მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jun 20, 2010

ლოგო და ადამიანის სხეული - II ნაწილი

პოსტში მოცემულია სხვადასხვა კომპანიის ლოგო, რომელთაც ერთირამ აერთიანებს - ყოველ ლოგოზე ადამიანის სხეული ან სხეულის რომელიმე ნაწილია ასახული. ეს რიგით მეორე პოსტია, თუმცა მცირედი ცვლილებებით. პირველ ნაწილს მოყვა გამოხმაურება თხოვნით - თითოეული ლოგოსთვის დამერთო სულ მცირე ინფორმაცია მისი წარმოშობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავდაპირველი ჩანაფიქრი ამას არ მოიცავდა, გავითვალისწინე რა თქვენი თხოვნა და ვცადე მისი შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. ვიმედოვნებ, რომ ეს პოსტი ახლა უფრო მოგეწონებათ:)

ლოგო №1
მაშ ასე - არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივ და ემოციურ მხარდაჭერას უცხადებს პრობლემების მქონე მამებს. ეს პრობლემები შეიძლება იყოს: ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ცოლთან გაყრა ან უბრალოდ კონფლიკტი და ა.შ. ამ სირთულეების ფონზე, მამები ხშირად მეუღლისგან განცალკევებით არიან, თუმცა კვლავ აგრძელებენ ურთიერთბას საკუთარ შვილებთან და ცდილობენ, რომ დროის დიდი ნაწილი სწორედ მათთან გაატარონ. ამრიგად, აღნიშნული ლოგო გამოხატავს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, სადაც ნათლად და პირდაპირ გამოხატულია მამისა და შვილის ურთიერთობა.


ლოგო №2
ინდური რესტორანი სახელწოდებით - thoppai, რაც ქართულად ღიპუცას ნიშნავს სავარაუდოდ არ შემცდარა არჩევანში. მის ლოგოზე გამოსახული ღიპუცა დადებითად მოქმედებს, თბილ ფერებშია შესრულებული და ამავდროულად ღიმილს მგვრის სახეზე.


ლოგო №3 და №4
ამ ლოგოების დიზაინერს თავდაპირველადვე უხეში იდეა მოსვლია აზრად, ვინაიდან ამას მოითხოვდა თავად პროექტი სახელწოდებით Head crate (head - თავი, crate - გისოსებიანი უჯრა). მან გამოიყენა ადამიანის პროფილი და შემდგომ დაამატა სხვადასხვა ვარიაცია. მოგვიანებით პირველი კონცეფციის გათვალისწინებით ლოგოს დაემატა მეტი C ასო, თუმცა ყოველი მათგანი სხვადასხვა ფორმის, რაც ადამიანთა თავის ფორმის სხვადასხვაობას აღნიშნავს და მიუთითებს იმაზე, რომ ყველას ინდივიდუალური ე.წ. headcrate სჭირდება.



ლოგო №5, №6, №7
საეკლესიო თემატიკაზე დაყრდნობით შექმნილი ლოგოები.




ლოგო №8
აღნიშნული ლოგო ეკუთვნის ავსტრალიურ ცენტრს, სადაც იოგას ასწავლიან. ლოგოზე გამოსახულია იოგას ერთ-ერთი პოზიცია.

12 comments:

keto said...

sainteresoa, tanac zalian :))))))))

Maka Asatiani said...

@Keto, მიხარია თუ დაგაინტერესა :)

Anonymous said...

მე-3 და მე-4 მომეწონა , იოგაც.

Maka Asatiani said...

@ როდრიგო, მე კიდე thoppai მომწონს :)ღიპუცა :)))))

მარიამ ბლანკი¹³ said...

wow
ase bevrad sainteresod a gasagebi gaxda posti!
momewona friad!!

Maka Asatiani said...

მადლობა ჩორვენ :*

CGSaba said...

2 ლოგო მართლა მაგარია.
ანუ დიზაინს რო + ახმელა აზრს დაატან წარანტება გარანტირებულია რა
:)

და რა ამინტერესებს ამ ინფორმაცია შენით ნახულბო თ სადმე წერია? :)
ანუ ამ ლოგოებს შენს ათითაოდ ეძებ?

Maka Asatiani said...

@CGSaba, თემის მოფიქრების პროცესია სხვადასხვაგვარია, მაგალითად კომპანიებზე/ბრენდებზე დაახლოებით 200-მდე იდეა (ჩონხის სახით) მაქვს ჩამოყრილი და ნელ-ნელა ვწერ და ვპოსტავ :)

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ იდეას წავაწყდი და შემდგომი განვავრცე, მოვიძიე ლოგოები და მათი წარმოშობის იდეები. და სადამდეც შევძლებ ასეთი ლოგოების მოძიებას მანამდე იქნება პოსტების ეს სერია :)

Lord Vader said...

ასე არ ჯობია? დაწერე ხოლმე ორი სიტყვა :)

აი მაგ ინდურ რეტორანზე ვერ დაგეთანხმები.
1. ჭამე ჩვენთან და ასე გასივდები
2. ჭამე ჩვენთან და ბოლო კერძი შეუჭმელი დაგრჩება
3. ჭამე ჩვენთან და მოიწამლები და მოკვდები.

ასე ვხედავ მე მაგ ლოგოს :)

///
ღმერთო... რა საზიზღრობაა ამ ბლოგსპოტის კომენტარების სისტემა...

მაკა ასათიანი said...

@Lord Vader, ჰაჰა :)
ეს ვერსია მაგარია - 3. ჭამე ჩვენთან და მოიწამლები და მოკვდები :))))))))))))

პ.ს. რა არ მოგწონს კომენტარების სისტემაში? :)

Giga said...

1. გთხოვთ გავითვალისწინოთ პროფესიონალური ტერმინოლოგიის სპეციფიკა.
2. აქვე განვმარტავ რა არის ლოგო, ლოგოტიპი და ნიშანი : ლოგოს, არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს "სიტყვას" λόγος;
Logotype, ლოგოტიპი არის სავაჭრო მარკის, სიტყვის ამსახველი ორიგინალური ასონიშნების წყობა :)
3. Brand-mark, trade mark, sign, emblem - ნიშანი, ემბლემა, დამღა, სასაქონლო ნიშანი არის საზოგადოებისა თუ საწარმოს ორიგინალური განმანსხვავებელი გრაფიკული სიმბოლო.
4. კორპორატიული, საფირმო თუ სასაქონლო გმირი Mascotte - მასკოტი.
მაგ.: ოლიმპიური თამაშების ზღაპრული თუ სტილიზებული გმირები, Nesquick-ის ბაჭია.
ყველაფერი ეს წარმოადგენს კორპორატიული თუ საფირმო აიდენტიკის პირველხარისხოვან ელემენტებს. ნიშანსა და ლოგოტიპს აგრეთვე უწოდებენ გრაფიკულ კონსტანტებს.

Giga said...

მოიპოვება ძალინ ბევრი, მშვენიერი ანალოგი ადამიანის სხეულის კონტურის ან პიქტოგრამის გამოყენებით. აგრეთვე ღირშესანიშნავია: http://www.chiemsee.com/ და http://www.kappa-sport.net