მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Dec 2, 2009

შოკოლადის მარათონი

შოკოლადის ბატონი „სნიკერსი" თურმე ცხენის სახელს ატარებს. თავდაპირველად მას მეორე სახელწოდებაც ჰქონია და ირლანდიაში, როგორც „მარათონი” იყიდებოდა. მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი ტკბილეული ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდის ოდენობით იჭმევა. ეს ყველაფერი კი მას მერე, რაც ბაზარზე 1930 წელს გამოვიდა, დროთა განმავლობაში ტკბილეულის მომხმარებელს თავი შეაყვარა და დღემდე პოპულარობას არ კარგავს. ცნობისათვის, „სნიკერსი" „მარს ინკორპორეიტედის” პროდუქტია.

რძე, არაქისი, შაქარი, კარაქი, ლაკტოზა, მარილი, კვერცხი - ეს ის მცირე კომპონენტებია, რომელსაც „სნიკერსი” შეიცავს. კომპანია „მარს ინკორპორეიტედმა” თავისი არსებობის მანძილზე არაერთი სახის „სნიკერსი” გამოუშვა, მათ შორის ისეთი ცნობადი, როგორიცაა: „სნიკერს დუო”, „სნიკერს იქსტრიმი” და „სნიკერს ბლექი”.


„სნიკერსთან" დაკავშირებული ყურადღების მიმპყრობი ფაქტი - მზარეულ ენტონი ტომფსონის ნამცხვარი, სახელწოდებით „სნიკერს ფაი” ბრიტანეთის საკვები პროდუქტების კომისიის ყურადღებას 2006 წელს იქცევს. პროდუქტი, რომლის რეცეპტში 5 სნიკერსი შედის ყველაზე კალორიული და ჯანმრთელობისათვის მავნე აღმოჩნდა. მომხმარებელი უკმაყოფილობას გამოთქვამს. შოკოლადის გაყიდვები კი მაინც მატულობს.

ტკბილეულის მოყვარული მეც გახლავართ, თუმცა ყველაფერს მწარე/შავი შოკოლადი მირჩევნია. ექიმები ხანდახან იმასაც ამბობენ, რომ ის ჯანმრთელობას ნაკლებად ავნებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მათი აზრი ნაკლებად მაინტერესებს. მხოლოდ ის ვიცი, რომ შავი შოკოლადის ერთი ფილაც კი საკმარისია ჩემს სახეზე ბედნიერი ღიმილის გამოსახატავად :)

პ.ს. თემატური ვიდეო კარგი განწყობისთვის :)

10 comments:

კაპუჩინო said...

მშვენიერი პოსტია :) მე რომ მიყვარს, ისეთი :) თან გემრიელიც..

ბელგიური შავი შოკოლადით სავსე კალათი ჩემზეა, მაკ :)

Maka Asatiani said...

WoW, მადლობა კაპუჩინო :)

clown said...

რა გემრიელი პოსტია ^^

Avrora's blog said...

interesting :) love your blog

margiela said...

me baunti mirchevnia yvelapers magram ras erchi, snickersic kargia roca gshia! :)

ჯორჯ პაიკი said...

გორც იტყვიან ხოლმე: ”ის მაინც არსებობს” :)))

taa said...

me tviqsis fani var bolo ramdenime welia
da mxolod tviqsis shemdeg vakeneb snikerss

es shedarebit iafiani, Tore ise ritter sportis gemos veraferi sheedreba :)

Unknown said...

საინტერესო ბლოგია

მკითხველებში ჩავეწერე :)

tinatin said...

ra saocari damtxvevaa!mec vgijdebi shav shokoladze da,raoden saocaric ar unda iyos,mec garantirebuli maqvs gimili saxeze!ragac gvaqvs me da shen, makush,saerto;))

Maka Asatiani said...

თინათინ, შავ შოკოლად მაგიური ზალა აქვს! :)