მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 12, 2010

სტუდენტური ბიზნესი 1000 ა.შ.შ. დოლარად

წარმოუდგენელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „DELL-ის” საწყისი კაპიტალი 1000 დოლარს შეადგენდა. მაიკლ დელის მიერ 1984 წელს დაარსებულ კომპანიას თავდაპირველად პირდაპირი გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდა არჩეული. ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტი მაიკლ დელი თვლიდა, რომ ამ გზით ის კლიენტებს დაუახლოვდებოდა და ზუსტად გაიგებდა თუ რა სურთ მომხმარებლებს. სტრატეგიამ გაამართლა. მაიკლმა უნივერსიტეტი მიატოვა, მშობლების 300 ათასიანი ქონება ბანკში ჩადო და მთელი დრო ბიზნესს დაუთმო.


საკუთარი დიზაინის კომპიუტერი „ტურბო” კომპანიამ 1985 წელს გამოუშვა, თუმცა პროცესორი არანაკლებ ცნობილ კომპანიას „ინტელს” ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა „DELL-ის” კაპიტალი 73 მილიონი დოლარით გაიზარდა. ინტერნეტის მეშვეობით „DELL-ის” პროდუქციის შეძენა 1996 წელს გახდა შესაძლებელი. ამერიკაში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებით კომპანიამ 1999 წელს „HP-ის” გაუსწრო. 2000 წლისთვის კი მისმა შემოსავალმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა.


კომპანიის მარკეტინგული სტრატეგია თითქმის არ შეცვლილა. პროდუქციის გაყიდვები დღითიდეღე მატულბდა, თუმცა უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში „DELL-მა” დათმო საკუთარი პოზიციები. ეს შემოსავალზე და თანამშრომელთა რაოდენობაზეც აისახა. 2009 წელს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობამ 76, 500 ადამიანი შეადგინა. წლიურმა შემოსავლმა კი 61.101 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია. „DELL” ინფორმაციული ტექნოლოგიების მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც ქმნის, ავითარებს და ყიდის კომპიუტერულ პროდუქციასა და სერვისს.

ამერიკულმა ჟურნალმა „ბიზნეს ვიქმა” „DELL” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების 2009 წლის ასეულში ოცდამეთხუტმეტე ადგილზე დააფიქსირა. ხოლო ბრენდის ღირებულება 10,291 მილიონ ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.



პ.ს. რა ბინესის წამოწყება შეიძლება დღეს 1000 დოლარად?

7 comments:

pexsacmeli said...

გაუმართლა დელს, აბა ჩვენს დროს რა ბიზნესს დაიწყებ ათას დოლარად :| ისე საინტერესო პოსტია, ძალიან მომწონს შენი ბლოგი.

clown said...

მხოლოდ გამართლება და დიდი ტვინი ^_^

Sophie שרה Golden said...

ჩემს მშობლებსაც რომ ჰქონოდათ ამხელა ქონება, მეც დავიწყებდი ბიზნესს :ლოლ:
ჭკვიანი კაცი რომ არის ეგ მაიკლ დელი, წყალი არ გაუვა. ისე, არ მჯერა, როცა ასეთ ზღაპრებს ჰყვებიან, ვიღაცამ 1000 დოლარით დაიწყო, ვიღაცამ 10-ით და მერე უცებ აღმოჩნდება, რომ მშობლებს ბლომად ფული ჰქონდათ... კაპიტალისტური ზღაპარია, ჩემი აზრით.

Lord Vader said...

ძალიან კარგი დიზაინიც აქვთ პლუს.

თუმცა გაყიდვებით HP-იმ გადაურბინა. :)

Maka Asatiani said...

ნამდვილად გადაურბინა. სხვათაშორის ძალიან მომწონს მაგათი დიზაინი და კომპებიც,ერთი წელი ვიმუშავე დელის ლეპტოპზე სამსახურში და ერთხელ არ მქონია პრობლემა.

Taa said...

shen erti celi da chems qmars mgoni chiplari ro miozvra im periodidan aqvs es delis leptopi da fantastiurad mushaobs
mere gachnda vikiko, gaxda 8 tvis da 2 cali klavishi amougdo
manamde kvelaferi kargad iko :)

me minda tetri notebook

Nina Gorecki said...

მე მაქვს Dell და მომწონს. მგონი, ამერიკაში ახლაც გაყიდვების ლიდერია. ოღონდ დიზაინს მეტ ყურადღებას რომ დაუთმობდნენ...