მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jan 8, 2011

„Coca-Cola“-ს საახალწლო პროპაგანდიდან ქალბატონ კლაუსამდე

იდეოლოგიურად ღმერთთან გაიგივებულს პატარების სამყაროში ყოვლის განსჯა ძალუძს... მის გამოჩენას ხშირად მოუთმენლად ელიან, ისიც იციან, რომ მას ყველა უყვარს და მუდამ ფიქრობს - როგორ გააბედნიეროს მოწყენილებისა და ყველასგან დავიწყებულების გულები. ბობოქარი და კეთილშობილი, მომღიმარი და ფუმფულა, ვარდისფერღაწვებიანი და თეთრწვერა, წითელ ფერში შემოსილი თავისთავად სანტა კლაუსია. ამ მომენტამდე არავის შეპარვია ეჭვი, რომ მხედველობაში შესაძლებელია სხვა პერსონაჟი მყოლოდა, რაც Coca-Cola“-ს 80 წლიანი რეკლამირების დამსახურებაა, რომელმაც მთელს მსოფლიოში გავრცელებული თანამედროვე სანტა კლაუსის იმიჯი გამოძერწა.

თუმცა, პოპულარობის მოპოვებამდე სანტა კლაუსის იმიჯმა დიდი გზა განვლო. სამოქალაქო ომის კარიკატურისტმა თომას ნასთმა ჯერ კიდევ 1862 წელს, ჟურნალ ჰარპერ ვიქლისთვის, სანტა პატარა ელფის სახით წარმოადგინა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მხატვარმა სანტას უამრავი სახე შექმნა, „Coca-Cola“-მაც კი მოიწონა მისი ნამუშევარი და ასე, 1920 წელს, პირველად გამოიყენა სანტა თავის რეკლამაში.

1931 წლამდე სანტას ვიზუალური მხარე მუდმივად იცვლებოდა... მანამდე, სანამ სარეკლამო სააგენტომ - „D'Arcy“-მ რეალიზმისა და სიმბოლიზმის გაერთიანება არ მოისურვა, რისთვისაც მიჩიგანში დაბადებული ილუსტრატორი ჰადონ სანდბლომი (Haddon Hubbard "Sunny" Sundblom) დაიქირავა.

თანამედროვე სანტა კლაუსის დასრულებული იმიჯი 33 წლიანი მუშაობის შედეგია, რაც იმას გულისხმობს, რომ 1931-1964 წლის ჩათვლით, „Coca-Cola“-ს რეკლამეში, სანტა წარმოჩენილი იყო, როგორც ბავშვებზე მზრუნველი, რომელიც მათ სათამაშოებს ჩუქნიდა და ეთამაშებოდა კიდეც.

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ სანტა „Coca-Cola“-ს კორპორატიულ ფერშია გამოწყობილი, სინამდვილეში წითელ ფერში გამოწყობილი სანტა ჯერ კიდევ „Coca-cola“-ს რეკლამებში მოხვედრამდე გაჩნდა.

ერთხელ, ჰადონს სანტასთვის საქორწინო ბეჭდის მიხატვა დავიწყებია, რამაც თურმე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - კომპანიაში წერილები მოდიოდა, სადაც მომხმარებლები ინტერესდებოდნენ თუ რა დაემართა ქალბატონ კლაუსს.

P.S. იმ დროისათვის შეწუხებული მომხმარებლების შეკითხვას, შეიძლება ცალსახად პასუხობდეს ჰადონის უკანასკნელი ილუსტრაცია:))))

7 comments:

Lord Vader said...

ჰო... ეგრეა.
კოკა-კოლის დამსახურება ისაა, რომ ის მიხვდა, როგორ შეიძლებოდა სანტას ქურქისა და კომპანიის ლოგოს ფერთა ბედნიერი დამთხვევის გამოყენება.
და მეორე ზუსტი გადაწყვეტილება ის იყო რომ სარეკლამო პლაკატებისთვის დაიქირავეს გილ ელვგრენი.

Anonymous said...

მაკამ შემოგვიარა? :))
კოკაკოლას ყველაზე მაგარი რეკლამები აქვს, მარა არ მიყვარს ეგ სასმელი.:)

მაკა ასათიანი said...

ნეტავ ხშირად შემეძლოს მასე შემოვლა :)

molly bloom said...

სასმელის რა გითხრათ და კოკა-კოლა ყველაზე კრეატიული კომპანია რომ არის, ფაქტია.

Giga said...

რას ნიშნავს "ყველაზე კრეატიული კომპანია"?
ნებისმიერი კომპანია, რომელიც ფიქრობს ზრუნავს საკუთარ მომავალზე არის პროგრესული ანუ შემოქმედი. შემოქმედებითი საწყისი არის ნებისმიერ პროფესიაში. თუ საქმეს პროგრსულად უყურებ, უკვე ხარ შემოქმედი გინდ ქირურგი იყავი, გინდ ფეიქარი და გინდ დიზაინერი თუ რეკლამისტი!

Maka Asatiani said...

@გიგა,არ შემიძლია არ დაგეთანხმო :)

taa said...

ar mikvars coca cola

arasodes ar vsvam