მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Mar 24, 2010

„როზენტალის“ მოხატული თეფშები

ბებია (დედის დედა) არასოდეს მინახავს. ის ახალგაზრდა მკერდის კიბოსგან გარდაცვლილა. აი, დიდი ბებია კი კარგად მახსოვს. ძალიან უცნაური იყო ლიდა... კოხტა, კოპწია, მოწესრიგებული, არისტოკარტი და დახვეწილი. ზაფხულობით, როდესაც არდადეგები იწყებოდა, მთელი სამი თვით ბათუმში მაგზავნიდნენ. ხოდა, მეც ზღვიდან დაბრუნებულს სხვა რა საქმე მქონდა? დავძვრებოდი კარადებში, ვათვალიერებდი ყველაფერს. ორივე სართულის ყოველი ოთახი, სარდაფი და სხვენი შესწავლილი მქონდა. ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენდი და მიხაროდა. ჩემი უსასრულო ევრიკის საგანი ლიდა ბებოს ანტიკვარული ნივთები იყო. რას არ იპოვიდი ამ ძველ საგვარეულო სახლში, მაგრამ განსაკუთრებულად ნაირფერი ჭურჭელი მიყვარდა. ვერცხლის დანები, ჩანგლები, კოვზები და აუარებელი, რაოდენობის მოხატული თეფშები. ოჯახში ყოველი ნივთის გაჩენის ისტორიას მიყვებოდა ბებო. ასე, რომ თუ კი მეორედ ვათვალიერებდი რამეს, ბედნიერებისგან მეღიმებოდა, ვინაიდან სწორედ ამ წუთებში იბადებოდა უცნაური, საიდუმლო, ოდნავ მისტიური კავშირი ჩემსა და ლიდა ბებოს ნივთებს შორის. მე ხომ მათი ისტორია ვიცოდი. სამწუხაროდ, ლიდა ბებია ახლა უკვე აღარ არის. მისი ნივთების უმეტესობა მართალია მიმოფანტულია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია. პირადად მე მისგან სახსოვრად ოქროს საათი დამრჩენია, დედაჩემს ვერცხლის ყალიონი და ის ნაირფერი ჭურჭელი, რომელიც ოდესღაც ჩემი ევრიკის საგანი იყო. მიხვდებოდით, თემა ჭურჭლის მწარმოებელ კომპანიას ეხება.

გერმანული კომპანია „როზენტალი” უკვე 120 წელიწადზე მეტია ზოგადად აღიარებული, ჭურჭლის მოდის კანონმდებელია. ის ყველაზე ცნობილი ფორმებისა და დეკორის ავტორია. „როზენტალი” იდეალურად აერთიანებს ხარისხს და მხატვრულ ელეგანტურობას, ახალ ტენდენციებს კი წინასწარ გრძნობს და თავის პროდუქციაში ხორცს ასხამს.

„როზენტალის” ისტორია 1879 წელს იწყება. ფილიპ როზენტალი ამერიკიდან დაბრუნდა და მხატვრული სტუდია დაარსა, რომელიც პატარა ხის სახლში იყო განთავსებული. აქ ძირითადად ფაიფურის ჭურჭელს რთავდნენ და სხვადასხვა მოხაზულობებსა თუ ნახატებს უმატებდნენ. 1886 წელს მისი პროდუქცია ადგილობრივ რეესტრში დაარეგისტრირეს. დღემდე შენახულია საფერფლის ეგზემპლიარი, რომელსაც სასაცილო წარწერა ამშვენებს: „მოსასვენებელი ადგილი ცეცხლმოკიდებული სიგარებისთვის”.

