მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Oct 16, 2009

NOKIA

მსოფლიოში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია - "ნოკია” 1967 წელს არსდება. ფინელი რაბერ ვორკსი რამოდენიმე ბრენდს აერთიანებს. კომპანიას მდინარის - ნოკიას სახელს არქმევს და საკომუნიკაციო სადენების გამოშვებას იწყებს.

თავისი არსებობის მანძილზე რა არ უწარმოებია. ველოსიპედი, პერსონალური კომპიუტერები, ტელევიზორები – პროდუქტი, რომელმაც არ გაამართლა.

ნოკია თავის ნიშას ტელეფონების წარმოებაში პოულობს. მსოფლიოში პირველ ტრანსპორტირებად ტელეფონს 1984 წელს უშვებს. რამოდენიმე წლის მერე პირველი მობილური გამოდის. მისი წონა 800 გრამია, ფასი კი 10 ათას დოლარამდე აქვს.

მსოფლიოს პირველი ჯი-ეს-ემ ზარი სწორედ "ნოკიას” უკავშირდება. 1991 წელს ფინეთის პრემიერ-მინისტრი "ნოკიას" ტელეფონს იყენებს. მას მერე კომპანია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, 2004 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას 3,5%-ით ზრდის. კომპანია მსოფლიოს ხუთეულში შედის, მისი ბრენდის საფასური კი 34 მილიარდი დოლარია.

ყოველი წლის დამდეგს კომპანია 116 ათას ადამიანს ასაქმებს, მისი შემიოსავალი კი 51 მილიარდი ევროა.

3 comments:

Anonymous said...

84-დან 91–მდე რითი რეკავდნენ?:დ

taa said...

კომპანიას მდინარის - ნოკიას სახელს არქმევს

namdvilad ar vicodi mdinare nokias shesaxeb :)

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.