მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Apr 29, 2010

ქეით მოსის ბრენდის იდენტურობა

მოდის ინდუსტრიის კარი ყოველწლიურად ათასობით მოდელისთვის იღება. გარკვეული მიზეზების ან უბრალოდ წარუმატებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი ამ საქმიანობას თავს მალევე ანებებს. მოდელებს შორის ისეთებიც მოიპოვებიან, რომელთა გამოსტუმრებას მოდის ინდუსტრია სულაც არ ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი ინგლისელი სუპერმოდელი ქეით მოსია. სამოდელო კარიერის განმავლობაში, ის 300-მდე ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა. 36 წლის ასაკში ქეით მოსი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია, მისი შემოსავალი კი წელიწადში 9 მილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, წარმატებული სუპერმოდელისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ქეით მოსის დიზაინით შეკერილი ტანსაცმლის კოლექცია ექსკლუზიურად „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელისათვის 2007 წელს შეიქმნა. „ტოპშოპის“ მაღაზიათა ქსელთან გაურკვევლობის გამო, ქეით მოსის პროდუქციის გაყიდვები შეჩერებული იყო და ახლა 2010 წელს კვლავ განახლდა. ამჯერად, ქეით მოსის იმიჯზე პიტერ სევილი და მბეჭდავი - პოლ ბერნსი ერთობლივად ზრუნავდნენ.

Apr 25, 2010

SHARP - მუდამ ბასრი

კომერციული ტელეფონი ფოტოკამერით პირველად „SHARP-მა” გამოუშვა. გამოგონების თვალსაზრისით, კომპანია არაერთხელ ყოფილა ინოვატორი. თუმცა, მსოფლიო აღიარებამდე დიდი გზა განვლო. ელექტრონიკის მწარმოებელი იაპონური კომპანიის დაარსების ისტორია 1912 წლის 15 სექტემბერს უკავშირდება. ვინაიდან ყველაფერი სწორედ მაშინ, ტოკუჯი ჰაიაკავას მიერ დაარსებული მეტალის საამქროდან დაიწყო. საქმეები კარგად მიდიოდა. ნიკელის კორპუსში მოთავსებული მექანიკური ფანქარი ერთ-ერთი პირველი დაპატენტებული გამოგონება იყო. ფანქარი გათლას არ საჭიროებდა, ამიტომაც ბაზარზე მისი პოზიციონირება ასეთი იყო - „მუდამ ბასრი“ (ინგ. ever-sharp pencil). კორპორაციის დღევანდელი სახელწოდება სწორედ აქედან წარმოიშვა.

Apr 17, 2010

თომას ბატას მიზნები და 15 მილიარდი გაყიდული წყვილი ფეხსაცმელი

„Bata“ ოჯახის მფლობელობაში არსებული, ფეხსაცმლის დიდი კომპანიაა. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაში მდებარეობს, ბიზნესი კი მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე აქვს გაშლილი. თავისი არსებობის მანძილზე კომპანიამ უკვე 15 მილიარდი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდა.

კომპანიის ისტორია დღევანდელ ჩეხეთის რესუბლიკაში ჯერ კიდევ 1894 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი თომას ბატა იყო. იდეის განხორციელბა მაშინ დაიწყო, როდესაც სამხედრო ფეხსაცმელზე პირველი შეკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს მიიღო. თომას ბატას მიზნად ჰქონდა დასახული - შეექმნა მაღალხარისხიანი ფეხსაცმელი დაბალ ფასებში. ეს ყველაფერი კი იმისათვის, რომ „Bata-ს“ საქონელი იოლად ხელმისაწვდომი და მეტად გაყიდვადი გამხდარიყო.

Apr 12, 2010

სტუდენტური ბიზნესი 1000 ა.შ.შ. დოლარად

წარმოუდგენელია, მაგრამ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „DELL-ის” საწყისი კაპიტალი 1000 დოლარს შეადგენდა. მაიკლ დელის მიერ 1984 წელს დაარსებულ კომპანიას თავდაპირველად პირდაპირი გაყიდვების მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდა არჩეული. ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტი მაიკლ დელი თვლიდა, რომ ამ გზით ის კლიენტებს დაუახლოვდებოდა და ზუსტად გაიგებდა თუ რა სურთ მომხმარებლებს. სტრატეგიამ გაამართლა. მაიკლმა უნივერსიტეტი მიატოვა, მშობლების 300 ათასიანი ქონება ბანკში ჩადო და მთელი დრო ბიზნესს დაუთმო.

Apr 9, 2010

ჰიბრიდული სმარტფონი - „Chairman“

ხომ გაგიგიათ - ვისაც არა აქვს ნოკია, ვჟიზნე ის ადინოკია! მომიტევეთ ჟარგონისთვის, მაგრამ თავს სწორედ მასე ვგრძნობ. მობილური ტელეფონი გარდამეცვალა, სისტემამ აურია, ის უბრალოდ აღარ მუშაობს და ჩემთვის ძალიან საჭირო უამრავი კონტაქტი თან წაიღო. ეჰ, არადა რამდენი რამ მაკავშირებდა ამ ტელეფონთან. ოთხი თვის ხელფასი, რომელიც მის შეძენას მოვანდომე და კიდევ მუდმივი კავშირის 4 წელიწადი. დროა ახალ მობილურ ტელეფონზე ვიზრუნო, მანამდე კი კიდევ ერთ ფუფუნების საგანს წარმოგიდგენთ „Ulysse Nardin-ის“ ჰიბრიდულ სმარტფონს, სახელწოდებით - „Chairman“.

Apr 5, 2010

სააღდგომო კვერცხები და ფაბერჟე

ველოდები ჩემს 25-ე დაბადების დღეს, კიდევ სამმა თვემ უნდა განვლოს აგვისტომდე. ამინდი ნელ-ნელა სითბოს გვაპარებს. მე, როგორც მზის შვილს კმაყოფის შეგრძნებას მიმძაფრებს. ახლა აპრილია. აღდგომაა და ისიც 25-ე ჩემს ცხოვრებაში. ეს დღესასწაული ისევ ისე მიყვარს, როგორც ბავშვობაში. სააღდგომო კვერცხები შეღებილია, პასკა გამომცხვარია. ახლა უფრო დაზუსტებით ვიცი, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ პატარებს ახარებს. რეალობაში, აღდგომა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სააღდგომო კვერცხების შემქმნელების შთაგონების მთავარი წყაროა. რას იფიქრებდა ადამიანი საუკუნეების წინ, რომ შეღებილი სააღდგომო კვერცხები შესაძლებელია ოდესმე ხელოვნების ნიმუში გამხდარიყო? ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში დეკორაციული სააღდგომო კვერცხები ნებისმიერი მასალისგან მზადდება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს.

გერმანელი მხატვრის, პიტერ ნებენგაუსის კოლექციიდან: სიცოცხლის სიმბოლო - ოქროსფერი კვერცხი, რომლის ღირებულება 20, 400 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. ხოლო მეორე, სვაროვსკის კრისტალებით ინკუსტირებული 7000 ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.