მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jun 5, 2011

ასე ამბობენ - Red Bull-ი აფრთიანებსო...

ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული” ტაილანდში მოიგონეს. ის კომპანია „თი სი ფარმაცევტიკალის” პროდუქტი იყო. პოპულარული აზიაში უკვე 70 – იან წლებში გახდა. მისი ძირითადი მომხმარებელი კი მუშა კლასი იყო, რომელიც ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში ენერგიის შენარჩუნებას ცდილობდა.

„რედ ბული” ევროპაში სინამდვილეში გერმანიამ შემოიტანა. 1982 წელს კომპანია „მატესჩიტსმა” ტაილანდის საწარმოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და ენერგეტიკული სასმელის წარმოებაც დაიწყო.

დღეისათვის ამერიკის ბაზარზე „რედ ბულს” პირველი ადგილი უკავია. ენერგეტიკული სასმელების ინდუსტრიაში მისი წილი 80%-ს მოიცავს. წელიწადში, მთელ მსოფლიოში 3 მილიარდამდე ქილა იყიდება. ეს სავსებით გასაგებიცაა, როდესაც აგრესიულ კამპანიას ეწევი შედეგიც ასეთვე უნდა იყოს. მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში, „რედ ბული” ექსტრემალური სპორტის სპონსორად გვევლინება. „ფორმულა ერთს,” „სნოუბორდინგს”, „სერფინგს” და მთამსვლელობასაც აფინანსებს.


„რედ ბულის” სხვადასხვა ტიპი არსებობს. მაგრამ სასმელის ძირითადი შემადგენელი აგუანას ხილის ექსტრაქტია. ის ერთ ჭიქა ყავაზე ათჯერ მეტ კოფეინს შეიცავს. ამიტომაა, რომ “რედ ბული” ენერგიას მატებს. ზოგიერთ ქვეყანაში მისი გაყიდვა აკრძალულია. ამას თავისი მიზეზები აქვს. რამოდენიმე ტრაგიკული შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. ასევე დადგინდა, რომ “რედ ბულის” დალევა გადაჭარბებული რაოდენობით ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

ენერგეტიკული სასმელის ერთ-ერთი სახეობა Red Bull Cola ასე მაგალითად გერმანიასა და ტაივანში საერთოდ აიკრძალა, ვინაიდან მეცნიერებმა მის შემადგენლობაში 0.1 - 0.3 მიკროგრამი კოკაინი აღმოაჩინეს და შესაბამისად ნარკოტიკული პრეპარატის სტატუსი მიანიჭეს.


პ.ს. და მაინც ახლა სიამოვნებით დავლევდი ერთ "რედ ბულ ვოდკას" :))))

6 comments:

Unknown said...

მეც ეგ გავიფიქრე ახლა, რედ-ბულ ვოტკას სიამოვნებით მივირთმევდი..

Lord Vader said...

ეს პოსტი რედბულდალეულმა დავწერე...

taa said...

რედ ბულ ვოდკა ოღონდ ლიმნით
ლიმნის გარეშე არ მიყვარს

რედბული გამეხსნა მაგრად ორსულობისას
მანამდე არ მიყვარდა – ვიკის ეყვარება ალბათ :)

Kariman Kimadze said...

გამარჯობათ,

მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

პატივისცემით,
ქარიმან ქიმაძე

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.