მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Feb 5, 2011

ჰენრი ფორდის დინასტიური მმართველობა

ჰენრი ფორდი ხშირად ავტომობილის გამოგონებასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის საავტომობილო ბიზნესის ფუძემდებელია. წარმოებაში ეკონომიკური ორგანიზებულობის გაჩენის პარალელურად მენეჯმენტის საჭიროება გაჩნდა. ამისათვის თავად მართვის საფუძვლები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ბიზნესის ინდუსტრიაში ძლიერი მმართველების მოსვლას გულისხმობდა. ჰენრი ფორდი სწორედ ამ მიმართულებით გახლდათ ინოვატორი და მისი საქმიანობის წყალობით, მეოცე საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენად არის აღიარებული.

ჰენრი ფორდმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ინდუსტრიალური წარმოება ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი მოუტანა, რაც დღეისათვის დაახლოებით 36 მილიარდს უდრის. მისმა პრინციპებმა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. მან 15, 5 მილიონი „ფორდ - ტ“ მარკის მანქანა გაყიდა. ჰენრიმ თანამშრომლებს ხელფასი გაუორმაგა და ე.წ. „ცისფერ საყელოიანთა“ კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც „საკუთარი“ ავტომობილის საყიდლად ფულს აგროვებდა. გამოდის, რომ ფორდს არ შეუქმნია მოთხოვნა მანქანებზე, არამედ მან ყველა პირობა შექმნა მოთხოვნისათვის. ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე ჰენრი ფორდის პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.

ფორდმა, როგორც მენეჯერმა არ გაამართლა, შესაბამისად მისი მეწარმის წარმატება 1927 წელს დასრულდა. ცვლილებებისათვის უკვე გვიანი იყო, ვინაიდან ჰენრის ღრმად სწამდა თავისი მართებულობის. დრო იცვლებოდა, თუმცა მას არ შეუმჩნევია წარმატებული წარმოების ორგანიზების პროცესის მართვის სტადიაში გადასვლა. ფორდს ერთხელ უთქვამს: „ტანვარჯიში - სრული სისულელეა. ჯანმრთელებს ის არ სჭირდება, ხოლო ავადმყოფებისთვის კი რეკომენდირებული არაა“. სწორედ ასეთი იყო მისი მიდგომა მენეჯმენტისადმი. მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ პროდუქტი. თუ პროდუქტი კარგია, შესაბამისად მომგებიანია, თუ ცუდია, მაშინ არანაირი მენეჯმენტი არ გახდის მას წარმატებულს. გამოდის, რომ ფორდი ვერ იტანდა მართვის ხელოვნებას. ასევე, სძულდა ბანკირები და ბანკები, მხოლოდ ნაღდ ფულს აღიარებდა. ფინანსისტებს ის სპეკულანტებს, ქურდებსა და მავნებლებს უწოდებდა, ხოლო აქციონერები მისთვის პარაზიტები იყვნენ.

„რამდენი ადამიანია დარწმუნებული, რომ ყველაზე მთავარი წარმოების მოწყობაა - ფინანსური სშუალებები, საქმიანი მმართველობა, - უკვირდა ფორდს. - ყველაზე მთავარი თავად პროდუქტია, ხოლო პროდუქტის სრულყოფის ხერხები დროის ფუჭად ხარჯვაა“. მასიური წარმოება ჰენრიმ მას მერე დაიწყო, რაც მისი აზრით იდეალური პროდუქტი შექმნა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფორდი თავად იღებდა. ყოველწლიურად ზრდადი წარმოება, ფასების რეგულარული დაკლება სტაბილურ მოთხოვნას ქმნიდა, რაც თავის მხრივ შემოსავალს მნიშვნელოვნად ზრდიდა. ფორდი აქციონერებს არაფერს უხდიდა. როგორც წარმატებული მეწარმე - ინდივიდუალისტი საკუთარ კომერციულ წარმატებას თავისი თეორიის საუკეთესო დასტურად მიიჩნევდა და მუდმივად იმეორებდა: „მხოლოდ მუშაობას შეუძლია შექმნას ფასეულობები.“

