მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 5, 2010

სააღდგომო კვერცხები და ფაბერჟე

ველოდები ჩემს 25-ე დაბადების დღეს, კიდევ სამმა თვემ უნდა განვლოს აგვისტომდე. ამინდი ნელ-ნელა სითბოს გვაპარებს. მე, როგორც მზის შვილს კმაყოფის შეგრძნებას მიმძაფრებს. ახლა აპრილია. აღდგომაა და ისიც 25-ე ჩემს ცხოვრებაში. ეს დღესასწაული ისევ ისე მიყვარს, როგორც ბავშვობაში. სააღდგომო კვერცხები შეღებილია, პასკა გამომცხვარია. ახლა უფრო დაზუსტებით ვიცი, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ პატარებს ახარებს. რეალობაში, აღდგომა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სააღდგომო კვერცხების შემქმნელების შთაგონების მთავარი წყაროა. რას იფიქრებდა ადამიანი საუკუნეების წინ, რომ შეღებილი სააღდგომო კვერცხები შესაძლებელია ოდესმე ხელოვნების ნიმუში გამხდარიყო? ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში დეკორაციული სააღდგომო კვერცხები ნებისმიერი მასალისგან მზადდება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს.

გერმანელი მხატვრის, პიტერ ნებენგაუსის კოლექციიდან: სიცოცხლის სიმბოლო - ოქროსფერი კვერცხი, რომლის ღირებულება 20, 400 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. ხოლო მეორე, სვაროვსკის კრისტალებით ინკუსტირებული 7000 ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.


ფაბერჟე რუსეთიდან. ასეთი მხოლოდ 6 ცალი არსებობს, მისი ფასი კი 50, 000 ა.შ.შ. დოლარია.


ესეც სენსაციური კვერცხი 76, 250 ა.შ.შ. დოლარად, რომელის შემადგენლობაში შედის შოკოლადი და 100 კარატი ბრილიანტი. ის სპეციალურად La Maison Du Chocolat-ისთვის იქნა შექმნილი.


ნატალია ზაიცევას ნამუშევარი ფაბერჟეს ხელოვნებას და რუსულ სტილს აერთიანებს. რეცეპტი: ოქრო, ძვირფასი თვლები და მათ შორის სვაროვსკის კრისტალები.


ფაბერჟეს ზამთრის კვერცხი, რომელიც 3000 ბრილიანს აერთიანებს 9,6 ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.


როტშილდების ფაბერჟეს კვერცხი ისეთი ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს. გასულ წელს კრისტის აუქციონზე ის 18, 5 ა.შ.შ. დოლარად გაიყიდა.


P.S. ყველა მკითხველს ვულოცავ აღდგომას!


3 comments:

clown said...

გილოცავ ^^

Anonymous said...

მრავალს დაესწარი! :))

Anonymous said...

rogori lamazia faberges kvercxebi :*