მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 23, 2011

ტანსაცმელი მეორეხარისხოვანია, თეთრეული კი წმინდა და შეუდარებელი!

ქალის გარეგნული იერისა და შინაგანი ფარული სურვილების ურთიერთგადამკვეთი, ღრმა კავშირის გაგება რთულია. ემოციებისა და განცდების სამყაროში გასარკვევად მხოლოდ ძლიერი ცოდნა და ინტუიცია არ კმარა. თითოეული ქალი ინდივიდუალური სტილით, თავისებური უნიკალურობითა და ქალური მგრძნობელობის მრავალფეროვანი ნიუანსებით გამოირჩევა. ამიტომ მის შესაცნობად, ცოდნისა და ინტუიციის პარალელურად, მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო, რომელიც კომპანია "La Perla"-ს ნამდვილად არ აკლია.

"La Perla" ქალის ძვირფასი თეთრეულის მწარმოებელი იტალური კომპანიაა. კომპანიის სახელწოდება ქართულად, როგორც მარგალიტი ითარგმნება. "La Perla"-ს პროდუქცია ყოველთვის მაღალ ხარისხთან, მომხიბვლელობასთან, მგრძნობელობასთან, სინაზესთან და სილამაზესთან ასოცირდება. ამ ნიშნის ქვეშ წარმოებული თეთრეული არამხოლოდ მოდის ტენდენციებს პასუხობს, არამედ თითოეულ ქალბატონზე ინდივიდუალურადაა მორგებული.


"La Perla"-ს თეთრეული კლასიკისა და თანამედროვეობის ნაზავს წარმოადგენს - ემოციურია, ფერადი და სახასიათო ანუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ქალის ყოველგვარ განწყობას ასახავს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 60-იანი წლების სარეაბილიტაციო პერიოდში, იტალიაში ეკონომიკის პარალელურად თავად საზოგადოებაც გამოცოცხლების გზას დაადგა. ადამიანებმა შედარებით საინტერესო ცხოვრება დაიწყეს, რაც ტანსაცმლის მოთხოვნაზეც აისახა. 1954 წელს დაარსებული კომპანია იძულებული გახდა შეგუებოდა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და ასე. ფიქრი დაიწყო ინოვაციურ და იმ დროისთვის რევოლუციურ ფერად თეთრეულზე, რომელიც ძალიან მალე უამრავი ქალისათვის საოცნებო საჩუქრად გადაიქცა.

საოცნებო თეთრეული ბოლონიაში, ადა მასოტის სამკერვალოში იკერებოდა. ქალის სხეულის მოყვანილობისა და შინაგანი სურვილების დემონსტრირებას ადა ძალიან კარგად ახერხებდა.



70-იანი წლების დასაწყისში "La Perla"-მ აბრეშუმის საცვალი გამოუშვა, ხოლო 1978 წელს უკვე მაქმანებიანი საცვლების ახალ ეოპოქაში გადაინაცვლა. 80-იანი წლებში კომპანიამ საკუთარი განუმეორებელი იმიჯი დაამკვიდრა. როგორც ყველაზე მოდური და დახვეწილი სტილის მქონე ბრენდმა "La Perla"-მ საერთაშორისო ბაზარზე თავისი პროდუქცია 90-იან წლებში გაიტანა და საკუთარი ბუტიკები პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში, ვენეციაში, ბარსელონაში, ჰონგ კონგსა და ტოკიოში გახსნა. ასეთი გლობალური მარკეტინგის გეგმა უდაოდ წარმატებული აღმოჩნდა.


პ.ს. სხვათაშორის, მადონას ცნობილი წვეტებიანი ბიუსტჰალტერის დიზაინი ჟან-პოლ გოტიეს ეკუთვნის, რომელიც კომპანია "La Perla"-მ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა.

11 comments:

Anonymous said...

თეთრეული უმნიშვნელოვანესია :)

Maka Asatiani said...

ნამდვილად :)

taa said...

იფ იფ იფ იფ :)

WELCOME BACK HON :)

Maka Asatiani said...

thx hon :*

Anonymous said...

მე La Senza-ს მომღერალი ლიფები უფრო მომეწონა :)

Lord Vader said...

ვა ანონიმუსად დაპოსტა :(

taa said...

maka, isev unda dagvekargoooooooo?

madloba chemi basanochkulebi ro mogecona

ninos micvere shevxvdet metqi - me shen da nino

+ vaderi - tu survili eqneba

Maka Asatiani said...

basanojkebi martlac rom dzalian mometsona :)))

shexvedris idea - perfect! :))

lords siamovnebit gavicnob liveshi :)

P.S. taa, vecdebi rom ar davikargo da davposto

Sophie Golden said...

ყველაზე მნიშვნელოვანი "უთეთრეულობაა" ;) ისე, გულწრფელად, ამ ფოტოზე მოდელი ისეთი მახინჯია და თეთრეულიც ისეთი "უცნაური", ტანსაცმელი მირჩევნია, თუ შეიძლება =))

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.