მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jul 31, 2010

ამბავი სახელწოდებისა - I ნაწილი

ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.

მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.

მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.

კომპანია „Intel“ აბრევიატურისგან შედგება. ბობ ნოისს და გორდონ მურს ახალი კომპანიისთვის „მურ-ნოისის“ დარქმევა სურდათ. სამწუხაროდ, მათ არ გაუმართლათ, ასეთი კომპანია უკვე არსებობდა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ კომპანიისთვის „Integrated Electronics” დაერქვათ. შემდეგ ორივე სიტყვის პირველი ასოები გააერთიანეს და „Intel“ შექმნეს.

ინგლისში პოპულარული ჟურნალი „The Sun” – სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მეგობრებმა დაარსეს. შესაბამისად ეს აბრევიატურა შემდეგნაირად იშიფრება „Stanford University Network” ანუ სთენფორდის უნივერსიტეტის ქსელი. თუმცა, ამ სახელწოდებას მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეყავს, ვინაიდან სიტყვა - Sun, ინგლისურად მზეს ნიშნავს.


კომპანია „Yahoo“-ს სახელწოდების შექმნის ორიგინალური ისტორია აქვს. სიტყვა „Yahoo“ ჯონატან სვიფტს ეკუთვნის. ადამიანი სახელით – Yahoo „გულივერის მოგზაურობაში” ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟია. კომპანიის დამფუძნებლები, ჯერი იანგი და დევიდ ფილო თავს იაჰუდ გრძნობდნენ. შედეგად, ერთ-ერთ უდიდეს საძიებო სისტემას ეს სახელი დღემდე შემოუტოვეს.

მსოფლიოში უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია - "Nokia” 1967 წელს არსდება. საკვირველია, მაგრამ ფინელმა რაბერ ვორკსმა კომპანიას მდინარის - ნოკიას სახელი დაარქვა და საკომუნიკაციო სადენების გამოშვება დაიწყო. დღეისათვის კი სახელწოდება "Nokia” პირველ რიგში სწორედ კომპანიასთან და მობილურ ტელეფონებთან ასოცირდება, ვისღა ახსოვს მდინარე ნოკია?

მაგალითად მსოფლიოში უმსხვილესი საძიებო სიტემა „Google” - 100 ნულიან ერთეულს აღნიშნავს. სხვათაშორის სახელწოდება „Google”-ის გაჩენის უამრავი ისტორია არსებობს. ეს ერთ-ერთი მათგანია და ყველაზე გავრცელებულიც - სტენდფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა ინვესტორებისგან ნულიანებით სავსე ჩეკი მიიღეს, რაც შესაბამისი სახელწოდების წინაპირობა გახდა. კომპანიის სახელწოდება Google იღბლიანი აღმოჩნდა, სახელს კი დღემდე ამართლებს.

P.S. ლოგო და ადამიანის სხეულის მსგავსად ამ პოსტსაც მოყვება გაგრძელება :)

7 comments:

Qilipa said...

ინწირესნი იყო... :) ,,The SUN" მომეწონა, არც კი მიფიქრია თუ მზე არ იყოს ეს SUN-ი...

clown said...

APPLE მმმმმ... <3


აი გულივერის მოგზაურობაში იაჰუები რა მაგრები არიან ^_^ <3

Maka Asatiani said...

ნამდვილად, ზოგი სახელწოდება სინამდვილეში სულ სხვა შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს :)

Lord Vader said...

გარდა მაგისა ეგ არის ხე ცნობადისას ნაყოფი - იმიტომაცაა მოკბეჩილი :)

Taa said...

Yahoo-s istoria momecona
sul ar maxsovs vin ikvnen iahuebi gulivershi :D

taa said...

ganagrdze cera tore gichivleb

მაკა ასათიანი said...

ამ კვირაში აუცილებლად დავიწყებ ახალ სეზონს :)))