
USB flash drive-ის (ფლეშკის) წარმოების პირველობას უამრავი კომპანია იბრალებს. სინამდვილეში, პირველი ფლეშკა სინგაპურში დაარსებულმა კომპანია - „ტრეკმა“ 2000 წელს გამოუშვა. ამას მოყვა ებრაული კომპანიის M-Systems-ის (2006 წლიდან ცნობილი, როგორც SanDisc) ანალოგიური პროდუქტის წარმოება, რომლის მარკეტინგს თავად IBM უზრუნველყოფდა. მსოფლიო ბაზარზე გამოსული ფლეშ მეხსიერება უკვე მაშინ 8 მბ-ს შეადგენა, რაც იმ პერიოდისათვის ხმარებაში არსებულ ფლოპი დისკის შესაძლებლობებს ხუთჯერ აღემატებოდა. რაც შეეხება ფლეშის ვიზუალურ მხარეს, დიზაინერები კვლავ ახერხებენ მსოფლიოს გაოცებას - ფორმები, ფერები, შეფუთვის მასალა მრავალფეროვანია. მეტიც, ზოგისთვის ეს ფუფუნების საგანია, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც ფლეშკა განსაკუთრებული მეტალისგან მზადდება ან ძვირფასი ქვები აქვს ინკუსტირებული.
ამ პოსტში USB flash drive-ის მწარმოებელ მსოფლიოს მასშტაბით ორ უმსხვილეს კომპანიას გავეცნობით. ესენია „SanDisc“ და „Kingston“.
მონაცემები | SanDisc | Kingston |
კომპანიის დაარსების თარიღი | 1988 წელი | 1987 წელი |
დამაარსებლები | ელი ჰარარი, სანჯეი მეჰროტრა | ჯონ ტუ, დევიდ სანი |
სათაო ოფისი | მილპიტასი, კალიფორნია, ა.შ.შ. | ფაუნტეინ ველი, კალიფორნია, ა.შ.შ. |
მომსახურეობის მასშაბი | მსოფლიოს გარშემო | მსოფლიოს გარშემო |
ინდუსტრია | ტექნოლოგია | ტექნოლოგია |
პროდუქცია | Flash memory cards USB flash drives Digital Audio Players SIM Cards | Flash memory cards USB flash drives DRAM Digital Audio Players SIM Cards Solid-state drive |
წლიური შემოსავალი | 3. 351 მიალიარდი $ (2008 წელი) | 4.1 მილიარდი $ (2008 წელი) |
თანამშრომელთა რაოდენობა | 3, 400 (2007 წელი) | 4, 000 (2008 წელი) |

დღეისათვის კორპორაცია „SanDisc“ ფლეშ მეხსიერების ჩიპების მსოფლიო ბაზრის მესამედს მოიცავს. მხოლოდ ამერიკაში მას 40%-იანი წილი უკავია. ზოგიერთ ქვეყანაში კი სულაც ლიდერია. მაგალითად, სკანდინავიის და ბენელუქსის ქვეყნები, ასევე ესპანეთი, სადაც „SanDisc-ის“ წილი დაახლოებით 70%-ს შეადგენს. კომპანიის დაარსებიდან სულ 80 მილიონზე მეტი პორტატიული მეხსიერების ჩიპი გამოვიდა. დღეისათვის კი კვარტალურად 10 მილიონ USB flash drive-ს აწარმოებს. „SanDisc-ის“ ლაბორატორია კარგად და პროგრესიულად მუშაობს. ამის მაგალითია ის, რომ კომპანია თანამედროვე სტანდარტების მეხსიერების ჩიპების შემუშავებაში მონაწილეობდა. ბოლო პერიოდში ყველაზე გაყიდვადი „კომპაქტ ფლეშ“ ტიპის მეხსიერების ჩიპის სტანდარტი სწორედ მისი მოგონილია. კორპორაცია „SanDisc-ს“ სულ 200-მდე პატენტი აქვს, მათი ლიცენზიები კი ისეთ ცნობილ კომპანიებს აქვთ შეძენილი, როგორიცაა: „სონი“, „ინტელი“, „სამსუნგი“, „ტოშიბა“ და „ჰიტაჩი“. კორპორაცია „SanDisc“ „ნასდაქის“ პრესტიჟულ სიაშია შეტანილი. „ნასდაქი“ „ჰაიტეკ“ ტიპის წარმატებული კომპანიების რეიტინგია. 2003 წელს „SanDisc-ის“ შემოსავალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, მას შემდეგ მაჩვენებლები წელიწადში 100%-ით მატულობს.

