მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 5, 2009

ვისკი, როგორც „სიცოცხლის წყალი”

ირლანდიური ვისკი ირლანდიელებისათვის, ისევე, როგორც სკოჩი შოტლანდიელებისათვის - ნაციონალური სიამაყის ნიშანია. არც ერთ ირლანდიელს არ ეპარება ეჭვი, რომ ვისკის სამშოლო მისი ქვეყანაა. სინამდვილეში ვისკის გაჩენის უამრავი ისტორია და ლეგენდა არსებობს.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, „მწვანე კონცხის” მფარველმა, წმინდა პატრიკმა, მე-5 საუკუნეში ირლანდიელები აკურთხა და „სიცოცხლის წყლის” კეთების ნება დართო. ამაში სიმართლის გარკვეული ნაწილია ჩადებული, ვინაიდან ევროპაში სასმელის დისტელერაციის საიდუმლო სწორედ ქრისტიანმა მქადაგებლებმა შემოიტანეს.

წერილობითი დოკუმენტების თანახმად, პირველი „სიცოცხლის წყალი” 1556 წლით თარიღდება. ხოლო ლიცენზირებული ვისკი 1608 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვისკის ქარხანა დუბლინში აღარ შემორჩა, ირლანდიური ვისკის ცენტრად დღემდე ეს ქალაქი ითვლება.
ვისკის პირველი ქარხანა ჯონს ჯეიმსონმა და ჯონ პაუერსმა მეთვრამეტე საუკუნეში დაარსეს. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს პროდუქტმა სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოიხვეჭა. ეკლესიამ მათრობელა სასმელი 1830 წელს დაიწუნა და ამკრძალავ პროპაგანდას ეწეოდა, სამაგიეროდ, პარალელურად ლუდის წარმოებას მხარს უჭერდა. ამან ვისკის გაყიდვებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა, გაყიდვები შემცირდა, შესაბამისად წარმოებაც. მას მერე ვისკის წარმოება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს აღსდგა.

დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე ირლანდიური ვისკის მწარმოებელი ორი კომპანია ლიდერობს. „Cooley” და „Irish distillers” ვისკის აწარმოებენ, თუმცა გემო ორივეს რადიკალურად განსხვავებული აქვს. ტექნოლოგები აღნიშნავენ, რომ „Cooley-ის” ვისკი გემოთი შოტლანდიურ სკოჩს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ იმდროინდელ „სიცოცხლის წყალს”. თუმცა შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკს შორის სხვაობა ისაა, რომ ეს უკანასკნელი სამჯერ დისტილირდება.

წარმოგიდგენთ ირლანდიური ვისკის ყველაზე პოპულარულ ბრენდებს:
Black Bush; Bushmills; Clonmel; Coleraine; Connemara; Cooley; Crested Ten; Greenore; Hewitts; Inishowen; Jameson; Kilbeggan; Knappogue Castle; Lockes; Magilligan; Midleton Very Rare; Millars Special Reserve; Murphy’s; Old Midleton; Paddy Old Irish; Redbreast; Shannon Grain; Slaney; Suir; Tullamore Dew; Tyrconnell.

3 comments:

Anonymous said...

mikvars viski, magram aseti detalebi nagdad ar vicodi, magaria :Djavascript:void(0)

Anonymous said...

very interesting indeed :)!

Anonymous said...

ლუდი ირლანდიური სჯობს.
ვისკი - შოტლანდიური.
იმჰო.