მის ფანტაზიებში ფორმა, მოხაზულობა, მასალა და ხარისხი პირველ ადგილზეა. შემდგომ ფანტაზიებს რეალობად აქცევს და მსოფლიოში დიზაინის მიმართულებით სიახლეებსაც ნერგავს. ამიტომ არის, რომ 1954 წელს დაარსებული კომპანია „ზანოტა” იტალიური დიზაინის ინდუსტრიაში აღიარებული ლიდერია. მისი დამაარსებელი აურელიო ზანოტა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. პირველი ჯილდო ინოვაციური ხედვისათვის და გამომგონებლობისათვის 1960 წელს მიიღო და საერთაშორისო ყურადღებაც დაიმსახურა.
აურელიომ წარმატების საიდუმლო ფართო საზოგადოებას 80-იანების დასასრულს გაანდო. მან აღნიშნა, რომ 60-იანი წლები დიზაინისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, ხალხი სიახლეს და ორიგინალურობას ეძიებოდა, შესაბამისად ამ დროს შექმნილმა დიზაინერულმა კომპანიებმა მეტ ნაკლებად რაღაცას მაინც მიაღწიეს. შემოქმედებითობა, ძველისა და ახლის შერწყმა – აი რა სურდათ ადამიანებს.
კომპანია „ზანოტა” ყოველთვის გამოირჩეოდა, იტალიის საუკეთესო დიზაინერები ცდილობდნენ, რომ სწორედ აქ ემუშავათ და ინტერიერისათვის განახლებული ავეჯი და აქსესუარები შეექმნათ. დღეისათვის კომპანიის კოლექციებში ერთიანდება: ავეჯი- სკამები, მაგიდები, სავარძლები, ყავისმაგიდები და სხვა საყოფაცხოვრებო თუ საოფისე აქსესუარები.
კომპანია თავის არსებობის მანძილზე სამუშაო მასალის გამოყენების ტექნოლოგიურ დახვეწაზე მუშაობდა. მას უკვე ბევრი საიდუმლო აქვს, რაც „ზანოტას” პროდუქციას განუმეორებელს ხდის. ასევე, თავად პროდუქცია ხშირად რთულად კონსტრუირებული და სანახაობრივად საინტერესოა. ამიტომაა, რომ მისი მორგება ნებისმიერი ინტერიერის პირობებშია შესაძლებელი. სხვათაშორის ე.წ. „Bean bag chair-ის“ ანუ ტომარის მსგავსი პუფის კონცეფციის იდეა „ზანოტას“ ეკუთვნის, რომელიც მან ჯერ კიდევ 1968 წელს გამოიგონა.
კომპანია „ზანოტა” ყოველწლიურად უამრავ გამოფენებში მონაწილეობს. დღეისათვის „ზანოტას” მარკის პროდუქცია მსოფლიოს 60 ქვეყანაში იყიდება.
14 comments:
რა ორიგინალურია ^^
uumagresia ♥
მაგაარ ;))
სადა რომლებიცაა მომწონს.
არ მიყვარს გადაპრანჭული ავეჯი... აი, ჩემ ბავშვობაში ლუდოვიკოს სამეულები იყო მოდაში :)
ისე შენ რომ იცოდე Wორპრესზე რამდენი სიახლეა, ნამდვილად გადმობარგდებოდი. :)
ლორდ, ვორდპრესის პროპაგანდას ეწევი :))
პ.ს. რა დაამატეს ასეთი?
http://wp.me/pBTza-T3
ბეჟ საწოლზე გავაფანატე
ეგეთები მომწონს სასტიკად
ომარის მსგავსი პუფის კონცეფციის იდეა „ზანოტას“ ეკუთვნის, რომელიც მან ჯერ კიდევ 1968 წელს გამოიგონა.
ბრავისიმო
მინდა ბევრი პფები სახლში რო დაგსცვათ გემრიელდ
მაგრამ არც ერთი არ მაქვს :(
@Taa,პუფის გარეშეც გემრიელად მოვკალათდებით ეჭვი არ მეპარება :)
პუფზე მჯდარი და ზედ ქალი ეს სამოთხის მადლია, აბა ღვინოს თუ არ დალევ ცხოვრებაში რა ყრია.
(© ოთარ რამიშვილი)
რაც მთავარია ქოფირაითის ნიშანი არ დაგავიწყდა, მაგარი ხარ :))
ეხლა რაღაც დებილობა უნდა ვიკითხო და არ გამტისკოთ
სწავლა სიკვდიმდე შენიაო :დ
ქოფირაითის C–ნიშანს როგორ წერთ კლავიატურიდან?
თათა :) :*
ინსტრუქცია:
ვორდის შემთხვევაში insert symbol,
და ზოგადად (რაც ვისტაზე ვერ ავამუშავე)აკლიკებ alt ხელს არ უშვებ და კრეფ 0169
პ.ა. არსებობს კიდე მუსიკალური კოპირაითი ანუ phono/sound სიმბოლო. ასო P რგოლშია მოთავსებული, კრეფ 2117 და აკლიკებ ALT+X გამოდის ℗
ramdeni ram ar mqonia wakitxuli, visiamovne :)
Post a Comment