ახალი თანამშრომლების სამსახურში აყვანისას ფორდი კატეგურიული წინააღმდეგი იყო კომპეტენტური მუშაკების. ახალი თანამშრომლების გამოცდილებასა და წარსულს იგი ყურადღებას არ აქცევდა: „ჩვენ, არასოდეს ვინტერესდებით იმ ადამიანის წარსულით, რომელიც ჩვენთან სამსახურს ეძებს, - ჩვენ წარსულს კი არ ვიყვანთ სამსახურში, არამედ ადამიანს. თუ ეს ადამიანი ციხეში იჯდა და არ არსებობს იმის საფუძველი, რომ იგი იქ კვლავ მოხვდება ეს მისასალმებელია. პირადად მე მგონია, რომ თუკი მას გამოსწორების შანსს მივცემ, ის მაქსიმალურ ძალიხმევას იხმარს, რათა ხელახლა არ ამოყოს თავი ციხეში. ჩვენთვის სულერთია საიდან მოდის ახალი თანამშრომელი, ამ დროს ჰარვარდსა და სინგ-სინგის ციხეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანს მუშაობის სურვილი გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ჩვენთან, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ ფორდთან მხოლოდ საქმით კავდებიან.“ ამ ლოგიკის თანახმად, ფორდი თვლიდა, რომ მის ქარხანაში ყოველ თანამშრომელს დამსახურებული საკუთარი ადგილი ჰქონდა და დაწინაურებას კი თავად აღწევდნენ. ასე მაგალითად, ერთ-ერთი განყოფილების უფროსს თავდაპირველად ქარხანაში დამლაგებლად დაუწყია მუშაობა.

ჰენრი ფორდი მუდმივად ფიქრობდა დანახარჯების შემცირებაზე. ერთხელ ქარხანაში ყოფნისას ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მუშა უფრო მეტ დროს ანდომებდა მასალისა და ხელსაწყოების მოძიებასა და ადგილზე მიტანას, ვიდრე თავად სამუშაოს. ასე მოუვიდა იდეა - „თუ ოცი ათასი მუშაკი ყოველდღიურად 10 ნაბიჯის ეკონომიას გააკეთებს, ამით სამუშაო სივრცე ნაკლებად შეიზღუდება, ამავდროულად 50 მილზე საკმარისი ძალა შენარჩუნდება.“ ფორდმა გადაწყვიტა სამუშაოს პირდაპირ თანამშრომლებთან მიწოდება, ისე, რომ მათ მინიმალური ძალისხმევა დასჭირვებოდათ. ამ იდეით გამსჭვალილმა ქარხანაში ორი პრინციპი დანერგა: დასაქმებულს ერთ ნაბიჯზე მეტის გადადგმის საშუალება არ ჰქონდა და ასევე არ შეეძლო დახრილიყო წინ ან უკან. ამრიგად, 1913 წლიდან ფორმა ექსპლუატაციაში კონვეერი გაუშვა. მუშა, რომელსაც ჭანჭიკის ჩასმა ევალებოდა, ხრახნს არ უჭერდა. სიმძიმეს არცერთი დასაქმებული ეზიდებოდა. ერთი სიტყვით, სამუშაო მოვალეობები სკურპულიოზურად იყო განაწილებული. 1914 წლის, 12 იანვარს დღიური შრომის მინიმალური ანაზღაურება 5 ა.შ.შ. დოლარი გახდა, რაც ორჯერ აღემატებოდა იმ პერიოდის ხელფასებს. სამუშაო დღე კი 8 საათამდე შემცირდა. ამრიგად, ჰენრი ფორდის ქარხანაში მუშაობა ყველას სურდა, ვინაიდან პირობები იდეალური იყო. გარდა ამისა, ჰენრიმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები დაასაქმა, რასაც ყოველთვის აღნიშნავდა და ამბობდა: „ჩემს ქარხანაში მუშაობა არ მოითხოვს არანაირ გამოცდილებას, არც განსაკუთრებულ უნარებს. დასაქმებულებს ხშირად მხოლოდ ერთ მოძრაობის შესრულება უხდებათ.“

