მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Mar 17, 2010

„ვულფორდი“ - გრძელი წინდა

- ყვითელი მზის ფერია, ნახატებზე მიყვარს, სამოსზე რა გითხრა?
- ყვითელი ჩემი ფერია, მახალისებს, მათბობს.
- შავი კლასიკურია. თეთრი სიწმინდის. წითელი აგრესიულია და ჩემს პირველ ფეტიშს ძალიან უხდება.
- მე იასამნისფერი მიყვარს.
- ჭკვიანი ქალები ჩემი მეორე ფეტიშია.
- მე არ ვიცი როგორი ვარ, ხან ფერადი, ხან კიდევ კუბოკრულჩულქებიანი.


ამ დიალოგის მონაწილეებს საერთო მხოლოდ ქალის თეთრეულისადმი სიყვარული დარჩენიათ. ერთისთვის ეს სექსუალური ფეტიშია. მეორეს ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ ჭრელი, ნახატიანი ან ფერადი ჩულქები მისი თეთრეულის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა ფაქტია, რომ ის ერთი არც პირველი და არც უკანასკნელია, ვინაიდან ქალის თეთრეული მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის სექსუალურ ფეტიშს წარმოადგენს. ან უბრალოდ, როგორც ჩემთვის ყოველთვის სასურველია. შესაბამისად, ამ პოსტში ქალის თეთრეულის, კერძოდ კი წინდებისა და ჩულქების სამყაროში შევიჭყიტებით, სადაც მმართველი „ვულფორდი“ გრძელი წინდაა.

ამ ფირმის სახელწოდება მხოლოდ მამაკაცებმა თუ არ იციან. კომპანიის საქმიანობა ჯერ კიდევ 1946 წლიდან, ქალაქ ვენაში იწყება. რეინჰოლდ ვულდორფმა წინდების საწარმო გახსნა და პროდუცქციას ტურისტებზე ჰყიდდა. მას რთულად გამოსათქმელი, გრძელი სახელწოდება ჰქონდა, რომელიც ვულდორფს ნათელ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდა. ამის მიუხედავად, რეინჰოლდმა საკუთარი საწარმო მსხვილ კომპანიად მაინც აქცია და 1949 წელს ქარხანაც კი გახსნა. სახელწოდებაზე დიდხანს იფიქრა და ბოლოს ორი სიტყვა გააერთიანა. „ვულ”, რომელიც „შალს“ ნიშნავს და ავტომანქანების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის „ფორდის” სახელი ისესხა. ასე შეიქმნა სახელწოდება „ვულფორდი”, რომელიც წლების განმავლობაში ქალბატონებს ანებივრებდა. და არა მხოლოდ ...

„ვულფორდი”ინოვატორი იყო. ის ქალის ცხოვრების სტილსაც განსაზღვრავდა. ამის შემდგომ პერიოდში ისე ოპერირებდა, თითქოს პრობლემები არასოდეს ჰქონია. ამაყი და თამამი წინდებს ნაირფერი ფორმებით და მორთულობებით ალამაზებდა. 1950 წელს ნეილონის გამოგონებამ კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გააფართოვა. „ვულფორდმა” თანამშრომლობა ქიმიურ ლაბორატორიებთან დაიწყო, პროდუქცია იმდენად დახვეწა, რომ 1967 წელს რევოლუციონერის სახელწოდებაც დაიმსახურა. საიდუმლო კი იმაში მდგომარეობდა, რომ კომპანია მსოფლიოში პირველი გახდა, რომელმაც უწელო ჩულქი მოიგონა. რეკლამაში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ პროდუქცია პარიზის ლაბორატორიაში შეიქმნა. მოდის მიმდევრებს ეს მეტად ხიბლავდა, მსოფლიო უწელო ჩულქზე გადავიდა.

„ვულფორდი” მაღალი მოდისკენ მიისწრაფოდა, შედეგად ჟან-პოლ გოტიესთან და სხვა ცნობილ დიზაინერებთან მოუხდა თანამშრომლობა. ელასტიური ჩულქი სწორედ ამ ორმხრივი საქმიაბის პერიოდში 1969 წელს გამოიგონა. ახლა პროდუქცია იმდენად წელვადი იყო, რომ ზომის შერჩევა პრობლემას აღარ წარმოადგენდა.

დღეისათვის „ვულფორდი” წინდების ყველაზე წარმატებული მწარმოებელია. საკუთარი თავის პოზიციონირებას მსოფლიო ბაზარზე ქალის ძვირფასი თეთრეულის მწარმოებლი კომპანიის სახით ახდენს. მას აუარებელი სერია და კოლექცია გააჩნია. წინდების და ჩულქის ინდუსტრიაში მუდმივად ინოვატორია და ათასობით ერთგულ მომხმარებელს ითვლის.

12 comments:

Anonymous said...

მე ნამდვილად არ ვიცოდი ამ სახელწოდების შესახებ, რა საინტერესო იყო!

მაკა ასათიანი said...

@rodrigo santoro, ახლა ხომ იცი :)

Lord Vader said...

FTV-ზე ყველაზე მაგარი Wolford-ის ჩვენებებია :)


და ვიქთორია სიქრეთის კიდო.

ვოტ.

ოღონდ მართლა.

Sophie שרה Golden said...

"წინდები", რომლებსაც ჩვენში "კალგოტკას" უწოდებენ, ძალიან მიყვარს :D
მართლა ფეტიშად მაქვს და სადმე რომ მივდივარ, პირველ რიგში ამას ვყიდულობ :)) ჯერჯერობით ყვითელი კალგოტკა არ მაქვს და არ ვიცი, სად ვიშოვო კარგი ხარისხის.

Taa said...

ქალს თუ ბანძი წინდა აცვია ისიც ბანძია სულ რო ბოლო მოდის ზმანები ეცვას

:)

ასწორებს ძალიან მაგარი თეთრეული

Unknown said...

ar vicodi :) da arc windebi8 Camicvia arasdros unda movsinjo erTi :)

Unknown said...

. . . მე იასამნისფერი მიყვარს . . .

clown said...

დომენს გილოცავ ^^

Maka Asatiani said...

@clown, მადლობა :)

სიყვარულოვნა said...

გრძელი ”წინდები” ძალიან მომწოონს და ლამაზიც არის კარგ ფეხებზე...

Anonymous said...

momewonaa : ) sainterso iiyo namdvilad

ლეონარდ შელბი said...

ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ქალის ჩაცმულობაში. მეტიც ცუდი წინდები = ცუდ ქალს.