მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 28, 2009

დინასტიური იმპერიის საწყისებთან

ადამინის სიცოცხლე ჰაერის გარეშე წარმოუდგენელია, ასევეა ავტომობილი საწვავის გარეშე. საწვავი გადამუშავებული გამონაბოლქვის სახით გარემოს აბინძურებს, გარემოს დაცვის აქტივისტები კი გამუდმებით ებრძვიან ამას. გამოდის, რომ მოქმედებაში მყოფი ავტომობილი ადამიანს ვნებს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაფრის მიუხედავად ძალზედ შეყვარებულია ავტომექანიკაზე, არც ძალისხმევას იშურებს მის მოსავლელად და ათასობით ა.შ.შ. დოლარს ახარჯავს.

მე არ ვარ გარემოს დაცვის აქტივისტი, არც ავტომექანიკას ვემდური, აი ფულის ხარჯვა კი ალბათ ისევე, როგორც ყოველ თქვენთაგანს ნამდვილად მეხერხება. ჩემი დღევანდელი ისტორია ყველაფრის მშთანთქველ მანქანაზეა, რომელმაც დროებას გაუძლო და დღეს ყველასათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. ამბავი, უბრალო ექიმის შვილს, მრეწველობით დაინტერესებულ ფილანტროპისტს, მომავალში მთელი იმპერიის მფლობელსა და ცნობილ მონოპოლისტს ჯონ დევისონ როკფელერს ეხება.

როკფელერს პირველი მილიარდები სასმელმა მოუტანა. ვისკის ქარხნის მეპატრონე, სტივენ ჰარკნესი მისი პარტნიორი იყო. ჯონმა საწყისი შემოსავალი ჯარის კავშირზე ვისკის მიყიდვით მიიღო. როკფელერმა ნაღდი ანგარიშსწორების შედეგად ჰარკნესის ვისკის მარაგი ფულად ქონებად მალევე გადააქცია. მიღებული თანხით კი 1870 წელს ნავთობის მწარმოებელი, გადამამუშავებელი და სავაჭრო კომპანია „Standard Oil” დააფუძნა.

Nov 23, 2009

მოჯადოებული კრისტალის სამყარო

გამომგონებლები ყოველთვის წინ უსწრებენ დროს. საკუთარ ფანტაზიებში წარმოუდგენელს ქმიან. თუმცა, ფანტაზიის რეალობად ქცევა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მსოფლიოსთვის ჩაუქრობელი ბრწყინვალების ჩუქება დანიელ სვაროვსკიმ შეძლო. შუშის ავტომატური საჭრელი მანქანის გამოგონებამ მას ორსაუკუნოვანი ბრწყინვალება მოუტანა.

კრისტალი, როგორც მანათობელი ვარსკვლავია დედამიწაზე. მაგრამ ფაქტია, რომ უბრალო მასალისგან ხელოვნების ნიმუშის შექმნა საკმაოდ რთულია. განსაკუთრებით თუ მასალა შუშაა და მასზე მუშაობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. შუშის ავტომატური საჭრელი მანქანა დენიელ სვაროვსკიმ 1982 წელს დააპატენტა. ამით დაინტერესებულმა ფინანსისტებმა არმან კოსმანმა და ფრანც ვეისმა 1895 წელს ბიზნესი წამოიწყეს. „Swarovski-ის" კომპანია კრისტალს აწარმოებდა. მისი ფაბრიკა ავსტრიაში, ქალაქ ვატენში მდებარეობდა.

Nov 20, 2009

ყველაზე ძვირადღირებული ხვლიკის ისტორია

ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ადამიანებს სურდათ, რომ მათი ტყავის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში ყოფილიყო. ამაზე ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის შექმნის ისტორია მეტყველებს, რომელიც შტუტგარდში, 1885 წელს იწყება.

ახალგაზრდა იაკობ ზილგემ წვალებით ნაშოვნი სახსრები ჩექმების სამკერვალოში დააბანდა. ათ წელიწადში თანამოაზრე - მაქს ლევი აღმოაჩინა. ტყავის გადამუშავებაზე ორიენტირებული მაქსი მომავალში მისი საქმიანი პარტნიორი გახდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მათ საქონელს ხვლიკის სახით ლოგოც კი გაუჩნდა. 1909 წელს ამ ლოგოს მქონე პროდუქცია უკვე 26 კერძო მაღაზიაში იყიდებოდა. ასე იწყებოდა „Salamander-ის” ისტორია.

ბრენდის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც რეალური წარმატება მოჰყვა 1922 წელს იწყება. ვინაიდან ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების მზადებას სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი. 70-იანი წლებისათვის უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა რას ჰყიდდა „Salamander-ი”.

„Salamander-ის” პროდუქციაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მატერიალური პროცესები გამოიყენება. ეს კი იმისათვის, რომ დასახულ მისიას ამართლებდეს და რაც შეიძლება სრულიად აკმაყოფილებდეს მომხმარებლის სურვილებს. დღეისათვის „Salamander-ი” უკვე ბრენდია და კომპანია „Malvo-ს” ეკუთვნის, რომლის მფლობელობაში კიდევ სამი ბრენდია: „Woly”, „Woly Sport” და „Coxy”.

Nov 18, 2009

ვარდისფერი კურდღლის ამბავი

ეს ისტორია ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციან წლებში იწყება...

მეცნიერი და გამომგონებელი – სამუელ რუბენი, მთელი განვლილი ცხოვრება ინტენსიურად მუშაობდა ბატარეების განვითარების მიმართულებით. ორიენტირებული მათ სიცოცხლისუნარიანობაზე, სანამ „Duracell-ს” მოიგონებდა ბერვი სხვა ბატარეაც შექმნა.