„Kingston Technology Company-ის“ რეიტინგი უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში 20%-ით გაიზარდა. ჟურნალმა „Forbs-მა“ 2009 წლის „ა.შ.შ-ის 500 უმსხვილესი კერძო კომპანიების“ რეიტინგში 97-ე ადგილი მიანიჭა. ხოლო შემოსავლის მიხედვით ყველაზე მზარდ კერძო კომპანიებს შორის „Kingston Technology Company“ მეხუთე ადგილზე მოხვდა. დღეისათვის კომპანიის სახელით სულ 2000 სახეობის პროდუქცია იწარმოება. კომპანია საკუთარ პროდუქციაზე პასუხს ყოველთვის აგებდა. ამიტომ მყიდველს მუდამ 100%-იან გარანტიას სთავაზობდა. ამით სანდოობა მოიპოვა. სანდოობამ გაყიდვებზე პოზიტიურად იმოქმედა, შესაბამისად კომპანიას სისტემატიური მსხვილი კლიენტები გაუჩნდნენ. „Kingston Technology Company-ის“ ოფიციალური დილერები და წარმომადგენლები ექვს კონტინენტზე ჰყავს. ამასთანავე ფლობს შვილობილ საწარმოებს პეკინსა და მაილაიზიაში.
ფაქტია, რომ USB flash drive-ის მონაცემები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, ხოლო 2010 წლისთვის მეხსიერების გაზრდა 256 გბ-მდე გახდა შესაძლებელი. ასეთი ექსტრა მეხსიერების მქონე ფლეშკის ფლობის სურვილი ჯერ არ გამჩენია. თუმცა ვინ იცის? იქნებ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ სამუშაო გარემოებამ მოითხოვოს. მანამდე კი ჩემი ორი ფლეშის ერთგული ვიქნები, რომლებიც ასე თავდაუღალავად უკვე 4 წელია მემსახურებიან.
პ.ს. ფლეშკები განწყობისთვის :)

9 comments:
yovelTvis gkitxulob :) pica an hamburgeri fleshka mec minda
@fiqro, mixaria, rom mkitxulob :)
მმმ ძალიან საინტერესო იყო. მეც მაქვს ფლეშკა, ერთი უბრალო, მარა საყვარელი :D
მე მაქვს სანდისკი
ძალიან საყვარელია, მონსტრიკის თავი აქვს :)
მაგრამ 2გბ არის და ვეღარ მყოფნის
ამიტომ ალბათ კინსტონს ვიყიდი მრავალფეროვნებისათვის
თუმცა მე რაც შემეხება ფლეშკევს დიზაინით უფრო ვირჩევ ხოლმე ვიდრე ბრენდებით :)
@taa,მე სწორედ ამ ორი ბრენდის მომხმარებელი ვარ, პრაქტიკულია და სანდო. ერთხელ დიზაინით შერვარჩიე ფლეშკა და დღემდე ვნანობ :( მიდევს გაფუჭებული :(
Kingston მაგარია :) ერთი ფლეშკა მაქვს 3 წელიწადია. 2ჯერ გავრეცხე (ჯინსის შარვლის ჯიბეში) შემთხვევით, 2ჯერ ცხელ საშრობში გავატარე და ერთხელ დავკარგე (სვ მქონდა ზედ, 2 დღეში დამირეკეს ფლეშკა ვნახე მოდი წაიღეო), Nჯერ არის დაფორმატებული... დღესაც მუშაობს უპრობლემოდ. :D
აი სანდისკი დავკარგე და არავის დაურეკავს :D
ნათურა fლეშკა :შ
<3
აი ეგ ჰაბი რულამს. :)
ოღონდ მაგას წყვილში იოდა ჭირდება.
hamburgeris fleshka mec mindaa :((( = ))
Post a Comment