ჰენრი ფორდი სახელფასო და მმართველობით პოლიტიკას შემდეგნაირად აფასებდა: „დამსაქმებელი ვერაფერს მოიგებს, თუ მუდმივად იფიქრებს, როგორ დაუწიოს თანამშრომლებს ხელფასები. დასაქმებული კი იმით წააგებს, თუ გამუდმებით ემდურის სახელფასო პოლიტიკას. ყველაზე საუკეთესო რაც ორივე მხარეს შეუძლია, ეს არის სწრაფვა აღნიშნული ინდუსტრიის სრულყოფისაკენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, როგორც წესი, წარმატების გზის ორივე მხარეს მდგომნი კმაყოფილნი რჩებიან.“

ჰენრი ფორდის აზრით, შემოსავალი სამ ჯგუფს ეკუთვნოდა: პირველ რიგში, საწარმოს, რათა სტაბილურობა და განვითარება შეინარჩუნოს; მეორე - დასაქმებულებს, რომელთა ძალისხმევის შედეგად იქმნება შემოსავალი; მესამე რიგში კი საზოგადობას. აყვავებული წარმოება მომგებიანია ორგანიზატორისთვის, მწარმოებლისათვისა და მყიდველისთვის.

„ერიდეთ პროდუქტის ხარისხის დაცემას, ხელფასების შემცირებასა და ხალხის ძარცვას. უფრო მეტი დაფიქრება გმართებთ თვენს სამუშაოსთან მიმართებაში! ყოველდღე უკეთ იმუშავეთ, ვიდრე უწინ! მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი დახმარება და სერვისი შესთავაზო მსოფლიოს და ამის მიღწევა ყოველთვისაა შესაძლებელი.“ - ასეთი იყო ფორდის მოწოდება, რომელსაც ხშირად უბრალო სარეკლამო სვლად მიიჩნევდნენ. სინამდვილეში მას ამის ღრმად სწამდა და ერთ წელიწადს, როდესაც წლიურმა შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარმა, ფორდმა საკუთარი სურვილით ყველა კლიენტს უკან დაუბრუნა 50 დოლარი, რასაც შემდეგნაირად ხსნიდა: „ჩვენ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ კლიენტებს უნებლიეთ ზედმეტი თანხა გადავახდევინეთ.“

ფორდის წარმოებაში თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დასაქმებული კი ზუსტად იმდენი იყო, რამდენსაც საქმე საჭიროებდა. ყველა ერთი დევიზით მუშაობდა - სამუშაო ჩვენი მასწვლებელი და მმართველია, ხოლო დირექტორი ერთადერთია - თავად ჰენრი ფორდი.

ჰენრი ფორდი, როგორც მმართველი მკაცრი იყო, ამავდროულად, პატივისცემით ეპყრობოდა დასაქმებულებს და ზრუნავდა კიდევაც მათზე. ჰენრიმ გახსნა სკოლა, საავადმყოფო, შემოიღო ერთობლივი ლანჩის კულტურა. სიმკაცრის მიუხედავად სამართლიანობას არასოდეს კარგავდა. თანამშრომლებს ხშირად ძველებური ყაიდის სიბრძნეს უნერგავდა, უყვარდა აფორიზმები. ხშირად ამბობდა: „წარუმატებლობა - მხოლოდ შესაძლებლობაა უფრო გონიერი დასაწყისისა.“ მისი ნება, რომ ყოფილიყო „ფორდ-ტ“ მოდელის მუდამ გამოუშვებდა, ვინაიდან ის კომფორტისკენ მიისწრაფვოდა და სურდა, რომ მომხმარებელს რაიმე დეტალის გაფუჭების შემთხვევაში შეძლებოდა მისი გამოცვლა და არა ახალი მანქანის ყიდვა. სამწუხაროდ, ასე დიდხანს არ გაგრძელდა - ავტოინდუსტრიაში ახალი გიგანტი ჯენერალ მოტორსი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ნებისმიერი ასორტიმენტის პროდუქციას სთავაზობდა. ასე ჰენრი ფორდი იძულებული გახდა გამოეშვა სხვადასხვა ფერისა და შემდგომში დიზაინის ავტომობილი. თუმცა, სანამ ეს განახორციელა, ავტოინდუსტრია უკვე საკმაოდ მომძლავრებული იყო, რაც მეტ კონკუენციას გულისხმობდა. ასეთმა სიტუაციამ თითქოსდა ძალიან წარმატებული მენეჯმენტის მქონე ფორდ მოტორს კომპანია საკმაოდ დაასუსტა. ძალების აღდგენას კი დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა.


