მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Oct 26, 2009

იუბერ დე ჟივენში

„ჟივენში” - მსახიობ, ოდრი ჰეპბერნის განუმეორებელი სტილის ფუძემდებელია. „ჟივენშის” მოდის სახლი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყველაზე დახვეწილი და ელეგანტურია მთელს მსოფლიოში.

იუბერ დე ჟივენში საფრანგეთში 1927 წელს დაიბადა. ათი წლის ასაკში ელეგანტურობის სალონს ეწვია, სახლში დაბრუნებისას კი მშობლებს განუცხადა - „მე მოდელიორი ვიქნები”. მართლაც, იუბერ დე ჟივენშიმ საკუთარი სალონი 1952 წელს გახსნა. მისი პირველივე კოლექცია წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრა იყო. 40 წელიწადის განმავლოვბაში ჟივენში მას აცმევდა, ოდრი კი საქვეყნოდ პოპულარულს ხდიდა.

მამაკაცის ტანსაცმელი მოდელიორმა 1973 წელს შექმნა. ამიერიდან ჟივენში მოდის ინდუსტრიაში კრისტიან დიორთან, ლაკრუასთან და სელინთან ერთად ტრიალებს. დიზაინერი საკუთარ მოდის სახლს 1995 წელს ტოვებს. ეს ნაბიჯი ინვესტორების შესანარჩუნებლად გადადგა. ისინი შედარებით ახლგაზრდა ტალანტს ეძებდნენ. იუბერ დე ჟივენშის მაგიერ ჯონ გალიანო მოვიდა. მაგრამ მხოლოდ ორწლიანი მუშაობის შემდგომ კრისტიან დიორთან გადავიდა. „ჟივენშის” მოდის სახლის წამყვანი დიზაინერი 27 წლის ალექსანდრე მაკ კუინი გახდა. ექსცენტიული ახალგაზრდა, რომელმაც ჟივენშის თავდაპირველი სტილი კინაღამ ჩაძირა. საზოგადოება მას დიდხანს არ სცნობდა, თუმცა როგორ შეიძლებოდა შოტლანდიელი მძღოლის შვილი პარიზის კარიბჭეებში დამკვიდრებულიყო. ალექსანდრეს ყველაფრის თავისებური ხედვა ჰქონდა, გვირილა და სამხედრო კოსტუმი მისთვის მისაღები იყო, თუმცა როგორ დიზაინერი განმარტავდა – ეს აგრესიული სექსუალურობის სიმბოლო ოყო. მაშინ, როდესაც დიდი მოდა მაკ კუინს შეეჩვია, მის მაგიერ 28 წლის ჟულიენ მაკდონალდი მოვიდა. ის მხოლოდ ქალების კოლექციებს ქმნიდა. მამაკაცების კოლექციის მოდელირება ამიერიდან ოსვალდ ბოუტენგს ევალება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში „ჟივენშის" დიზაინერები ისევე სწრაფად იცვლებიან, როგორც თავად მსოფლიო მოდა. ამის მიუხედავად, იუბერ დე ჟივენშის განუმეორებელი სტილი, დახვეწილობა და ელეგანტურობა კვლავ ცოცხალია.

2 comments:

კაპუჩინო said...

არაფერი უხდება ქალს ისე, როგორც კლასიკური სამოსი.

დახვეწილია, ელეგანტური და გაცილებით სექსუალური, ვიდრე ნებისმიერი "ნა გრანი ფოლა" ჩაცმულობა.

ქალს გააჩნია, რა თქმა უნდა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ასეა. ამ სურათებზეც პირველ რიგში, ჟივენშის კლასიკის სექსუალობა ჩანს.

taa said...

ძალიან ბევრი მოდელი მომწონს ჟივენშის, ამ ბოლო დროს რაღაც კლასიკურმა სტილმა გამიტაცა :)