მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 11, 2009

სამეფო მანქანა - „Bentley"

„Bentley” - მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში სამეფო კარის წარმომადგენელთათვის იქმნებოდა. მას ძველი ისტორია აქვს, რომელიც ინგლისში ჯერ კიდევ 1919 წლიდან იწყება. ვოლტერ ბენტლიმ თავისი პირველი ავტომანქანა ააწყო. იქამდე თავის ძმასთან ერთად ფრანგულ მანქანებს ჰყიდდა. აქედან გამომდინარე, საკუთარის შექმნის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.

ვოლტერ ბენტლიმ პირველი მანქანა „Bentley Motors-ის” სახელით დაარეგისტრირა და ამავე წელს ლონდონის გამოფენაზე გაიტანა. პირელი მოდელი ტექნოლოგიურად კიდევ ორი წელი იხვეწებოდა.
ფინანსური სირთულეები კომპანიამ თავისი ისტორიის განმავლობაში მრავლჯერ განიცადა. პირველი დახმარება მას მილიონერმა ვულფ ბარნატომ 1925 წელს აღმოუჩინა, სანაცვლოდ კი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ასე კომპანიამ მხოლოდ 6 წელი დაჰყო. დიდი დეპრესია მას მაინც არ ასცდა.
1931 წელს „Bentley Motors-ი” „Rolls-Royce-მა” შეისყიდა და ამით მდიდრული ბრენდის სახელიც მოუტანა. ამ მარკის მანქანა ყველა მილიონერს ჰყავდა. მეტიც დიდ ნაწილს დიდი ბრიტანეთის სამეფო კარი უკვეთავდა. თუმცა მოგვიანებით „Bentley-ის” ავტომობილების ტექნოლოგია აღარ ვითარდებოდა, შესაბამისად მანქანებმა ფასი დაკარგეს, მათი შეძენა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.
გაკოტრების პირას მისულმა კომპანიამ მისტიური გარიგება 430 მილიონ დოლარად 1998 წელს დადო. მყიდველი „Volkswagen” ჯგუფი აღმოჩნდა. ამ პერიოდში, „Volkswagen-ს” და „BMW-ს” შორის მოლაპარაკება არსებობდა, რომლის თანახმად, „Volkswagen”, როგორც „Bentley-ის”, ასევე „Rolls-Royce” გამოუშვებდა, ტექნოლოგიური უზრუნველყოფა კი „BMW-ს” ეკისრებოდა.
ესე მხოლოდ 2003 წლამდე გაგრძელდა. ამიტომ ამ პერიოდის შემდგომ გამოშვებული „Bentley” და „Rolls-Royce” „BMW-ს” ტექნოლოგიებით აღჭურვილი აღარაა. თუმცა მისი ხარისხი სხვას არაფრით ჩამოუვარდება. „Volkswagen” ჯგუფმა ყველაფერი იღონა იმსათვის, რომ მარკის პრესტიჟი ხელახლა აღედგინა. ახლა „Bentley-ის” გაყიდვები სულ უფრო მატულობს. 2007 წელს მისმა შემოსავალმა 2.1 მილიარდი ფუნტი შეადგინა. სუბსიდირებულ „Bentley Motors-ში” კი სულ 4 ათასი დასაქმებულია. კომპანიის სათაო ოფისი ინგლისში, ქალაქ კრივში მდებარეობს.

2 comments:

კაპუჩინო said...

რა გემრიელი ბლოგია :) :) :)

ფსიქესთან გიპოვნე. ფსიქემ მომეწონაო და მაშინვე აქეთ გამოვქანდი. ჯერ მხოლოდ თვალი გადავავლე და უკვე ვიცი, რომ ყოველთვის წავიკითხავ.

+ 1 მკითხველი შენ :)

margiela said...

rogori kargi samzareuloa! yavis suni moyveba , didi madoba shen aseti komfortis da saintereso news-ebistvis!