
თანამედროვე ელვა ინჟინერ-მექანიკოსმა, გიდეონ სანდბაკმა 1917 წელს დააპატენტა. ეს იყო მოზრდილი ზომის მექანიკა. დროთა განმავლობაში მისი დიზაინი შეიცვალა. დღეს კი უკვე ოთხი სახის ელვა არსებობს.
„YKK” ელვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვეულებრივმა მუშამ ტადაო იოშიდამ კომპანია 1934 წელს ტოკიოში დაარსა. თუ კი კარგად დააკვირდებით თქვენს ტანისსამოსს ამ ფირმის ელვას უდაოდ აღმოაჩენთ. „YKK” მსოფლიო ბაზარზე ლიდერობს და ელვების 68%-ს აწარმოებს. ითვლება, რომ ყოველი მესამე ელვა „YKK” ფირმისაა.
ჩინური კომპანია „Talon International” ელვების ინდუსტრიაში მეორე ადგილს იკავებს. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „Levis” და „Victoria Secret” მისი მომხმარებლები არიან.
ორმხრივი ელვის გამოგონებამ ელვების ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. ჩინეთში წარმოებული ელვები ყველაზე იაფფასიანია, მათმა მთლიანმა გაყიდვებმა ხუთ წელიწადში 18%-ით იმატა.
მსოფლიო მარკეტი და ელვების ინდუსტრია ორმხრივად მომგებიანია. ერთი შეხედვით უბრალო ნივთი სინამდვილეში ყოველ ადამიანს ამშვენებს.
3 comments:
zalian lakonurad da shinaarsianadwer
მადლობა ფიქრო, მე კი შენი ფოტოები მომწონს :)
თქვენს ტანისსამოსს ამ ფირმის ელვას უდაოდ აღმოაჩენთ.
dzaan magari tema iko,
martlac uamrav tansacmelze maqvs YKK eva :)
Post a Comment