
მილიარდოლარიანი ღირებულების კატეგორიაში შემავალი ბრენდები: „არიელი", „ჯილეტი", „პამპერსი", „ველა", „თაიდი", „მაქს ფაქტორი", „დურასელი", „პანტინი", „ბრაუნი" და „ორალ-ბი" მსოფლიოში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქციაა. ამ საქონლის გაყიდვები დღითიდღე მატულობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რა აერთიანებთ მათ. ყოველი მათგანი კომპანია
„Procter&Gamble-ის” საკუთრებაა.
კომპანიის სახელწოდება ორი ნაწილისგან შედგება. ვილიამ პროკტერი სანთლებს, ხოლო ჯეიმს გეიმბლი საპონს აწარმოებდნენ. თუმცა, რომ არა დები, რომელზეც მათ იქორწინეს, ისინი შესაძლოა ვერასოდეს შეხვედრილიყვნენ. მეწარეები 1837 წელს გაერთიანდნენ და საკუთარი კომპანია „Procter&Gamble” დაარსეს.
პირველი მილიონ დოლარიანი მოგება „Procter&Gamble-მა” 1859 წელს მიიღო. ამ დროისთვის კომპანიაში 18 ადამიანი მუშაობდა. გაყიდვებმა პირველი მსოფლიო ომის დროს იმატა. ამერიკელი ჯარისკაცები კონტრაქტის თანახმად სწორედ „Procter&Gamble-ის” საპონს მოიხმარდნენ.