კომპანია ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში შემდეგ სლოგანს იყენებდა: „ყოველთვის აქტუალური”. სწორედ ეს გახლდათ წარმატების საწინდარი, იმიტომ, რომ „როზენტალის” ჭურჭელი მუდმივად ყურადღებას იპყრობდა. კომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი ჯილდო მიიღო. ნამუშევრები კი ყოველთვის დიდი სიამაყით გააქვს საერთაშორისო გამოფენებზე. 1997 წლიდან იგი „ვედგვუდ ვატერფორდ” ჯგუფთან თანამშრომლობს. ახალმა საქმიანმა ურთიერთობებმა კიდევ უფრო მეტი წარმატება და საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

„როზენტალს” წარმოების ორი მიმართულება აქვს. ერთი ულტრათანამედროვე და მეორე კლასიკური. შესაბამისადაა დაყოფილი სტუდიები. მაგალითად, „როზენტალ ლაინ სტუდიო”, სადაც თანამედროვეობის საუკეთესო დიზაინერები არიან დასაქმებულნი. აქ ძირითადად მოდის ტენდენციების შესაბამისი ჭურჭელი იქმნება. ასევე, „როზენტალ კლასიკი”, რომელიც რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით მიდის და ყველა დროის ყველაზე ძვირფას ჭურჭელს აწარმოებს. გასულ საუკუნეში წარმოებული „როზენტალ კლასიკის” უმეტესობა კი დღეისათვის ანტიკვარიატის მაღაზიების დახლებს ამშვენებს.

პ.ს. Mad hatter-თან ერთად ფინჯან ჩაიზე უარს არ ვიტყოდი :)

14 comments:

Anonymous said...

შესავალმა დამბურძგლა. რა კარგი პოსტია. საყვარელი ლიდა ბებო :*

Anonymous said...

მშვენიერი პოსტი გამოვიდა! აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს გადმოცემას, ერთი შეხედვით უბრალო საგანი, როგორიცაა თეფში ასე საინტერესოდაა წარმოჩენილი. პირადის დამატებამ გააორმაგა ეს ამბავი :)))

Unknown said...

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია . . . მადლობა მაააკ :*

clown said...

რა სჯობია ლამაზ ჩაის ფინჯანში "მჟავე" ჩაის დალევს <3


ვგიჟდევი :შ

Lord Vader said...

აი, სფერო, სადაც 100% დილეტანტი ვარ :)

თუმცა, კი შემიმჩნევია, ლამაზ კათხაში როა ლუდი უფრო გემრიელად ისმევა. რამე პლასტმასის ბანძ ჭიქაში ყავაც ბანძდება. და საფერავს უბრალო თლილ "სტაკნებში" რომ ჩამოასხამენ ხოლმე, მგონი იქედან ამხოტომა უნდება.

Maka Asatiani said...

გეთანხმები ლორდ, მე მაგალითად ამ ყველაფერთან ერთად მიყვარს თხელი ჭიქები. ყოველთვის გემრიელია თხელი ჭიქიდან დალეული წყალი, ღვინო, ლუდი და ა.შ. :)

სიყვარულოვნა said...

არაჩვეულებრივი პოსტია.
ძალიან მომეწონა
თეფშები კი ულამაზესი...

Lyu said...

So beautiful :)

luludaki said...

me9e me unda viyo chemo princesa...genialuri xar yovelmxriv..

Sophie Golden said...

მეც როგორ მიყვარდა ბავშვობაში ძველი ნივთების ქექვა, ისეთებისაც კი, უკვე მილიონჯერ რომ მქონდა გადაქექილი, მაინც სულ ახალ-ახალ რაღაცებს ვპოულობდი.

ჭურჭლის "ფეტიშს" ვერასოდეს გავიგებ ალბათ :| საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია საჭმელი/სასმელი იყოს კარგი და უბრალო მინის ჭურჭელი სრულიად მაკმაყოფილებს.

Taa said...

კვერცხისებრ თეფშებზე და მათ მოხატულობაზე გავაფანატე

Anonymous said...

kargi postia .. momewona : X

vasasi said...

და ის ნივთები?..

რაც ბებომ დაგიტოვათ თქვენ არ გაქვთ?..

რაღაც ისე დაწერე...

Maka Asatiani said...

თავისთავად ყველაფერი ვერ გვერგებოდა, ჩვენს გარდა სხვა ნათესავებიც ხომ იყვნენ :)