მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

May 9, 2010

წიგნები VS. კოსმეტიკა = Avon

ვის არ შეხვედრია უცნობი ადამიანი, რომელიც კარზე გვიკაკუნებს, ე.წ. „ჭეშმარიტებაზე“ გვესაუბრება და მერე ფერებში ილუსტრირებულ წიგნებს გვირიგებს? პირადად მე „ასეთებს“ ბევრჯერ შევხვედრილვარ, თუმცა „ჭეშმარიტების“ მოსმენის სურვილი არასოდეს გამჩენია. აი, დევიდ მაკონელმა კი უკვე 28 წლის ასაკში კარგად იცოდა, როგორ გაესაღებინა წიგნები არა „ჭეშმარიტებაზე“ საუბრით, არამედ კოსმეტკური პროდუქციის მეშვეობით. იმ უცნობი ადამიანებისა არ იყოს, ისიც კარდაკარ დადიოდა და ვინაიდან ეს ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინანდელი ამბავია, სახლში ძირითადად დიასახლისები ხვდებოდნენ. კლიენტების ყურადღებას კოსმეტიკური პროდუქციის მეშვეობით იპყრობდა, შემდგომში კი წიგნებს მათზევე ასაღებდა. ფაქტია, რომ თავის მოვლის საშუალებებზე ქალბატონები თითქმის არასოდეს ამბობენ უარს. აი წიგნები ხანდახან ნაკლებად აინტერესებთ. ამრიგად, დევიდმა აღმოაჩინა, რომ კარდაკარ დიასახლისებზე პარფიუმერიის გაყიდვები შესაძლებელია კიდევ უფრო მომგებიანი ყოფილიყო. სწორედ აქედან წამოვიდა პარფიუმერული კომპანიის დაარსების იდეა. ასე, გაჩნდა California Perfume Company (CPC), რომელსაც მოგვიანებით „Avon“ უწოდეს.


თავდაპირველად, კომპანია სუნამოს, პუდრს, პომადებსა და სხვა თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა. ხოლო 1946 წელს საჯაროობის მოპოვების პარალელურად პროდუქციის გაფართოება დაიწყო. შედეგად პირველმა მილიარდებმა 1979 წელს იწყო შემოდინება.



დღეისათვის, კოსმეტიკური კომპანია „Avon“ მსოფლიოს 135 ქვეყანაში მოქმედებს. მისი ყოველწლიური გაყიდვები დაახლოებით 9 - 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. „Avon-ის“ პროდუქცია ჩინეთსა და რუსეთში განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს. კომპანიას პირდაპირი მარკეტინგული სტრატეგია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 1886 წელს დაიწყო. „Avon-ის“ ყველაზე ცნობილი პროდუქტი მკერდის კიბოს საწინააღმდეგო მალამოა. მსახიობი, რიზ ვიზერსპუნი 2007 წლიდან კომაპანიის ოფიციალური ელჩია. ის მხარს უჭერს მალამოს პოპულარიზაციას.


კომპანია „Avon“ სავაჭრო ქსელს მთელს მსოფლიოში ფლობს. მისი დისტრიბიუტორები მყიდველის ძიებაში დღემდე კარდაკარ დადიან. ეს ორმხრივად მომგებიანი პირდაპირი მარკეტინგია. მსგავსი მიმართულება სხვა კოსმეტიკურ კომპანიებსაც გააჩნიათ. გამოდის, რომ დევიდ მაკონელი თავის დროზე არჩევანის გაკეთებისას არ შემცდარა.

პ.ს. თუ უცნობი ადამიანი დაგიკაკუნებთ კარზე და ე.წ. „ჭეშმარიტებაზე“ საუბარს შემოგთავაზებთ, თქვენს არჩევანში არ შეცდეთ. სწორედ დღეს დამემართა მასე - გავაღე კარი, დავკეტე კარი. ერთიც და მეორეც სექტაა ჩემთვის. უბრალოდ მეორეს ხანდახან მაინც ვეტანები, ალბათ ისევე, როგორც სხვები. ვის არ გადაუშლია კატალოგი და სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთავს კოსმეტიკა?

12 comments:

Anonymous said...

იეღოველები კარგ იყო ;))
თუ არ ვცდები "ევონის" სახე ჯულია რობერტსიც იყო ადრე.

luludaki said...

gamexarda axali inpormacia:)sxvatashoris dges momianes avon jurnali da mshvenieri suanamo shevarchie:)

Maka Asatiani said...

@როდრიგო, მართალი ხარ ჯულიაც იყო ეივონის სახე :)

@luludaki, მე კიდე შენი გამოჩენა გამიხარდა :)))))

Taa said...

me SemikveTavs

rodesac finansuri krizisi maqvs AVON-s mivmarTav xolme

samcuxaroa magram factia :)

Lord Vader said...

ეივონის გაყიდვების მეთოდისდღეს უკვე ბიზნეს-კოლეჯებში ასწავლიან.

მაგრამ ისე, ერთი ამ ჯულიას ღიმილი რა ვთქვი და მერე რიზ უისპურნის თუ რა ჯანდაბაა ფეხები.
:)

Natalie said...

მომეწონაა :) ისე მაკ, იმ დღეს მე და შენც მოვბოდიალობდით ჭეშმარიტებაზე მოსაუბრეებივით, აი იქ :D

Maka Asatiani said...

ui natalie, rogor moxda welcome sheni pirveli komentariturt :D
p.s. vit ar unda magas, chven mxolod cheshmaritebas vgagadebdit mashin :D :D

Brotseuli said...

რა საინტერესო ამბავია... Avon-ის არაფერი მიხმარია,შამპუნებს აქებენ ძალიან.

Maka Asatiani said...
This comment has been removed by the author.
Anonymous said...

საინტერესო ისტორიაა
g.z

Maka Asatiani said...

@g.z. კეთილი, კარგია თუ მოგეწონა.

nuca said...
This comment has been removed by a blog administrator.