მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 28, 2009

დინასტიური იმპერიის საწყისებთან

ადამინის სიცოცხლე ჰაერის გარეშე წარმოუდგენელია, ასევეა ავტომობილი საწვავის გარეშე. საწვავი გადამუშავებული გამონაბოლქვის სახით გარემოს აბინძურებს, გარემოს დაცვის აქტივისტები კი გამუდმებით ებრძვიან ამას. გამოდის, რომ მოქმედებაში მყოფი ავტომობილი ადამიანს ვნებს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაფრის მიუხედავად ძალზედ შეყვარებულია ავტომექანიკაზე, არც ძალისხმევას იშურებს მის მოსავლელად და ათასობით ა.შ.შ. დოლარს ახარჯავს.

მე არ ვარ გარემოს დაცვის აქტივისტი, არც ავტომექანიკას ვემდური, აი ფულის ხარჯვა კი ალბათ ისევე, როგორც ყოველ თქვენთაგანს ნამდვილად მეხერხება. ჩემი დღევანდელი ისტორია ყველაფრის მშთანთქველ მანქანაზეა, რომელმაც დროებას გაუძლო და დღეს ყველასათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. ამბავი, უბრალო ექიმის შვილს, მრეწველობით დაინტერესებულ ფილანტროპისტს, მომავალში მთელი იმპერიის მფლობელსა და ცნობილ მონოპოლისტს ჯონ დევისონ როკფელერს ეხება.

როკფელერს პირველი მილიარდები სასმელმა მოუტანა. ვისკის ქარხნის მეპატრონე, სტივენ ჰარკნესი მისი პარტნიორი იყო. ჯონმა საწყისი შემოსავალი ჯარის კავშირზე ვისკის მიყიდვით მიიღო. როკფელერმა ნაღდი ანგარიშსწორების შედეგად ჰარკნესის ვისკის მარაგი ფულად ქონებად მალევე გადააქცია. მიღებული თანხით კი 1870 წელს ნავთობის მწარმოებელი, გადამამუშავებელი და სავაჭრო კომპანია „Standard Oil” დააფუძნა.
ბიზნესი იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ მასზე ა.შ.შ-ის მთავრობაც კი ნადირობდა, რასაც 1911 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ „Standard Oil”-ის ხელში ჩაგდება მოჰყვა. ამ დროისათვის კომპანია ბაზრის 64%-ს მოიცავდა, ეს კი ძალიან დიდ შემოსავლებს ითვალისწინებდა. ამის გამო, „Standard Oil” 34 ერთეულად დანაწევრდა და შეიქმნა ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა: „Chevron”, „Mobile”, „Amoco” და „Esso”. წინააღმდეგობის მიუხედავად, როკფელერი თითოეული მათგანის მეწილე და აქციონერი დარჩა. აგერ უკვე საუკუნეა, რაც მთელი მისი ქონება საგვარეულოში ტრიალებს და მამისგან ვაჟს გადაეცემა.

როკფელერების დინასტია პოპულარულია. ა.შ.შ-ის ეკონომიკა მათ მიმართ არასტაბილურად არის განწყობილი, მსოფლიო მედია მას ხან აქებს და ადიდებს, ხან კი ბრალს სდებს. ამისათვის კი უამრავი მიზეზი არსებობს. თუნდაც ის, რომ ქაღალდის ფულს ამერიკის მთავრობა არ უშვებს. ფედერალური რეზერვის ბანკნოტებს ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. მისი თანადამაარსებელი კი როკფელერია. ეს ბანკი კერძოა და არა ამერიკის მთავრობის შემადგენელი. მას მმართველობის საკუთარი წესები აქვს. ბანკს შეუძლია ფული არაფრისგან შექმნას. ხოლო განუსაზღვრელი რაოდენობის კრედიტი მისთვის იოლად ხელმისაწვდომია. მოქალაქეზე გაცემულ სესხს პროცენტები ემატება. თუკი ბანკი ფულის წარმოებას შეწყვეტს, მისი გასტუმრება რთული იქნება. ასე, რომ როკფელერები ფულის მიმოქცევას არამხოლოდ აკონტროლებენ, არამედ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაც შეუძლიათ.

ჯონ დევისონ როკფელერმა 86 წლის ასაკში განვლილი ცხოვრების შემაჯამებელი ლექსი დაწერა. ის აღწერს, რომ საქმე თამაშთან ერთად ისწავლა, მისი ცხოვრება ხანგრძლივ და ბედნიერ დღესასწაულს ჰგავდა, რომელიც სავსე იყო თამაშით და საქმით. აქვე ამბობს, რომ ცდილობდა არ ენერვიულა, ხოლო უფალი ყოველდღე მისი მოწყალე იყო.
„I was early taught to work as well as play,
My life has been one long, happy holiday;
Full of work and full of play-
I dropped the worry on the way-
And God was good to me every day."

7 comments:

margiela said...

UsainteresoVESI!

Maka Asatiani said...

thx :)

clown said...

საინტერესოა ^^

ჯორჯ პაიკი said...

როგორც წესი ლექსებს უფრო ახალგაზრდობაში წერენ(თუ პოეტი არ არის) მაგ კაცს კი როგორ ორიგინალურად გაუკეთებია :)

fsiqe said...

საინტერესო იყო
მადლობა, მომწონს შნი პოსტები :)

Maka Asatiani said...

თქვენ მადლობა, რომ კითხულობთ და სტიმულს მაძლევთ ახლის დასაწერად :)

taa said...

gaascora
mikvars eseti postebi, axal ragaceebs rom vscavlob xolme :)