მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 29, 2010

ქეით მოსის ბრენდის იდენტურობა

მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შეჩერებული იყო და ახლა 2010 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად, ქეით მოსის იმიჯზე პიტერ სევილი და მბეჭდავი - პოლ ბერნსი ერთობლივად ზრუნავდნენ.


„ქეითი გარკვეულწილად ხატია, ახალგაზრდა ქალები ცდილობენ დაემსგავსონ მას. ის მისაღებია და ამავდროულად საშიშიც. ახალგაზრდა ქალებისთვის შესაძლებლობებთან ასოცირდება - არ არის წარმოუდგენლად ლამაზი და მომხიბვლელი, არც განსაკუთრებული მანერებით გამოირჩევა. ქეითი, სწორედ ამ მახასიათებლებმა გახადეს მისაბაძი. მან არ უარყო საკუთარი ფესვები და არ გადასახლებულა სხვა ქვეყანაში. ამან ქეითს თაობების სიყვარული მოუტანა. ის ბრენდია, ხოლო ეს შემდგომი ეტაპი მისთვის გარდაუვალი პროდუქტის რეალიზაციაა“- განმარტავს სევილი.


სუპერმოდელის თანამშრომლობა „ტოპშოპთან“ დასაბუთებულია, მაგრამ მისი ბრენდის ძალა და ცნობადობა აქ არ სრულდება, გამომდინარე იქიდან, რომ ქეით მოსის პროდუქციის იდენტურობის საჭირობის საკითხი მისმა სამოდელო სააგენტომ „სტორმმა“ წამოჭრა. ასე დაიწყო რაღაც პოპულარულისა და ამავდროულად ბოჰემურის ძიება. ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ თინეიჯერებისთვის განკუთვნილი და ბანალური იდენტურობა. დიზაინერებს რაღაც თანამედროვე სურდათ, რაც ამავდროულად დროებას გაუძლებდა.



თავდაპირველად, პიტერ სევილი ქეით მოსის ხელმოწერაზე ატარებდა ექსპეიმენტებს, თუმცა მოგვიანებით ამ სტრატეგიას შეეშვა და პოლ ბერნსთან შრიფტების განხილვას შეუდგა. შრიფტის დიზაინის ძიებაში ჩართულები, შესაფერისს სტილს დიდხანს ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ, ბერნსმა ალექსეი ბროდოვიჩის შრიფტს მიაგნო, რომელიც ძველი კატალოგის დათვალიერებისას ხელახლა აღმოაჩინა.


„ყოველთვის მსურდა ამ შრიფტის გამოყენება. ასოების ეს კომბინაცია ქეით მოსის სულს განასახიერებს. შრიფტი რთული და ამავდროულად თანამედროვეა, ახასიათებს თავისებური მოდერნიზმი და გეომეტრიულობა. თანამედროვეა, მაგრამ ძველი ფასეულობების მატარებელი.“
ქეით მოსი ბრენდის იდენტურობის განსაზღვრის პროცესში ბოლო ეტაპზე ჩაერთო. 20 შემოთავაზებული ვარიაციიდან მან სწორედ ალექსეი ბროდოვიჩის შრიფტით შესრულებული წარწერა ამოირჩია. პიტერ სივილის თქმით, ეს სწორედ ის არის რაც ქეითს სურდა.

P.S. ავტორი - მაკა ასათიანი, მომზადებულია DESIGNTbilisi-სთვის.

P.s.s. ქეით მოსის მაღაზია ნიუ-იორკში.

14 comments:

ლიშთოთა said...

"იდენტობა" უფრო სწორი იქნებოდა (ამ შემთხვევაში)

Lord Vader said...

ამ შემთხევაში სწორი იქნებოდა იდიოტობა :) ეგ ქალი უგემოვნობის ეტალონია.

უმკერდო მოსის სილამაზის ეტალონად დამკვიდრებაზე უარესი მარტო ვიქთორია ბექჰემის გაფეტიშებაა. :)

Maka Asatiani said...

ლიშთოთა, მართალი ხარ, სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ.
პ.ს. კიდევ თუ იპოვი მსგავს ხარვეზებს შემატყობინე, მადლობელი დაგრჩები.

Anonymous said...

მაკა ჟურნალში დაბეჭდეეს!!!:) კიდევ ერთხელ გილოცავ:)
მე მომწონს მოსი, ქემბელი და შიფერი მირჩევნია, მაგრამ ქეითსაც აქვს რაღაც. ნეტა ის 2 თუ გახდება ბრენდი?

Maka Asatiani said...

როდრიგო, ჟურნალის პირველ ნომერს ივნისის ბოლოს ველოდებიით-ო :)

Anonymous said...

ააჰა, ხოდა მეც დაველოდები ;))

margiela said...

mosi kargi modelia ,dizainerobaze ra mogaxsenot.. saintereso statia iyo qalbatono delavik :*

Sophie שרה Golden said...

ხან მომწონს ეს ქალი, ხან - ნერვებს მიშლის. აი, რაღაც მუსიკალურ კლიპში ვნახე და ძალიან მომეწონა.

დედაჩემი ამბობს, მგელს ჰგავს რაღაცნაირადო :ლოლ: მგელს, არ ვიცი, მე წრუწუნას მაგონებს :D

Maka Asatiani said...

ქეით მოსის მიმართ ჩემნაირი დამოკიდებულების მქონე ადამიანი გამოჩნდა, ვივა, მეც მასე ვარ სოფ.

პ.ს. ეს იგულისხმე ალბათ
The White Stripes - I Just Don't Know What to do With Myself

Irma said...

ქეით მოსის რა მოგახსენოთ, მაგრამ სტატია საკმაოდ საინტერესო იყო.

Lord Vader said...

მოგიღო ხომ ბოლო მოსმა :) შემოქმედებით კრიზისში შეხვედი. :)

ამიტომ, უნდა დაგეწერა ევა ჰერციგოვაზე.

Maka Asatiani said...

არა ლორდ, უბრალოდ სამ სამსახურს ვეზიდები ახლა, იმედია ვიქენდზე ახალ პოსტს დავდებ. იდეები მაქვს ულევი :))))
მაპატიეთ თუ მოგაწყინეთ უპოსტობით :)

Taa said...

What you want Lord? :D :D :D

ქეით მოსი ლეგენდაა, მოდელი რომლის სახელიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ––
და არც ისე პატარა ვარ შენც კი იცი :)

Nina Gorecki said...

:)) ქეით მოსი იმიტომ არ გამხდარა მისაბაძი, რომ ძალიან ლამაზი არაა. იმიტომ გახდა რომ სტილის ძალიან მაგარი შეგრძნება აქვს და რაც მთავარია, ავთენტურია

ხოდა, ლორდ, იმიტომ რომ მკერდი არ აქვს, უგემოვნოაო, უცნაური არგუმენტია

სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერისგან დასაბუთებულ არგუმენტს, რატომ არის მოსი უგემოვნო. გნებავთ აქ, გნებავთ ჩემს ბლოგზე