა, მასალა და ხარისხი პირველ ადგილზეა. შემდგომ ფანტაზიებს რეალობად აქცევს და მსოფლიოში დიზაინის მიმართულებით სიახლეებსაც ნერგავს. ამიტომ არის, რომ 1954 წელს დაარსებული კომპანია „ზანოტა” იტალიური დიზაინის ინდუსტრიაში აღიარებული ლიდერია. მისი დამაარსებელი აურელიო ზანოტა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. პირველი ჯილდო ინოვაციური ხედვისათვის და გამომგონებლობისათვის 1960 წელს მიიღო და საერთაშორისო ყურადღებაც დაიმსახურა.

May 24, 2010

ემანუელ უნგაროს მოდის სახლი

ემანუელ უნგარო – ეს ის მოდელიორია, რომლის ცხოვრების და შემოქმედების საკვანძო სიტყვა – დამოუკიდებლობაა. მას არა აქვს ჩარჩოები არც შემოქმდებაში და არც თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში.

„ჩემი ტანსაცმელი ქალს თავისუფლებას აგრძნობინებს. მისი ტარება მას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუძლია” – განაცხადა ერთხელ უნგარომ.



დიზაინერი ბავშვობაში კონსტრუქტორებსა და ჯარისკაცებს დედის საკერავ მანქანას ამჯობინებდა. შემდგომში უკვე მოზარდი ემანუელი კარიერის გასაკეთებლად პროვინციიდან საფრანგეთში გაემგზავრა და პატარა ოტელიეში მკერავად მუშაობდა.

May 16, 2010

Armani Hotel Dubai

ფეშენებელური საცხოვრებლები, იახტები, კუნძულები და რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი და მდიდარი დიზაინერებისათვის აღარ კმარა. ახლა საკუთარი სასტუმროს ფლობა მათთვის უკვე აუცილებლობაცაა. სწორედ ასე მოიქცა მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ტირანი - ჯორჯო არმანი. დიზაინერმა მშენებლობაში მილიონები დააბანდა. შედეგად კი დუბაიში მდებარე სასტუმრო - Armani Hotel Dubai-ს მფლობელი გახდა.

May 9, 2010

წიგნები VS. კოსმეტიკა = Avon

ვის არ შეხვედრია უცნობი ადამიანი, რომელიც კარზე გვიკაკუნებს, ე.წ. „ჭეშმარიტებაზე“ გვესაუბრება და მერე ფერებში ილუსტრირებულ წიგნებს გვირიგებს? პირადად მე „ასეთებს“ ბევრჯერ შევხვედრილვარ, თუმცა „ჭეშმარიტების“ მოსმენის სურვილი არასოდეს გამჩენია. აი, დევიდ მაკონელმა კი უკვე 28 წლის ასაკში კარგად იცოდა, როგორ გაესაღებინა წიგნები არა „ჭეშმარიტებაზე“ საუბრით, არამედ კოსმეტკური პროდუქციის მეშვეობით. იმ უცნობი ადამიანებისა არ იყოს, ისიც კარდაკარ დადიოდა და ვინაიდან ეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინანდელი ამბავია, სახლში ძირითადად დიასახლისები ხვდებოდნენ. კლიენტების ყურადღებას კოსმეტიკური პროდუქციის მეშვეობით იპყრობდა, შემდგომში კი წიგნებს მათზევე ასაღებდა. ფაქტია, რომ თავის მოვლის საშუალებებზე ქალბატონები თითქმის არასოდეს ამბობენ უარს. აი წიგნები ხანდახან ნაკლებად აინტერესებთ. ამრიგად, დევიდმა აღმოაჩინა, რომ კარდაკარ დიასახლისებზე პარფიუმერიის გაყიდვები შესაძლებელია კიდევ უფრო მომგებიანი ყოფილიყო. სწორედ აქედან წამოვიდა პარფიუმერული კომპანიის დაარსების იდეა. ასე, გაჩნდა California Perfume Company (CPC), რომელსაც მოგვიანებით „Avon“ უწოდეს.