მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Sep 18, 2010

ნუმიზმატიკა, ძველი ფული და ჩემი კოლექცია

თურმე, რენესანსის ეპოქაში ევროპელი მაღალჩინოსნები ძველებურ მონეტებს აგროვებდნენ. მონეტების შეგროვების მეცნიერება კი ნუმიზმატიკაა. ეს ლათინური სიტყვაა და მონეტას ნიშნავს. გარდა ამისა, მონეტარულ და საგადასახადო სისტემებს შეისწავლის. პირველი წიგნი მონეტებზე 1514 წელს, ფრანგმა ფილოსოფოსმა გუილაუმუ ბუდემ დაწერა. არსებობს ადრეული პერიოდის ისტორიული დოკუმენტები, სადაც ნუმიზმატიკაზე კონკრეტული საუბარი არაა. იტალიელი პოეტი ფრანჩესკო პეტრარჩე წერდა, რომ მეღვინე მას ძველ ლითონის ფულს სთავაზობდა. რომაული მონეტების პირველი კოლექცია 1355 წელს თავად მწერალმა იმპერატორ ჩარლზ მეოთხეს წარუდგინა. შემდგომში, ეს მიბაძვის საგნად გადაიქცა. ადამიანები, რომლეთაც საკუთარი მონეტების კოლექციები აქვთ ნუმიზმატები არიან. ჩემს თავს ნუმიზმატს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. თუმცა, ძველი ფულისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დამჩემდა.

ამბავი ბათუმში დაიწყო. ლიდა ბებოს ეზოში ერთი ძველი და მიტოვებული სახლი იდგა, რომელიც დედამისს ნანისო მელაძეს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ადამიანს ყველაფერი ძველი და მისტიური იზიდავს. შესაბამისად, არც მე გახლდით გამონაკლისი. განსაკუთრებით მას მერე, რაც შევიტყე, რომ სახლში ძველი ნივთები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. სინესტისგან დამპალ პატარა ხის სახლს ალაგ-ალაგ იატაკიც კი არ ჰქონდა, ამიტომ შიგნით შესვლას ვერავინ ბედავდა. მე კი 7 წლისას სულმა წამსძლია და ჩუმად შევიპარე... ბნელ ოთახებში ბოდიალისას, მარტოობის, შიშისა და თავგადასავლის შეგრძნება მქონდა. კარგად მახსოვს, იქიდან გამოტანილი ქაღალდებით გატენილი ჩულქი, რომელიც დავმალე და თბილისში ჩუმად ჩამოვიტანე. ეს ქაღალდები ძველი ფული აღმოჩნდა, რომელიც ნანისოს თურმე ყოველთვის საკმაოდ ბევრი ჰქონია...

თანამედროვე ნუმიზმატიკა მეჩვიდმეტე-მეოცე საუკუნის პერიოდის მონეტებს შეისწავლის. მას ძირითადად ისტორიული თარიღების დადგენაში იყენებენ. მსოფლიო ნუმიზმატებს სხვა ინტერესები აქვთ. თავიანთ კოლექციებს ანტიკვარიატიად აქცევენ, შესაბამისად მათი ფასიც მატულობს. მონეტებს კი ხშირად კერძო აუქციონებზე ან უკანონოდ იძენენ. უკანონობის, რა მოგახსენოთ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არავინ მომედავება ბავშვობაში მოპარულ, ფულით გატენილ ჩულქზე. სამწუხაროა, მაგრამ არც პოტენციური მომჩივანია ცოცხალი. სამაგიეროდ, ჩემი მცირედი კოლექცია ყოველთვის გამახსენებს ჩემს წინაპრებს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირფასსა და ძველს. მონეტა ეკატერინე მეორეს პერიოდს მიკუთვნება. შესაბამისად მასზე მისი ინიციალებია გამოსახული, ეს სპილენძის 10 კაპიკიანი 1758 წელს არის გამოშვებული.


სოციალისტური რესპუბლიკების საბჭოთა კავშირის პერიოდი, 1930 და 1934 წლის 10 კაპიკიანები.


1867 წელს პირველი რუმინული ლეი შეიქმნა. ჩემი ლეი მასეთი ძველიც არ არის, ის 1966 წელს არის გამოშვებული. სამაგიეროდ მე, რომ მოხუცი ვიქნები უფრო მეტი ფასი ექნება :)


ვერცხლის 5 რეიხსმარკა. გამოშვებულოია 1934 წელს. სვასტიკა აქაც არ დავიწყებიათ. მისი ფასი 100-დან 200 ევრომდე მერყეობს.


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულო ბანკნოტაა, რომელსაც შეცდომით განსაკუთრებით ძვირფასად თვლიან. მართალია, ეს ძალიან იშვიათი ანტიკვარიატია, მაგრამ მისი ფასი დაბალია და დაახლოებით 100 დოლარს უდრის. თანაც ჩემი, ცუდ მდგომარეობაშია, შესაბამისად ამ დროს ფასიც უფრო ნაკლები აქვს. სამაგიეროდ 1909 წელია, უკვე საუკუნისაა.


ეროვნული ბანკის ბილეთი, რომელზეც ლენინია გამოსახული. ეს 10 რუბლის კუპიურა არც ისე დიდი ხნის წინ, 1947 წელს გამოიცა.


ამ 50 კაპიკიანს, რომელიც კუპიურაშია შესრულებული გამოშვების თარიღი არ აწერია. თუმცა, როგორც გავარკვიე ის 1918 წლამდე არის დაბეჭდილი.


ესეც საუკუნის ბანკნოტა - 1 რუბლი, რომელიც 1898 წელს დაიბეჭდა. თუმცა, მიმოქცევაში რატომღაც 1912-1917 წლებში გასულა. მაშინ ეროვნული ბანკის მმართველი ვინმე ი.შიპოვი ყოფილა, რომლის ხელმოწერა გარკვევით სჩანს ჩემს კუპიურაზე. ფულზე დატანილი წარწერები ძველ რუსულად არის შესრულებული.


პ.ს. ამის გარდა, კიდევ უამრავი კუპიურა და მონეტა მაქვს. სამწუხაროდ, ისინი დღეისათვის დიდ ფასეულობას ჯერ არ წარმოადგენენ. ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც მომეცემა შესაძლებლობა ეს ფული გადავცე ჩემს შვილისშვილებს. რაც შეეხება ჩემს ძველ ფულს გაჭირვების ჟამს აუცილებლად გამომადგება :)

9 comments:

Unknown said...

formaSi xar :)

Anonymous said...

გილოცავ სეზონის გახსნას მაკა! :)

ძცელი ფული, ალბათ, ყველა ოჯახშია. მამაჩემიც აგროვებდა ადრე... :)

მაკა ასათიანი said...

მადლობა ჩემო კარგო :*

Lord Vader said...

ჰო ძველი ფული ყველგანაა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით გეტყვით - ვისკი ძველი ჯობს და ფული კი მაინც ახალი მირჩევნია.

მაკა ასათიანი said...

მაგასაც ვაძველებ :))))

taa said...

დაგვიბრუნდააააააააა :)

მე ადრე საპნებს ვაგროვებდი, მერე სათვალეებს, მაგრამ ყველაფრის შეგროვება მბეზრდება რატომღაც

Lord Vader said...

მაკა ასათიანი said...
მაგასაც ვაძველებ :))))

ნეტა მქონდეს იმდენი, რომ დავაძველო :(

taa said...

isev dagvekargeeeeeeee? :(

Maka Asatiani said...

xo :(
magram am kviris bolos new post iqneba :*

p.s. samushaos gadavkevi :(