მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Dec 27, 2009

გაორების ხელოვნება, კლასიკა და ეპატაჟი

არავინ იცის თუ როგორია ის სინამდვილეში. მას ორი სამსახური და ასობით იმიჯი აქვს. ადამიანი, რომელმაც მოდის კანონები შეცვალა, უამრავი ინოვაცია და ემოცია დაბადა - ეს უბრალოდ ჯონ გალიანოა.

ჯონ გალიანო წელიწადში თორმეტამდე კოლექციას ქმნის. მიუხედავად ასეთი რეჟიმისა, ხელოვანს შემოქმედება ყველასათვის თანაბრად ჰყოფნის, ამიტომ ყოველი კოლექცია ინდივიდუალური და განუმეორებელი აქვს. მისმა გასაოცარმა ქმნილებებმა, ისეთი სახელწოდებებით, როგორიც არის: „აბსურდული თამაშები”, „მივიწყებული უმწეობა”, და „დაცემული ანგელოსები” საუკეთესო დიზაინერის პრემია სამჯერ მოუტანეს.

გალიანოსთვის ტანსაცმელი თვითგამოხატვის საშუალებაა. ამიტომაა, რომ ახალი კოლექციების პარალელურად განსხვავებული იმიჯი შემოაქვს, რომელსაც პირველი თავადვე ირგებს. ჯონ გალიანო ხან ტაქსისტია, ხან ბოშა და ხან მოტოდორია. ლამაზი ტანსაცმლის სიყვარული დედამ აჩუქა. მას ძალიან უყვარდა პატარა ბავშვების კარგად ჩაცმა. ხუან კარლოს ანტონიოს იგივე ჯონ გალიანოს დიზაინერობის სურვილი სწორედ ამან განუღვივა. ბავშვობიდან მტკიცედ გადაუწყვიტავს, რომ მოდელიორი გახდებოდა. მოდის სამყაროსთან რამენაირად მიახლოებული, რომ ყოფილიყი, ჯონ გალიანო ლონდონის ნაციონალურ თეატრში კოსტუმერად მუშაობდა.


წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნების და დიზაინის სკოლის 1985 წელს წარმატებით დაასრულებისთანავე, ახალგაზრდა გალიანო შეამჩნიეს. სადიპლომო ნამუშევარი იმდენად წარმატებული ჰქონდა, რომ ერთ-ერთი ბუტიკის მფლობელმა მას დახმარება შესთავაზა. უკვე ორ წელიწადში, 1987 წელს, ჯონ გალიანომ საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის ტიტული მიიღო.



ჯონ გალიანოს პროფესიული წინსვლა სწრაფი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1995 წელს „ჟივენშის” მოდის სახლში არტ-დირექტორობიდან ერთ წელიწადში დიორთან იწყებს მუშაობას. მოწყენილი დიორის მოდის სახლი უმალ გაცოცხლდა. ჯონ გალიანო ამბობდა - „ვცდილობდი წარმომედგინა, რას შექმნიდა თავად დიორი ცოცხალი, რომ ყოფილიყო”.


ლეგენდარული კრისტიან დიორის იმიჯის შეცნობა და მორგება ნამდვილი სიგიჟე იყო, თუმცა გალიანოს სიგიჟე ყოველთვის ეხერხებოდა. მან შეძლო პოდიუმზე განუმეორებელი სტილის დაბრუნება. მალევე რომანტიკით და მგრძნობელობით აღსავსე კოლექციები შექმნა. თუმცა, დიორის მოდის სახლი გალიანოსთვის ზედმეტად ვიწრო აღმოჩნდა, ამიტომ დიზაინერმა საკუთარი შექმნა. ორ ადგილას მომუშავე სტილს შეშლილივით იცვლიდა, ხან სერიოზული და ელეგანტური დიორის სახლის არტ-დირექტორად წარსდგება, ხან კიდევ საკუთარ მოდის სახლში ბერეტით და შორტებში ჩაცმული ქუჩის ბიჭი ხდება. მაგრამ, როგორც არ უნდა ვატრიალოთ, ის უბრალოდ გენიალური ჯონ გალიანოა...



9 comments:

Anonymous said...

საოცრებაა გალიანო, მართლა შეუძლია ამ კაცს ერთ დღეს კლასიკური იყოს, მეორე დღეს გიჟი და ა.შ. ევა გრინი მაგრა ევასება, დაქალობენ :)

Nick K.

margiela said...

ოოოო იყო დრო როცა ვეფეთებოდი ამ კაცზე, ჩემი პირველი კურსის თემაც მას მივუძღვენი, მაგრამ ახლა შემეცვალა გემოვნება.. არა, ვაღიარებ რომ გენიოსია, მისი კოლექციების ჩვენება ყოველთვის სანახაობრივია მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან კარგი წარმოდგენაა და მეტი არაფერი, მომიტევეთ ეს ჩემი აზრია =) maka u rock!

Maka Asatiani said...

ნამდვილად მასეა, სანახაობა მისთვის ყველაფერია :)

ჯორჯ პაიკი said...

ბოლო ფოტო მომეწონა. :)

Maka Asatiani said...

:) ჯორჯ, ეს გალიოანოს საიუველირო ნაწარმის სარეკლამო ფოტოა :)

ჯორჯ პაიკი said...

მივხვდი კი. :) მე გალიანოს შემოქმედებაში დიდად ვერ ვერკვევი და მაგიტომაც მომეწონა ეგ ფოტო. :)

Taa said...

ჯონ გალიანო ჩემთან :)


http://taa.ge/2009/12/johngalliano/

ამას წინათ ფორტუნა+ _ში ვუსმენდი რომ აბაშიძეზე რაღაც მაღაზია გახსნეს 4 სეზონი და მანდ გალიანოს სამოსს ყიდიანო
აუცილებლად უნდა ვესტუმრო და დავათვალიერო

მაკა ასათიანი said...

მადლობა თაა :)
ვისაც დაწვრილებით აინტერესებს გალიანოს შოუს დეტალები თაას ესტუმრეეეთ :)

clown said...

wow..
მაგარია ^^