საბოლოოდ, დარჩა: კონვეერი, ცისფერი საყელოები, დილერთა სისტემა და მყიდველებისადმი განკუთვნილი გარანტიები. საყურადღებოა, რომ ნებისმიერ მასიური წარმოების პროდუქტს, დაწყებული „ბიგ მაკიდან“ და ერთჯერადი სანთებელით დამთავრებული, საერთო ფუძემდები ჰყავს. მუშაობის პრინციპი უცვლელი დარჩა. ჰენრი ფორდის შვილიშვილმა, ფორდ მეორემ, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბიზნესი დიდი ყურადღება მიაქცია მენეჯმენტის სრულყოფას. ა.შ.შ-ის მომავალ შინაგან საქმეთა მინისტრთან - რობერტ მაკმარასთან ერთად განათლებულ მენეჯერთა გუნდი დაასაქმა. ჰენრი ფორდის მართვის პრინციპები არ შეცვლილა, ისინი მხოლოდ დახვეწეს. „ფორდ-ტ“ მარკის ავტომობილის წარმოება აღადგინეს, რის შედეგად საუკუნის ავტომარკად აღიარეს. ათიოდე წლის წინ კი „ფორდ ფოკუსი“ 1999 წლის საუკეთესო მანქანა გახდა.

ამრიგად, ჰენრი ფორდი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერია. მისი რთული ცხოვრება, ბრძოლა ნაკლებთან, რომელთაც შემდგომში პრივილეგიებად აქცევდა, მისი ძალისხმევა და მიზანსწრაფვა საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ცნობად პროდუქციად გადაიქცა. ჰენრი მეორის შვილიშვილს, ნათესავევთა დაჟინებული თხოვნით, ჰენრი მესამე დაარქვეს. ის ჯერ კიდევ პატარაა და არც იცის, რომ მისი გვარი ათობით მილიონ მანქანას ამშვენებს.

'

პ.ს. დაიბეჭდა ჟურნალში "ETC და ასე შემდეგ"

5 comments:

Lord Vader said...

როგორც მენეჯერმა არა. როგორც მარკეტოლოგმა განიცადა კრახი.
გემოვნების მრავალფეროვნებისა არ სწამდა და ეგონა რომ ამის მართვასაც შეძლებდა... თუმცა არანაკლები გენიოსი დაუპირისპირდა ასე რომ, მთლად ფორდის ბრალიც არაა. სლოუნი რომ ცოტა გვიან დაბადებულიყო, შეიძლება ხალხს კიდევ კაი ხანი უპრობლემოდ ევლოთ შავი T-ებით. :)

თუმცა ფორდის და სლოუნის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქეისია, რასაც BA სასწავლებლებში ასწავლიან. მაგრად მიყვარდა ეგ ქეისი. :)

taa said...

თუმცა ფორდის და სლოუნის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქეისია, რასაც BA სასწავლებლებში ასწავლიან. მაგრად მიყვარდა ეგ ქეისი. :)

geTanxmebi Lord
mec araertma leqtorma masmenina eg istoria :)

Lord Vader said...

თაა, მგონი მარტო შენ და მე ვიცით (ან იმედი გვაქვს), რომ ეს ბლოგი კიდევ ცოცხალია :)

Maka Asatiani said...

იღადავე, იღადავე :)))

taa said...

chven ki ar vgadaobt
gvinda rom daubrunde aqtiurad blogosferos

tore cagvlekes katastrofebma :D