მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label გლამური. Show all posts
Showing posts with label გლამური. Show all posts

Apr 23, 2011

ტანსაცმელი მეორეხარისხოვანია, თეთრეული კი წმინდა და შეუდარებელი!

ქალის გარეგნული იერისა და შინაგანი ფარული სურვილების ურთიერთგადამკვეთი, ღრმა კავშირის გაგება რთულია. ემოციებისა და განცდების სამყაროში გასარკვევად მხოლოდ ძლიერი ცოდნა და ინტუიცია არ კმარა. თითოეული ქალი ინდივიდუალური სტილით, თავისებური უნიკალურობითა და ქალური მგრძნობელობის მრავალფეროვანი ნიუანსებით გამოირჩევა. ამიტომ მის შესაცნობად, ცოდნისა და ინტუიციის პარალელურად, მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო, რომელიც კომპანია "La Perla"-ს ნამდვილად არ აკლია.

"La Perla" ქალის ძვირფასი თეთრეულის მწარმოებელი იტალური კომპანიაა. კომპანიის სახელწოდება ქართულად, როგორც მარგალიტი ითარგმნება. "La Perla"-ს პროდუქცია ყოველთვის მაღალ ხარისხთან, მომხიბვლელობასთან, მგრძნობელობასთან, სინაზესთან და სილამაზესთან ასოცირდება. ამ ნიშნის ქვეშ წარმოებული თეთრეული არამხოლოდ მოდის ტენდენციებს პასუხობს, არამედ თითოეულ ქალბატონზე ინდივიდუალურადაა მორგებული.

Oct 7, 2010

აისბერგი, რომელიც ათბობს


ვინაიდან უკვე ოქტომბერია, გარეთ მუდმივი წვიმებია და სიცივეც ნელ-ნელა გვეპარება, გადავწყვიტე, შესაბამისს ბრენდზე დამეწერა. მართალია, ეს ბრენდი ამინდს ამართლებს, მაგრამ მისი პროდუქცია თავდაპირველად სწორედ სიცივისგან დასაცავად შეიქმნა. მაშ ასე, ეს იტალიური ბრენდი „აისბერგია“.

„აისბერგი” უკვე 40 წელიწადზე მეტია რაც არსებობს. თავდაპირველად, იგი როგორც მცირე საწარმო იყო ჩაფიქრებული და ნაქსოვ ტანსაცმელს უშვებდა. დღეისათვის „აისბერგი“ 2 მილიონ ნივთზე მეტს აწარმოებს. ტრიკოტაჟის ბაზარზე კი ერთ-ერთი ლიდერთაგანია.

ჯულიანა მარჩინის იდეა თბილი ტანისამოსი ფერადი გაეხადა 1974 წელს გაჩნდა. ასე შეიქმნა ბრენდი „აისბერგი”, რომლის შემჩნევა შეუძლებელი იყო. ჯულიანა კოსტუმებს თავად პრეზიდენტსაც კი უკერავდა. ამიტომ ბრენდის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა.

Jul 3, 2010

ალან მიკლის „სათვალელანდია“

ცხოვრებას ნუ უწოდებ ბინძურს მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალის გაწმენდა დაგვიწყებია - ასეთი შეცდომა ერთ მაღალ, გამხმარ და ჩაკეტილ ადამიანს არასოდეს დაუშვია. მეტიც, სათვალეების სიყვარულით შეპყრობილს საკუთარი სამყარო - „სათვალელანდია“ შეუქმნია. აქ ყველაფერს თვალები აქვს. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია. ჩარჩოები ნაირფერია და არც ფორმებს უჩივიან. „სათვალელანდიაში“ ოპტიკური შუშების გაწმენდა არავის ავიწყდება. აქ ერთხელ მოხვედრილს მალე მუდმივი სტუმრის სტატუსი გენიჭებათ იმიტომ, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს ალან მიკლის სათვალის თუნდაც ერთი მოდელი.


სომხური ფესვების მქონე, ლიბანიდან საფრანგეთში ემიგრირებული ალან მიკლიტარიანი 1955 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში მხედველობა გაუუარესდა. შედეგად, სათვალის ყიდვა მოუწია, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ეს შემთხვევა ის შესაძლოა დღემდე ჩრდილში ყოფილიყო, ჩვენ კი არასოდეს გაგვეგო მიკლის „სათვალელანდიის“ შესახებ. ვინაიდან სწორედ ამ ინციდენტმა მისცა ბიძგი მის შემოქმედებას და ასე გაჩნდა პირველი სათვალის შექმნის იდეა.

Jun 24, 2010

ყველაზე ძვირადღირებული თვალის ტუში

ადამიანის ფანტაზიას ზღვრები არ გააჩნია. მატერიალური ზრდის პარალელურად მოთხოვნილებებიც იზრდება. ასეთ მდგომარეობაში, ხშირად ზნეობრივ ზღვრებს ვეღარ ვგრნობთ და ყველაფრს ვკისრულობთ. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ინკოგნიტო მყიდველს მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი თვალის ტუში 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.

Jun 15, 2010

Fendi-ს მოდის სახლი

მესამე თაობის დინასტიის წარმომადგენელი - სილვია ვენტურინი ფენდი სულ ოთხი წლის იყო, როდესაც მემკვიდრეობით „Fendi-ის” მოდის სახლი გადაეცა. მაშინ, 1965 წელს გვერდში კარლ ლაგერფილდი ედგა და მთელს თავის ფანტაზიას „ფენდის” მარკის ტანისამოსში აბანდებდა. ორმოცი წლის შემდგომ ბრენდი ფრანგულ „LVMH” ჯგუფს ეკუთვნის. ამის მიუხედავად, სილვია ამტკიცებს, რომ კომპანიაში არაფერი შეცვლილა.

Apr 29, 2010

ქეით მოსის ბრენდის იდენტურობა

მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შეჩერებული იყო და ახლა 2010 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად, ქეით მოსის იმიჯზე პიტერ სევილი და მბეჭდავი - პოლ ბერნსი ერთობლივად ზრუნავდნენ.

Mar 31, 2010

მუსიკა 2500 დოლარად

გლამურის მოყვარული მელომანებისთვის უკვე ცდუნების საგნად ქცეული ყურსასმენი - „რასა მიუზიქია“. ეს ბრილიანტებით მორთული ფუფუნება 2500 დოლარი ღირს. ასეთი ბრწყინავი აქსესუარი შესაძლოა დიჯეების შესაშურიც გახდეს. მისი შერჩევა ფერების მიხედვითაც შესაძლებელია. წარმომიდგენია მისი მეპატრონე, როგორც მოდურ წვეულებაზე წამყვანი პეროსნა.

გლამურული ყურსასმენი ცნობილმა დიჯეიმ - დონა დე კრუზსმა მოიგონა. დიზაინერი სწორედ მას ეკუთვნის. ბრილიანტებით მორთული ყურსასმენი დიზაინერმა დოლჩე და გაბანამ, ჟან პოლ გოტიემ და მსახიობმა დენიზ რიჩარდსმა პირველებმა შეიძინეს.