რამდენს გაახსენდა ახლა მხიარული, ვარდისფერი კურდღელი? ალბათ უმეტესობას, სარეკლამო იმიჯზე მოგვიანებით გადავალ, ახლა კი „Kodak-ის” როლი პროდუქტის განვითარებაში.

მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე ძლიერ და გამტარუნარიან კვების ელემენტებზე მოთხოვნა მხოლოდ 50-იან წლებში გაჩნდა. „Kodak-ის” ფოტოაპარატებს პორტატიული განათება მოჰყვებოდა, იმ პერიოდისთვის მას ყველაზე კარგად „Duracell-ის” ბატარეები უმკლავდებოდნენ.

Nov 16, 2009

აუტანელი, მაგრამ იღბლიანი - ჟან პოლ გოტიე

ფრანგები ჟან პოლ გოტიეს „იღბლიან ბავშვს” უწოდებდნენ. მოდის სამყაროში მას ხულიგნის სახელი ჰქონდა. შეშლილის ფანტაზიები კი დღემდე გვაკვირვებს.

ცნობილი მოდელიორის კარიერა ფუმფულა დათუნიიდნ დაიწყო. 13 წლის გოტიემ სათამაშოს ბიუსტგალტერი შეუკერა. შემდგომში სათამაშო მის მანეკენად იქცა. მოდურ ჟურნალებში ტანსაცმლის მოდელებს ირჩევდა და ყველაფერს საუკეთესოს საყვარელ დათუნიას უკერავდა.

ჟანის ბებიას სილამაზის სალონი ჰქონდა, თავისუფალ დროს ის კარტზე მკითხაობდა და შვილიშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. წინასწარმეტყველებაში დაჯერებული ახალგაზრდა გოტიე მოდელების ესკიზებს საფრანგეთის ყველა მოდის სახლში აგზავნიდა. შედეგად უკვე 18 წლისამ „პატუს” მოდის სახლში ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ჟანს მაშინ უჭირდა, ლამაზად ჩაცმა არ შეეძლო და ერთი რეზინის ჩექმა ჰქონდა. ამის გამო, სამსახურში მუდმივად უკანა შესასვლელიდან უხდებოდა შესვლა.

Nov 11, 2009

სამეფო მანქანა - „Bentley"

„Bentley” - მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში სამეფო კარის წარმომადგენელთათვის იქმნებოდა. მას ძველი ისტორია აქვს, რომელიც ინგლისში ჯერ კიდევ 1919 წლიდან იწყება. ვოლტერ ბენტლიმ თავისი პირველი ავტომანქანა ააწყო. იქამდე თავის ძმასთან ერთად ფრანგულ მანქანებს ჰყიდდა. აქედან გამომდინარე, საკუთარის შექმნის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.

ვოლტერ ბენტლიმ პირველი მანქანა „Bentley Motors-ის” სახელით დაარეგისტრირა და ამავე წელს ლონდონის გამოფენაზე გაიტანა. პირელი მოდელი ტექნოლოგიურად კიდევ ორი წელი იხვეწებოდა.
ფინანსური სირთულეები კომპანიამ თავისი ისტორიის განმავლობაში მრავლჯერ განიცადა. პირველი დახმარება მას მილიონერმა ვულფ ბარნატომ 1925 წელს აღმოუჩინა, სანაცვლოდ კი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. ასე კომპანიამ მხოლოდ 6 წელი დაჰყო. დიდი დეპრესია მას მაინც არ ასცდა.

Nov 5, 2009

ვისკი, როგორც „სიცოცხლის წყალი”

ირლანდიური ვისკი ირლანდიელებისათვის, ისევე, როგორც სკოჩი შოტლანდიელებისათვის - ნაციონალური სიამაყის ნიშანია. არც ერთ ირლანდიელს არ ეპარება ეჭვი, რომ ვისკის სამშოლო მისი ქვეყანაა. სინამდვილეში ვისკის გაჩენის უამრავი ისტორია და ლეგენდა არსებობს.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, „მწვანე კონცხის” მფარველმა, წმინდა პატრიკმა, მე-5 საუკუნეში ირლანდიელები აკურთხა და „სიცოცხლის წყლის” კეთების ნება დართო. ამაში სიმართლის გარკვეული ნაწილია ჩადებული, ვინაიდან ევროპაში სასმელის დისტელერაციის საიდუმლო სწორედ ქრისტიანმა მქადაგებლებმა შემოიტანეს.

წერილობითი დოკუმენტების თანახმად, პირველი „სიცოცხლის წყალი” 1556 წლით თარიღდება. ხოლო ლიცენზირებული ვისკი 1608 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვისკის ქარხანა დუბლინში აღარ შემორჩა, ირლანდიური ვისკის ცენტრად დღემდე ეს ქალაქი ითვლება.

Nov 1, 2009

ყვითელი სვიტრის ამბავი

კომპანია „Benetton” მთელს მსოფლიოშია განთქმული. აქ ტანსაცმელი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის მოიძებნება. ლამაზი და პრაქტიკული, ნაირფერი და უცხო – ეს „Benetton-ის” სტილია.
„Benetton-ის” მაღაზიებში მამაკაცის, ქალის თუ ბავშვის ტანსაცმელთან ერთად სხვა საფირმო აქსესუარები, ჩანთები და ფექსაცმელი იყიდება. „Benetton-ის” ყველა ფერი მსოფლიოს 120 ქვეყანაში სხვადასხვა ბრენდის სახითაა წარმოდგენილი. ესენია: „United Colors of Benetton”; „Sisley”; „Playlife” და „Killer loop”.