მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Oct 9, 2009

SONY

„სონი” ორ სიტყვას აერთიანებს. „სო - ნუს” ლათინურად ხმას ნიშნავს. კორპორაცია “სონის” დღეს მხოლოდ უმაღლესი მიზნები აქვს დასახული, სერიოზულ სამეცნიერო ტექნიკურ ამოცანებს უმიზნებს. თუმცა მანამდე, ფირმის არსებობის დასაწყისში, დღის წესრიგში ხელმძღვანელობის გენიალური ინტუიცია და განვითარების პროგნოზირება იდგა.

თავიდან იყო პატარა სახელოსნო, რომელიც რადიომიმღებებისთვის მოკლეტალღოვან მისადგამებს უშვებდა. ეს სახელოსნო ბატონმა მასარუ იბუკამ გახსნა. 1946 წელს კომპანიონთან ერთად ტოკიოს ტელეკავშირის კომპანია დაარსა. მაშინ იქ მხოლოდ 20 ადამიანი მუშაობდა. საწყისი კაპიტალი კი 500 ამერიკული დოლარი იყო.


ამ კომპანიის მომავალს ცოტა თუ წარმოიდგენდა, რადგან ის ფინანსური რესურსების მწვავე დანაკლისს განიცდიდა,არ ჰქონდა მიმზიდველი საქონელი და ბაზარზე უფრო მსხვილ კონკურენტებთან მუდმივად უთანასწოროდ იბრძოდა.
ფირმის ტექნიკური გენიის მასარუ იბუკის და მარკეტინგულ მხარეზე პასუხისმგებელი აკიო მორიტის პარტნიორობამ პატარა და ყველასთვის უცნობი კომპანია მსოფლიოში უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციად აქცია. „სონი კორპორეიშენმა” მასობრივ წარმოებაში ტრანზისტორული რადიომიმღები პირველმა გამოუშვა და შექმნა მსოფლიოში პირველი სახლის ვიდეომაგნიტოფონი.შემდეგ ჰოლანდიურ “ფილიპსთან” ერთად ხმის ჩაწერის ახალი ლაზერული ტექნოლოგია შეიმუშავა და კომპაქტდისკებზე დანერგა.

კომპანიამ სახელწოდება „სონი” 1955 წელს მიიღო. მისი არსი იყო აესახა ენერგიული და ნოვატორული კორპორაციის შემოქმედებითი ხასიათი.

0 comments: