მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 13, 2010

ბრენდინგი ნიკოს პურების გარშემო

გაღვიძებისას, ფანჯრიდან ახლად გამომცხვარი პურის სურნელი მეპარება. შემდგომ, ის სამზარეულოში ინაცვლებს და ჩემი საუზმის უცვლელი კომპონენტი ხდება. ალბათ მიმიხვდით, ჩემი ბინის ქვეშ თონეა. აქ, ყოველდღიურად ათასობით პური ცხვება. დილაობით, საცხობთან განსაკუთრებული ამბავი ტრიალებს. მყიდველთა რიგი მორჩილად ელოდება საკუთარ ჯერს, ფუსფუსებენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ, არ მაძინებენ. ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებულად გემრიელი პურია, მცხობელს აქებენ და ადიდებენ. იმასაც ამობობენ, რომ ნიკოსნაირი პური თბილისში არსად ცხვებაო. გამოდის, რომ ერთმა პატარა ადამიანმა საკუთარი ბრენდი შექმნა, მაგრამ ამ შემხვევაში, ბრენდი თავად ნიკოა. მისგან ხალხი პურს იმიტომ ყოდულობს, რომ თავად ნიკოა მცხობელი და თუ ხვალ მის საქმეს სხვა ადამიანი შეასრულებს, მისსავე საცხობში, იმავე ტექნოლოგიით, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოს პურებზე მოთხოვნა დაეცემა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მცირე წარმოებისა და შეზღუდული ბაზრის პირობებში, ბრენდის შექმნა შეუძლებელია.

ვფიქრობ დროა, ნიკომ ბრენდინგს მიმართოს და ბიზნესი გააფართოვოს, ვინაიდან სწორედ მასე იწყებოდა ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის მქონე საქონლის წარმოება. საქონელზე ნიშანი ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა და პირუტყვზე ნიშნის დატანით ვლინდებოდა. თუმცა, დღემდე განვითარებადი საფუძველი ბრენდინგს რეალურად მეცხრამეტე საუკუნეში ჩაეყარა. მსოფლიო წარმოებაში რევოლუცია სუფევდა. კომპანიები ოჯახურ საქონელზე უარს ამბობდნენ. წარმოებაში კი სპეციალიზირებული საწარმოები გაჩნდა. ახლა საქონელს ქარხნები და ფაბრიკები აწარმოებდნენ. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის საზღვრებს გასცდა და ბიზნესში ექსპორტირების საჭიროება გაჩნდა. შესაბამისად, მწარმოებლებს პრობლემა გაუჩნდათ, ვინაიდან არავის სურდა ისეთი საპნის ყიდვა, რომლის შეფუთვაზე უბრალოდ ეწერა - საპონი. ასეთ პროდუქციას ადამიანები არ ენდობოდნენ. ამიტომაც ბრენდინგი აუცილებელი გახდა, რათა დაერწმუნებინათ მომხმარებელი, რომ ეს კარგი საქონელია და სწორედ მას აწარმოებს ესა თუ ის კომპანია.

ასე გაჩნდა პირველი დაფიქსირებული ბრენდირებული საქონელი - სუპი Campbell's და დღემდე ყველასათვის ცნობილი Coca-Cola.

შემდგომ ახალი ერა დაიწყო და ბრენდინგის საყრდენი წერტილი მეოცე საუკუნეში ვალტერ ლანდორის სახით გაჩნდა. მიუნხენში 1913 წელს დაბადებულმა კარიერა ლონდონში დაიწყო და უკვე ოცდასამი წლის ასაკში ხელოვნების სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი გახლდათ. ერთხელ, ამერიკაში მივლინებულს ისე მოსწონებია იქაურობა, რომ მსოფლიოში პრიველი ბრენდ-საკონსალტინგო სააგენტო Walter Landor & Associates სწორედ მანდ დაუარსებია. ამრიგად, ბიზნესის სტრატეგიული მართვის განსახორციელებლად განკუთვნილი გაგება - ბრენდი და დიზაინი ვალტერ ლანდორას დამსახურებაა.

ბიზნესისთვის ბრენდინგს სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭა. ამიერიდან, ბრენდინგის გარეშე, პროდუქციის გავრცელების არეალი შეზღუდულია, ცნობადბა ნაკლებია, მოხმარება დაბალია და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ყველაფერი შემოსავალზე აისახება. ამიტომ, თავისთავადია, რომ ვალტერს მიმდევრები გამოუჩნდნენ. 1950 წელს, ჩამოყალობდა მსოფლიოში პირველი სააგენტო, რომელიც პროდუქციის შეფუთვის დიზაინით დღემდეა არის დაკავებული, ეს კომპანია Lippincott Mercer-ია. მის კლიენტებს შორის ძალიან ცნობადი კომპანიები არიან, მაგალითად: Nissan, IBM, McDonald's, Samsung და ა.შ. ჩამოთვლილთაგან სუსტ ბრენდს ვერცერთს მივაკუთვნებთ, თუმცა წარუმატებელი ბრენდის გამოცნობა იოლია. მას სამი ძირითადი მახასიათებელი აქვს:
• კომპანიის ღირებულება. თუ თქვენი კომპანიის ღირებულება მატერიალური აქტივების საფასურს უდრის, მაშინ რამე უნდა მოიმოქმედოთ და ბრენდინგს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
• მომხმარებლებს თქვენი ლოგო არ ახსოვთ. მაშინ წარმოიდგინეთ ცნობადი ბრენდები. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ლოგოები აუცილებლად გაგახსენდებათ. მერე გაიხსენეთ საკუთარი კომპანიის ლოგო და დაფიქრდით - ეხსომება კი იგი მომხმარებელს?
• სუსტი ბრენდი. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დანამდვილებით აღწეროთ თუ რითი განსხვავდება თქვენი ბრენდი ანალოგიური ბრენდებისგან ბაზარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სუსტია. ასეთ შემთხვევაში ბრენდების კატალოგს მიმართეთ, რომელმაც შესაძლოა საკუთარ ნიშას მიგაგნებინოთ.

ვიმედოვნებ, რომ თქვენს კომპანიას ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან არც ერთი გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოზიციონირების შეცვლა მოგიწევთ ანუ რემბრენდინგი გელით. რაც საფასო პოლიტიკისა და სამიზნე აუდიტორიის შეცვლას გულისხმობს. ამას დაერთვება ვიზუალური მხარე, რომელიც უკეთ აღწერს სახეშეცვლილ პროდუქციას. ბრენდები ხომ საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, ამიტომაც ბრენდის მომავალი მჭიდროდ უკავშირდება თავად საზოგადოების მომავალს. პროდუქციის მარკეტინგულ გეგმაზე მომხმარებელი სწორად ბრენდის ცნობადობის წყალობით ახდენს რეაგირებას.

კონკრეტულად რა არის ბრენდი? პროდუქციის, სერვისისა თუ ბიზნესის იდენტურობაა. ბრენდი სხვადასხვა ფორმაში ვლინდება. ეს შეიძება იყოს სახელწოდება, სიმბოლო, ნიშანი, ფერთა კომბინაცია ან სლოგანი, რომელიც საბოლოოდ ქმნის სავაჭრო ნიშანს.

გრძნობებსა და ემოციებს უპირატესობა ენიჭება აზრების წინაშე, ამიტომ ემოციების გაღვიძება მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ველით. მე, ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. გაღვიძებისას, ფანჯრიდან ახლად გამომცხვარი პურის სურნელი მეპარება. ვიცი, რომ ეს ნიკოს გამომცხვარი უგემრიელესი პურია, რაც დადებითად განმაწყობს. მერე რიგში მდგომი მეზობლების ფუსფუსი ჩამესმის, ვფხიზლლდები და საუზმისას შეღონებული ვფიქრობ - რა იქნებოდა, რომ ყველა ეზოში საკუთარი ნიკო ყოფილიყო.

პ.ს. ამ პოსტს, რომ გამოვაქვეყნებ ნიკოს აუცილებლად წავაკითხებ. იქნებ, ისიც ასე ფოქრობს, ოღონდ ჩემგან განსხვავებით, საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზანი ამოძრავებს. ვინ იცის, ხომ შეიძლება ნიკოს პურები მთელს საქართველოს მოედოს? ლოგიკურია, აბა ნიკო ხომ არ მოედება საქართველოს?!

10 comments:

taa said...

as usual ugemrielesi posti iko + nikos purebi momandoma :)

ბაჩო said...

ნიკოს მისამართი დაიდოს :)

Anonymous said...

მაკა დაბრუნდა?
მაგარი პოსტია, ყველა მებრენდიგემ უნდა წაიკითხოს და გაიკრან სასთუმალსა ზედა ;))

Anonymous said...

მადლობა მშვენიერი პოსტისთვის! ინფორვმირდი :))

Lord Vader said...

ნუ ახლა ეს ისეთი პოსტია, რომ კომენტარის წერა რომ დავიწყო, ერთი ამხელა გამომივა. :) ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვი, რომ გამეხარდა რომ დაბრუნდი.

მაკა ასათიანი said...

kvelas ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ :)

Unknown said...

vaime ra gemrieli suratia :)

Sophie שרה Golden said...

ბოლო პოსტერი რა საყვარელია. ადრე ლოყაწითელ ბავშვებს იყენებდნენ რეკლამებში და დღეს ტიტველ ქალებს, სამყარო იზრდება, არა? :დ

მაკა ასათიანი said...

ოხ, როგორ მიყვარს ლოყებღაჟღაჟა სარეკლამო პერსონაჟები :)))

taa said...

მაკატერინეეეეეეეეეეე
ეეეერთი ახალი პოსტი გვაჩუქე რააააა
გვენატრები