
ამგვარად, 1932 წელს შეიქმნა „Zippo”. ჯორჯმა ასეთი სახელწოდება საყვარელი სიტყვიდან „Zipper-იდან” გამომდინარე შეარჩია, რაც ელვას ნიშნავს. თუმცა, ვინაიდან მისთვის „Zippo” უფრო მოდურად ჟღერდა კომპანიას ეს სახელი მისცა. „Zippo-ს” ქარხანაში თავდაპირველად 6 ადამიანი მუშაოდა. თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან, პროდუქციის პოპულარობასთან ერთად მატულობდა. 1933 წელს ერთი სანთებელა 1, 95 $ იყიდებოდა და მიუხედავად ამისა, მომხმარებელს მოსწონდა ახალი, მოსახერხებელი დიზაინი, რომელიც სანთებელის ცალი ხელით ანთების შესაძლებლობას იძლეოდა.

„Zippo-ს” სანთებელების წარმოებამ და გაყიდვებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად იმატა, ბაზარზე გამოჩნდა ახალი მოდელები. გაზეთებში კი აქტიური სარეკლამო კამპანია მიმდინარეობდა. 40-იანი წლების დასაწყისიდან 1950-იანი წლების ჩათვლით „Zippo-ს” მიერ წარმოებული სანთებელების უმრავლესობა ნამდვილ შედევრს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ამ დროს გახდა პოპულარული ხელით დატანილი ნახატის მქონე „Zippo-ები”.

„Zippo-ს” სტრატეგიული სვლები კარგად დაიგეგმა. განსხვავებული პროდუქტი ბაზარზე პოპულარული მალევე გახდა. თუ კი სანთებელას გამონაკლის შემთხვევებში რაიმე დაუზიანდება, ქარხანა ამაზე პასუხისმგებელია. მომხმარებელს ნივთს ურემონტებენ ან სულაც ახალს სჩუქნის. სანთებელა ქარში კარგად ინთება და სულის ჩაბერვაზე არ ქრება, მანამადე, სანამ მომხმარებელი მას თავად არ დაკეტავს. მისი მექანიზმი თხევად საწვავზე მუშაობს, ამიტომ სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივი აქვს, დაცლის შემთხვევაში კი დატენვაც შეიძლება.
1933 წლიდან კომპანიამ 3 მილიარდი სანთებელა გაყიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მისი რეკლამირება არ წყდებოდა. ეს მაღალ გაყიდვებზე პოზიტიურად აისახა. „Zippo-ს” პროდუქცია მრავალფეროვანია, შესაბამისად ფასებიც სხვადასხვაგვარი აქვს. კომპანიამ წლების მანძილზე ათასობით დიზაინის სანთებელა გამოუშვა.

რაც უფრო ძველია „Zippo”, მით უფრო ფასეულია, განსაკუთრებით კი კოლექციონერთათვის, რომლებიც თავიანთი კოლექციის შესავსებად, ძალასა და რესურსებს არ იშურებენ. ან რას იფიქრებდა ვერანდაზე მდგომი და ახალი იდეით შეპყრობილი ჯორჯი, რომ წლების განმავლობაში თითქმის ორ დოლარიანი სანთებელა ოდესღაც ათასობით დოლარად გაიყიდებოდა.

პ.ს. ესეც ჩემი ახალი სანთებელა, მეგობარმა სიმბოლურად მაჩუქა. ენაზე შემცივდა, თუთუნი დამალევინეთ :)
15 comments:
U love London & London loves U
like like like :)
ნამდვილად არ ვიცოდი ზიპოს შესახებ ამდენი რამ......
იმიტომ მიყვარს ეს ბლოგი ^^
რა საინტერესო პოსტი იყო, ნადმვილად არ ვიცოდი ზიპოს ისტორია, არადა რა ცნობილი ბრენდია.
...da, me vpiqrob,am postis daweris idea gachnda erti chveulebrivi korpusis ert chveulebriv sadarbazoshi...
makushkebi,gaarkvie, mainc is txevadi sawvavi ra aris?
აუცილებლად გავარკვევ ჩემო თინათინ :)
mikvaaars, makushikaaas news-ebii :*
ალბათ რამდენი ბლატაობს თავისი „Zippo”- თი და ეს ისტორია კი არ ეცოდინება. კარგია შემეცნებითი პოსტები, პირდაპირ ანათებს ტვინის ბნელ კუნჭულებს. :) ისე ზიპოსავით რომ არ ქრებოდეს ტვინის განათებული ნაწილი რა მაგარი იქნებოდა. :)))
lol, ვიხალისე ჯორჯის კომენტარზე :)
მაკ, შენს სტიქიაში ხარ... Good for u!!!
ძალიან საინტერესო პოსტია.
Keep us informed!!!
მაგარი ცეცხლოვანი იდეა იყო ნამდვილად :)
ბრავო ჯორჯ ბლეისდეილ !!!
აი, რას ნიშნავს რომ არ ვეწევი :)
არ ვიცოდი ეს ამბავი.
ჩააქრე ახლა მაგი მუგუზალი და გააგრძელე წერა. :)
მზადების პროცესშია ახალი პოსტი :)
Post a Comment