მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label საწვავი. Show all posts
Showing posts with label საწვავი. Show all posts

Jan 27, 2010

სრულყოფილების დევნაში

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიებს გადის. ზოგი პროგრესიულად დროს უსწრებს, ზოგი მშვიდად დინებას მიჰყვება. ამავდროულად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად მიბაძვის საგანი ხდება. არავინ იცის ვის რა უწერია სამომავლოდ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც მიუხედავად ამისა, გეგმები წინასწარ საგულდაგულოდ გაწერილი აქვთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზნების სათავე ჩვენივე ღრმა ოცნებებიდან გამომდინარეობს. მიზნები სხვადასხვა გეგმის მეშვეობეით რეალიზაციის პროცესამდე აღწევენ. რეალურ ცხოვრებაში კი განხორციელებას ისინი ხანდახან ექვემდებარებიან ან სამწუხაროდ პირიქით, მინის ჭურჭელივით იმსხვრევიან. თუმცა ისიც მართალია - თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება. ეს ისტორია იჯი ტოიოდას ეხება, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა (დაბადების თარიღი - 1913 წელი) ოცნება დღემდე არ შეუწყვიტავს.


ტოიოდას დაზგაზე ავტომატური სამუშაოების საწარმო ტოკიოდან დასავლეთით 200 მილის მანძილზე ქალაქ ნაგოიაში, 1926 წელს დაფუძნდა. მისი მეპატრონე იჯის ბიძა საკიჩი გახლდათ. ოჯახურ ბიზნესში ჩართული იჯის მამა - ჰეიკიჩი საქმისათვის მეტი ყურადღების მისაქცევად საცხოვრებლად თავად ქარხანაში გადავიდა. ასე, რომ იჯის ცხოვრებაში მექანიკური მანქანებისა და დაზგების გარემოცვა ადრეულ ასაკშივე გაჩნდა, რამაც ბუნებრივია უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალზე. იჯი ტყუილად კი არ მოხვედრილა ტოკიოს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე. 1936 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში, ქარხნის თანამშრომლებს ინჟინერიის ტრეინინგებს უტარებდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში ახლად დაარსებული „ტოიოტა მოტორ კომპანის" საქმიანი პარტნიორი ხდება.

Nov 28, 2009

დინასტიური იმპერიის საწყისებთან

ადამინის სიცოცხლე ჰაერის გარეშე წარმოუდგენელია, ასევეა ავტომობილი საწვავის გარეშე. საწვავი გადამუშავებული გამონაბოლქვის სახით გარემოს აბინძურებს, გარემოს დაცვის აქტივისტები კი გამუდმებით ებრძვიან ამას. გამოდის, რომ მოქმედებაში მყოფი ავტომობილი ადამიანს ვნებს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაფრის მიუხედავად ძალზედ შეყვარებულია ავტომექანიკაზე, არც ძალისხმევას იშურებს მის მოსავლელად და ათასობით ა.შ.შ. დოლარს ახარჯავს.

მე არ ვარ გარემოს დაცვის აქტივისტი, არც ავტომექანიკას ვემდური, აი ფულის ხარჯვა კი ალბათ ისევე, როგორც ყოველ თქვენთაგანს ნამდვილად მეხერხება. ჩემი დღევანდელი ისტორია ყველაფრის მშთანთქველ მანქანაზეა, რომელმაც დროებას გაუძლო და დღეს ყველასათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. ამბავი, უბრალო ექიმის შვილს, მრეწველობით დაინტერესებულ ფილანტროპისტს, მომავალში მთელი იმპერიის მფლობელსა და ცნობილ მონოპოლისტს ჯონ დევისონ როკფელერს ეხება.

როკფელერს პირველი მილიარდები სასმელმა მოუტანა. ვისკის ქარხნის მეპატრონე, სტივენ ჰარკნესი მისი პარტნიორი იყო. ჯონმა საწყისი შემოსავალი ჯარის კავშირზე ვისკის მიყიდვით მიიღო. როკფელერმა ნაღდი ანგარიშსწორების შედეგად ჰარკნესის ვისკის მარაგი ფულად ქონებად მალევე გადააქცია. მიღებული თანხით კი 1870 წელს ნავთობის მწარმოებელი, გადამამუშავებელი და სავაჭრო კომპანია „Standard Oil” დააფუძნა.