მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 1, 2009

ყვითელი სვიტრის ამბავი

კომპანია „Benetton” მთელს მსოფლიოშია განთქმული. აქ ტანსაცმელი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის მოიძებნება. ლამაზი და პრაქტიკული, ნაირფერი და უცხო – ეს „Benetton-ის” სტილია.
„Benetton-ის” მაღაზიებში მამაკაცის, ქალის თუ ბავშვის ტანსაცმელთან ერთად სხვა საფირმო აქსესუარები, ჩანთები და ფექსაცმელი იყიდება. „Benetton-ის” ყველა ფერი მსოფლიოს 120 ქვეყანაში სხვადასხვა ბრენდის სახითაა წარმოდგენილი. ესენია: „United Colors of Benetton”; „Sisley”; „Playlife” და „Killer loop”.
კომპანიის შემოსავალი ორ მილლიონ ევროს უტოლდება, დასაქამებულთა რაოდენობა კი 10 ათასს აღემატება. ყოველწლიურად კომპანია ტანსაცმლის 130 მილიონ ერთეულს აწარმოებს და 50 ათას მაღაზიაში ჰყიდის.
კომპანია ბენეტონების ოჯახის საკუთრებაა. საქმიანობა ყვითელი სვიტრიდან დაიწყო. დამ - ჯულიანამ ძმას – ლუჩიანოს ყვითელი სვიტრი მოუქსოვა. ჭყეტელა ფერების ტანისსამოსი იტალიაში იმ პერიოდისთვის იშვიათობას წარმოადგენდა. ლუჩიანოს უკომენტაროდ არცერთი გამვლელი ტოვებდა. სახლში დაბრუნებულმა დას ასეთი ფერის სვიტრების ქსოვა შესთავაზა, თავად კი გამყიდველი იქნებოდა. იდეა საინტერესოდ ჟღერდა, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის გამო, ბენეტონების ოჯახს სახლიდან ძვირფასი ნივთების გაყიდვა მოუწიათ. დაგროვებული თანხით საქსოვი მანქანა შეიძინეს. თავდაპირველად გაყიდვები თითქმის არ იყო, სამაგიეროდ წლის ბოლოს კვირაში 20 ერთეულს ჰყიდნენ.

„Benetton -მა” ბიზნეს სტრატეგიაში მრავალფეროვნება თავდაპირველადვე დაგეგმა. შესაბამისად სხვა ტექსტილებისგან განსხვავებით, მას კოლექციებში მუდმივად ყველა ფერი აქვს გამოყენებული.

კომპანია „Benetton-ი ” მიღწეულზე არ ჩერდება. ლუჩიანო ფორმულა ერთის თაყვანისმცემელი იყო და 1985 წელს საკუთარი გუნდი შეიძინა. 1991 წელს მათ მიხეილ შუმახერი უერთდებათ. ისინი მსოფლიო ჩერმპიონებიც კი გახდნენ.
ლეგენდარულმა კომპანიამ თავისი არსებობის ისტორიაში უამრავი დაბრკოლება გადაიტანა. კრიტიკოსების მიერ მისი ცინიზმში დადანაშაულება განსაკუთრებით აუტანელი იყო. სარეკლამო კამპანიებში „Benetton-ი ” პირველობისკენ ყოველთვის აგრესიულად მიიწევდა. სინამდვილეში „Benetton-ი ” ცხოვრების ერთი ფერადი მხარეა, რომელიც შენი ხასიათის მიხედვით მუდმივად ფერს იცვლის.

3 comments:

Lord Vader said...

თბილისის ბენეთონის ვიტრინაა ყველაზე მაგარი ვიტრინა ყველა ბენეთონის ვიტრინას შორის - სამი შავებში გამოწყობილი მანეკენი :)
ეგეც თქვენ იუნაითედ ქალარზ თბილისურად

margiela said...

rogor minda mec ragac iseti movigono rom mere msoflioshi cnobili gavxde, unda vikitxo xshirad es blogi iqneb idea momivides!

taa said...

me dzalian momcons benetton-is reklamebi
dzalian xalisiania koveltvis