მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 9, 2010

ჰიბრიდული სმარტფონი - „Chairman“

ხომ გაგიგიათ - ვისაც არა აქვს ნოკია, ვჟიზნე ის ადინოკია! მომიტევეთ ჟარგონისთვის, მაგრამ თავს სწორედ მასე ვგრძნობ. მობილური ტელეფონი გარდამეცვალა, სისტემამ აურია, ის უბრალოდ აღარ მუშაობს და ჩემთვის ძალიან საჭირო უამრავი კონტაქტი თან წაიღო. ეჰ, არადა რამდენი რამ მაკავშირებდა ამ ტელეფონთან. ოთხი თვის ხელფასი, რომელიც მის შეძენას მოვანდომე და კიდევ მუდმივი კავშირის 4 წელიწადი. დროა ახალ მობილურ ტელეფონზე ვიზრუნო, მანამდე კი კიდევ ერთ ფუფუნების საგანს წარმოგიდგენთ „Ulysse Nardin-ის“ ჰიბრიდულ სმარტფონს, სახელწოდებით - „Chairman“.

სინამდვილეში, „Ulysse Nardin“ საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიაა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამასთანავე, ჰიბრიდული მობილური ტელეფონების ტექნოლოგიების სფეროში პიონერია და ახალი პროდუქტის მეშვეობით, ძვირადღირებული მობილური ტელეფონების ბაზარზე რევოლუციასაც ახდენს.


„Chairman-ის“ მახასიათებლები:
 Google Android™-ის საობერაციო სისტემა;
 3,2 დიუიმის მოცულობის სენსორული ეკრანი;
 თითის ანაბეჭდის იდენტიფიკატორი;
 8 მეგაპიქსელიანი კამერა;
 მაღალი გარჩევადობის ვიდეო;
 YouTube™, Google Maps, Gmail™, Google talk და Facebook™;
 3G, GSM/WCDMA - 2G Bands 850/900/1800/1900MHz 3G Bands 900/2100MHz;
 სმარტფონის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფილია პროცესორით - Freescale i.MX;
 შიდა მეხსიერება 32 გიგაბაიტი;
 თამაშების გამოყენების გაფართოებული შესაძლებლობები;
 8 საათიანი სალაპარაკო დრო, 30 დღე მოლოდინის რეჟიმში.
 Ulysse Nardin Rotor (კინეტიკური სიმძლავრის სისტემა) და Crown (ბატარეის დამატებითი ელექტო კვება)

ამრიგად, ტელეფონი „Chairman-“ კომპანია „Ulysse Nardin-ის“ და „SCI Innovations-ის“ ერთობლივი პროდუქტია. ის 5 სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდობი. აი მისი ფასი კი 12 800 დოლარიდან 49 500 დოლარამდე მერყეობს, რაც ინდივიდუალურ შეკვეთაზეა დამოკიდებული.

6 comments:

clown said...

რა სასტიკად მახინჯი ტელეფონია :D

Maka Asatiani said...

ეს უფრო საათმობილურჰიბრიდიუსია :)

Anonymous said...

nokia is the best!

aleksandre said...

ვაჰ, დიზაინით და რაც მთავარია ტექ-მონაცემებით ძალიან მაგარია. Vertu-სათვის გარედან პლატინა და შიგნიდან ფანრიანი ნოკია არ არის :D

Maka Asatiani said...

@aleksandre, ერკვევი კაცი აშკარად :)

Taa said...

ra gavs

mere rarom dzalian magaria shignidan :(